Wikia

ნარუტოპედია

წყლის გამოშვება

Talk0
90pages on
this wiki
კისამე ჰოშიგაკის წყლის გამოშვება: დიდებული ფეთქებადი წყლის შეჯახების ტალღა
DevaMKAdded by DevaMK

წყლის გამოშვება (水遁, სუიტონ) ხუთი ძირითადი ელემენტის ბუნების გარდასახვიდან ერთ-ერთია. მისი მეშვეობით როგორც არსებული წყლის მართვა, ისევე მისი წარმოქმნაა შესაძლებელი, რაც ჩაკრას წყლად გარდაქმნით ხდება[1][2][3]. წყლის გამოშვების ტექნიკების შესრულება გაცილებით ადვილია წყალთან სიახლოვეს. უწყლო ადგილებში კი მხოლოდ მეტად დახელოვნებულ შინობებს შეუძლიათ წყლის წარმოქმნით გამანადგურებელი ძალის მქონე ტექნიკების გამოყენება[4][5]. წყლის გამოშვება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოქნილი ელემენტია. მისი მეშვეობით წყლის არა მხოლოდ ფორმის, არამედ მდგომარეობის შეცვლა, რაც მის ნისლად გარდაქმნას გულისხმობს, და მისი სიმკვრივის გაზრდაა შესაძლებელი[6]. წყლის გამოშვება განსაკუთრებით კირიგაკურეს შინობისთვისაა დამახასიათებელი. ამ ელემენტის ტექნიკების დამანგრეველი ეფექტი ძირითადად წყლის ზვირთების დიდი ძალით შეჯახებით მიიღწევა, რასაც ადამიანისთვის სასიკვდილო დაზიანებების მიყენება შეუძლია[7][8].

ტობირამა სენჯუ წყლის გამოშვების ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ გამომყენებლადაა მიჩნეული[4].

ურთიერთობა სხვა ელემენტებთანEdit

წყალი ცეცხლზე ძლიერია, რადგან მისი ჩაქრობა შეუძლია, თუმცა მიწაზე სუსტია, რომელიც მასზე გაცილებით მტკიცეა. წყლის გამოშვების ელვასთან შერწყმა ამ უკანასკნელის ეფექტს ზრდის, რადგან წყალი ელექტრობის კარგ გამტარს წარმოადგენს[9]. ქარის გამოშვება წყლის გამოშვების დამანგრეველ ეფექტს ზრდის[10]. წყლის გამოშვება კეკკეი გენკაი ყინულის გამოშვების, ხის გამოშვების, შტორმის გამოშვებისა და დუღილის გამოშვების ერთ-ერთი კომპონენტია. უტაკატას საპნის ბუშტის ნინძიუცუ წყლის გამოშვების სახესხვაობა უნდა იყოს.

სქოლიოEdit

  1. ნარუტო, მე-15 თავი, გვ. 9
  2. ნარუტო, 373-ე თავი, გვ. 11
  3. ნარუტო, 316-ე თავი, გვ. 4
  4. 4.0 4.1 ნარუტო, 120-ე თავი, გვ. 4
  5. ნარუტო, 256-ე თავი, გვ. 3
  6. ნარუტო, 509-ე თავი, გვ. 6
  7. ნარუტო, მე-15 თავი, გვ. 15
  8. ნარუტო, 120-ე თავი, გვ. 5
  9. ნარუტო, 461-ე თავი, გვ. 2
  10. ნარუტო, 337-ე თავი, გვ. 16

Photos

Add a Photo
212photos on this wiki
See all photos >

Recent Wiki Activity

See more >

Around Wikia's network

Random Wiki