ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
შიზუნე
შიზუნე
დებიუტი
მანგა 148-ე თავი
ანიმე პირველი ნაწილი: 85-ე სერია
ფილმი ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, ფილმი
ვიდეო
თამაში
Naruto: Ultimate Ninja 2
გამოჩნდა მანგა, ანიმე,ფილმი, ვიდეო თამაში
გახმოვანება
ახმოვანებს კეიკო ნემოტო
მონაცემები
დაბადების
თარიღი
18 ნოემბერი
სქესი ვენერას სიმბოლო მდედრობითი
ასაკი პირველ ნაწილში : 28
მეორე ნაწილში: 31
სიმაღლე 168 სმ
წონა 49.2 კგ
წოდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დივიზიის კაპიტანი
მკურნალი ნინძა
საქმიანობა მეხუთე ჰოკაგეს თანაშემწე
რანგი ჯონინი
გუნდი მე-3 გუნდი (მხოლოდ ანიმეში)

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დივიზია

კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო კონოჰაგაკურე
ოჯახი

დან კატო (ბიძა)

შიზუნე(シズネ) კუნოიჩი კონოჰაგაკურედან. ნიჭიერი მკურნალი ნინძა და მეხუთე ჰოკაგეს თანაშემწე.

ისტორია[]

შიზუნე არის დან კატოს დისწული. მოგვიანებით, ბიძის სიკვდილის შემდეგ, როცა მისმა შეყვარებულმა - ცუნადემ დატოვა კონოჰა ისიც თან გაჰყვა მას, როგორც მისი თანაშემწე და მოწაფე. მათი მეგობრობა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა და შიზუნე თავისი სიცოხლის აზრს ცუნადეზე ზრუნვასა და მისი განსაცდელისგან დაცვაში ხედავს.

ხასიათი[]

შიზუნე ყოველთვის დინჯი, გაწონასწორებული, საღად და პრაქტიკულად მოაზროვნეა. ყოველთვის უღრმავდება საქმის არსსა და დეტალებს, რომლებიც აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილ და გულისთქმას აყოლილ ცუნადეს არცთუ იშვიათად შეუმჩნეველი რჩება. ამის გამო, ხშირად კამათობენ კიდეც და ამ დროს ბუნებით კეთილმა და მშვიდმა შიზუნემ შეიძლება ხასიათის საპირისპირო თვისებებიც გამოავლინოს. კარგად იცნობს რა ცუნადეს ფეთქებად ხასიათს, მისდამი უდიდესი სიყვარულის, რიდისა და ერთგვარი შიშის გამო უმეტესად დათმობაზე მიდის, თუმცა ეს უკანასკნელი მიზეზი ხელს არ უშლის თავგამოდებით დაიცვას თავისი შეხედულებები, როგორც ეს მეხუთე ჰოკაგის მიერ ნარუტოს ერთ-ერთ ყველაზე სარისკო მისიაზე დანიშვნისას მოხდა.

შიზუნე საკმაოდ ენერგიული და მოწესრიგებული პიროვნებაა, ამიტომ უწევს ცუნადეს უპასუხისმგებლობით დაგროვებული დოკუმენტების მოწესრიგება და აუცილებელი ზომების მიღება. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მას ევალება ცუნადეს საყვარელი ცხოველის, გოჭი- ტონტონის მოვლა, რასაც როგორც ჩანს სიამოვნებით ასრულებს.

გარეგნობა[]

შიზუნე ჯონინისა და ყოველდღიურ ტანსაცმელში

შიზუნე ჯონინისა და ყოველდღიურ ტანსაცმელში

შიზუნეს ღია ფერის კანი და შავი თვალები აქვს. მხრებამდე სიგრძის, შუბლის მიდამოში დამოკლებული და ყურებზე გადაწეული სწორი თმა ხაზს უსვამს მის ნაკვთებს. ძირითადად ატარებს მუქ ლურჯ, თეთრზოლიან კიმონოს, რომელიც შეკრული აქვს ასევე თეთრი ფერის ობით. ფეხზე მოღებული, ქუსლიანი სანდლები აცვია. მისიების შესრულებისას იგი სტანდარტულ სამოსს, კონოჰას ჯონინების მწვანე ჟილეტსა და შავ, ზომაზე გრძელმკლავიან პერანგსა და შარვალს ატარებს. როგორც წესი, არ იკეთებს სოფლის სიმბოლოს აღმნიშვნელ შუბლსაკრავს.

