Fandom

ნარუტოპედია

შინობთა გაერთიანებული ძალები

ამ ვიკიში
გვერდია
140
Add New Page
განხილვა0 Share

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

შინობთა გაერთიანებული ძალების სიმბოლო.svg შინობთა გაერთიანებული ძალები
გაერთიანებული ძალები.png
დებიუტი
მანგა თავი 469
ანიმე ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 206-ე სერია
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში
მონაცემები
ამჟამინდელი
ლიდერი
(უზენაესი ლიდერი)
გაარა (მთავარი კომანდირი)
მოწინააღმდეგეები აკაცუკის სიმბოლო.svg აკაცუკი
მადარა უჩიჰა
ამჟამინდელი წევრები

იუაგაკურეს სიმბოლო.svg იუაგაკურე
კირიგაკურეს სიმბოლო.svg კირიგაკურე
კონოჰაგაკურეს სიმბოლო.svg კონოჰაგაკურე
კუმოგაკურეს სიმბოლო.svg კუმოგაკურე
სუნაგაკურეს სიმბოლო.svg სუნაგაკურე
რკინის ქვეყნის სიმბოლო.svg რკინის ქვეყანა

შინობთა გაერთიანებული ძალები (忍連合軍, შინობი რენგოგუნ) ცეცხლის, მიწის, ელვის, წყლისა და ქარის ქვეყნების დამალული სოფლების სამხედრო ძალებისა და რკინის ქვეყნის სამურაიების ერთობლიობას ჰქვია. მისი მიზანი აკაცუკის დამარცხებაა, რომელიც მადარა უჩიჰას მთვარის თვალის გეგმის განხორციელებას ცდილობს.

მას შემდეგ, რაც ტობიმ მეოთხე მსოფლიო ომი დაწყებულად გამოაცხადა,[1] ხუთი დიდებული ქვეყნის კაგეებმა და რკინის ქვეყნის გენერალმა მიფუნემ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს. მოგვიანებით მათი ეს გადაწყვეტილება ხუთმა დაიმიომ მოიწონა. კოალიციის უზენაეს ლიდერად (大権, ტაიკენ) მეოთხე რაიკაგე დაინიშნა.

თავდაპირველად შინობთა გაერთიანებული ძალების მთავარ მიზანს აკაცუკისგან კილერ ბისა და ნარუტო უზუმაკის დაცვა წარმოადგენდა, ვინაიდან ათკუდიანის გაცოცხლებისა და მთვარის თვალის გეგმის განხორციელების მიზნით ტობის მათში ჩაბეჭდილი კუდიანი ურჩხულები სჭირდებოდა.

ალიანსის ყოველი წევრის შუბლსაკრავზე გამოსახულია კანძი "შინობი" (忍), რაც გაერთიანებული ძალების სიმბოლოს წარმოადგენს, რომლის ავტორია მიფუნე.

სქოლიორედაქტირება

  1. ნარუტო, 467-ე თავი, გვ. 16

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი