ნარუტოპედია Wiki
Advertisement

ჩიდორი ნინძიუცუა, რომელიც კაკაში ჰატაკემ გამოიგონა. მისი გამოყენება მხოლოდ კაკაშისა და სასკე უჩიჰას შეუძლიათ. ჩიდორის გაუმჯობესებული ვარიანტია S-რანგის ძიუცუ რაიკირი. კაკაშიმ სასკეს ჩიდორი ჩუნინთა გამოცდის დროს ასწავლა. მას შემდეგ სასკემ ამ ტექნიკის სხვადასხვა სახეობა გამოიგონა, მათ შორის კირინი, რომლის შესრულება მხოლოდ მას შეუძლია და ისიც ბრძოლაში ერთხელ. რასენგანისგან განსხვავებით, რომელიც ფორმის გარდაქმნის უმაღლეს დონედ არის აღიარებული, ჩიდორი, როგორც ჩანს, მხოლოდ ბუნების გარდაქმნას ეფუძნება და შესაძლოა მის ზენიტად იქნეს მიჩნეული. კატეგორია:ნინძიუცუ

Advertisement