შინობთა მეოთხე მსოფლიო ომის დროს, მას თმა შეკრული აქვს, ატარებს შინობთა გაერთიანებული ძალების სიმბოლოს შუბლსაკრავს და მკლავზე შებნეული აქვს ზონარი, რომელიც ომში მის პოზიციაზე მიუთითებს.

შესაძლებლობები[]

როგორც ცუნადეს პირველი მოწაფე, შიზუნე არაჩვეულებრივად უნარიანი კუნოიჩია. ბრძოლაში ავლენს სისწრაფესა და ხასიათის სიმტიცეს, უტევს რა მოწინააღმდეგეს მიზანმიმართულად. ძირითადად მისი საბრძოლო ტექნიკები დაფუძვნებულია მომწამლავი ნივთიერებების ხმარებაზე.ხშირად იყენებს სენბონს. ვინაიდან სრული სიზუსტით აკონტროლებს ჩაკრას, უნაკლოდ ფლობს სამკურნალო ნინძიუცუს, აქედან გამომდინარე შინობთა მეოთხე მსოფლიო ომის დროს ის დაინიშნა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დივიზიის კაპიტნად. დახელოვნებულია ასვე ჩრდილების კლონების და ტრანსფორმაციის ტექნიკებში.[1]

სამედიცინო ნინძიუცუ[]

კონოჰაგაკურეში ცუნადეს შემდეგ, მეორე ყველაზე გამორჩეული ნინძა-მედიკია. ჩინებულად ახდენს ჩაკრას კონტროლს, ფლობს სხვადასხვა რთულ სამკურნალო ტექნიკებს, რომელთა სრული სიზუსტით ფლობა გამოავლინა ნეჯი ჰიუგას მკურნალობისას,[2] როცა ის სასიკვდილოდ იყო დაშავებული კიდომარუსთან ბრძოლის შემდეგ. სამედიცინო ნინძიუცუს ზედმიწევნით ცოდნა გამოავლინა ჯირაიას მიერ დამარცხებული პეინიცხოველის გზის სხეულის აუტოფსიისას, როცა მან და მისმა გუნდმა დაადგინეს გვამში არსებული მეტალის ღეროების ჩაკრას მიმღებლობის უნარი.

შხამებზე დაფუძვნებული ტექნიკები[]

მომწამლავი ნისლის ტექნიკა

მომწამლავი ნისლის ტექნიკა

ვინაიდან შიზუნე მკურნალი ნინძაა, მუდამ ცდილობს ბრძოლისას დისტანციის შენარჩუნებას, რათა არ დაშავდეს და თანაგუნდელის დაჭრის შემთხვევაში მიიღოს სათანადო სამკურნალო ღონისძიებები. აქედან გამომდინარე იდეალურია მომწამლავ ნივთიებებზე დაფუძვნებული ტექნიკების გამოყენება. კაბუტოს წინააღმდეგ ბრძოლისას საკმაო წინდახედულება გამოამჟღავნა. დაშორებული მანძილიდან მოახერხა ოპონენტის გარშემო შეექმნა ტოქსიური გაზის სქელი ღრუბელი, რომლის უმნიშვნელო რაოდენობის თუნდაც ერთხელ შესუნთქვა ფატალური აღმოჩნდებოდა. ასევე ფლობს მოწამლული სენბონების გამოყენების სხვადასხვა მეთოდს. ისვრის მათ როგორც მაჯაზე დამაგრებული სპეციალური სენბონის სასროლი მოწყობილობიდან, ისე პირდაპირ პირიდან. კაკაშის თქმით, სწორედ შიზუნემ შეასწავლა საკურას შხამების გამოყენების ხელოვნება.[3]

პირველი ნაწილი[]

ცუნადეს ძებნა[]

