Wikia

ნარუტოპედია

ცეცხლის გამოშვება

Talk0
90pages on
this wiki
სასკე უჩიჰა იყენებს დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკას
DevaMKAdded by DevaMK

ცეცხლის გამოშვება (火遁, კატონ) - ხუთი ელემენტის ბუნების გარდასახვიდან ერთ-ერთია. ჩაკრას ეს ბუნება კონოჰაგაკურეს შინობისთვისაა დამახასიათებელი, მისკენ განსაკუთრებით მიდრეკილნი კი უჩიჰას კლანის წარმომადგენლები არიან. ცეცხლის ბუნების გარდასახვის მწვერვალად ამატერასუ მიიჩნევა.

ტიპიური ცეცხლის ტექნიკა პირიდან ცეცხლის გამოშვებას გულისხმობს. ამ დროს ზეგავარვარებული ჩაკრა შინობის მუცელში ყალიბდება და მისი გამოთავისუფლება ფილტვება და პირის მეშვეობით ხდება. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის გამოშვების ეფექტი დენთის[1], ფეთქებადი იარლიყებისა[2] და იარაღში ჩაკრას დინებითაც მიიღწევა[3]. ცეცხლის გამოშვება ძირითადად ვეფხვის ნიშნის გამოყენებით სრულდება.

ურთიერთობა სხვა ელემენტებთანEdit

ცეცხლი ქარზე ძლიერია, ვინაიდან მას ჰაერი კვებავს, თუმცა წყალზე სუსტია, რომელსაც მისი ჩაქრობა შეუძლია. ცეცხლის ელემენტის ქართან ერთად გამოყენება მის ეფექტს იმდენად ზრდის, რომ ზოგჯერ მისით წყლის ელემენტის დაჯაბნაც კია შესაძლებელი[4]. ცეცხლის გამოშვება ლავისა და დუღილის გამოშვების კეკკეი გენკაის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ცეცხლის ასევე კეკკეი ტოტა მტვრის გამოშვების ერთ-ერთი კომპონენტია. სასკე უჩიჰას ალის გამოშვებაც ამ ელემენტს უნდა ეფუძნებოდეს, კონკრეტულად კი ამატერასუს. ცეცხლის გამოშვებისა და ელვის გამოშვების შერწყმა პირველის მიერ კლიმატური პირობების შეცვლის წყალობით უკანასკნელის ეფექტს აძლიერებს, რის შედეგადაც საკმაოდ ძლევამოსილი ძიუცუ წარმოიქმნება[5]. ანიმეს ერთ-ერთ სერიაში ცეცხლი მიწის გამოშვებასთან ერთადაც გამოიყენეს[6].

სქოლიოEdit

  1. ნარუტო, 323-ე თავი, გვ. 14-15
  2. ნარუტო, 447-ე თავი, გვ. 4
  3. ნარუტო, 527-ე თავი, გვ. 3
  4. ნარუტო, 336-ე თავი, გვ. 12
  5. ნარუტო, 391-ე თავი, გვ. 3-5
  6. ნარუტო, 69-ე სერია

Photos

Add a Photo
212photos on this wiki
See all photos >

Recent Wiki Activity

See more >

Around Wikia's network

Random Wiki