შიზუნეს და კაბუტოს შეტაკება

შიზუნეს და კაბუტოს შეტაკება

ტანზაკუს ქალაქში ციხესიმაგრის სიახლოვეს ცუნადე და შიზუნე წლების შემდეგ პირველად ხვდებიან ოროჩიმარუს. შიზუნე, რომელსაც საკუთარ მოვალეობად მიაჩნია ცუნადეს დაცვა, მოუთმენლობას იჩენს, ვერ ეგუება რა ოროჩიმარუს დამცინავ ტონს, პირველი გადადის შეტევაზე. კაბუტო ცდილობს მის მოგერიებას, გაანეიტრალებს ნასროლ სენბონებს კუნაის მარჯვედ გამოყენებით. შიზუნე მეორედ შეუტევს, მაგრამ ცუნადეს ემორჩილება და შეტევას წყვეტს. კაბუტო აღნიშნავს კიდეც მის სიძლიერესა და მოხერხებულობას, ასევე უკვირს ცუნადეს არანორმალური ძალა და მტკიცე ხასიათი. ოროჩიმარუ ხელების განკურნების სანაცვლოდ ცუნადეს ძმისა და დანის გამოცხლებას სთავაზობს. ვინაიდან განკურნებისთანავე კონოჰას განადგურებას გეგმავდა, შიზუნე შეაშფოთა მეგობრის დუმილმა, რადგან როგორც მისთვის ყველაზე ახლობელმა ადამიანმა იცოდა- ცუნადე ძმისა და დანის სიკვდილს ყველაზე მეტად განიცდიდა.

მოგვიანებით, ისინი ჯირაიას და ნარუტოს ხვდებიან. როცა ჯირაია კონოჰას მრჩევლების შეთავაზებას გააცნობს და აცნობებს მესამე ჰოკაგეს სიკვდილის ამბავს, იგი კატეგორიულ უარს განაცხადებს გახდეს მეხუთე ჰოკაგე, რადგან არ სურს სოფლისათვის თავგანწირვა და უდროოდ სიკვდილი. ეს ფაქტი შიზუნეს დაარწმუნებს, რომ ცუნადემ ოროჩიმარუს დახმარება გადაწყვიტა, ამიტომ მათი შეხვედრის თავიდან ასაცილებლად იგი უკანასკნელ საშუალებას- ძალას გამოიყენებს, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება . მოგვიანებით, შეშფოთებული შიზუნე ჯირაისთან და ნარუტოსთან ერთად სანნინების შეხვედრის ადგილზე მიდის, რომელიც უკვე ბრძოლის ველად არის ქცეული. აქ მას ისევ უწევს შეტაკება კაბუტო იაკუშისთან, რომელიც ადვილად მოიგერიებს მის შეტევებს და ჩაკრას სკალპელის გამოყენებით ფეხის კუნთებს დაუზიანებს. დაშავდება ნარუტოც, ამიტომ ჭრილობის განკურნების შემდეგ ნარუტოს ეხმარება და ბრძოლაში აღარ ერთვება.


სასკეს დაბრუნების მცდელობა[]

შიზუნე და მისი გუნდი

შიზუნე და მისი გუნდი

კონოჰაში დაბრუნებისთანავე ცუნადე ჰოკაგე გახდა.ოროჩიმარუს თავდასხმით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად შიზუნეს მეთაურობით გენმა შირანუი, რაიდო ნამიაში და იუაში ტატამი მისიაზე გაამწესა. დამქანცველი სამუშაოს წარმატებით დასრულებისას კონოჰას ნინძები სოფელში ბრუნდებიან, როდესაც ტყეში უცხო შინობთა ჩაკრას შეიგრძნობენ. რაიდო და გენმა გადასამოწმებლად ჩამოშორდებიან დანარჩენ ორს და ოროჩიმარუს ოთხეულის პირისპირ აღმოჩდებიან, რომელთაც ყუთში ჩაბეჭდილი სასკე მიჰყავთ. კონოჰელებმა მათი შეჩერება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამ შეტაკების შემდეგ შიზუნემ დროული დახმარება აღმოუჩინა დაჭრილებს და სასწრაფოდ სოფელში დაბრუნდენ.

მოგვიანებით, როცა სასკეს დასაბრუნებლად გაგზავნილი გუნდი დაბრუნდა, იგი ხელმძღვანელობდა მედიკების გუნდს, რომელთაც მათთვის სამედიცინო დახმარებისგაწევა ევალებოდათ. ცუნადემ უჯრედების დესტრუქციის საწინააღმდეგო ანტიდოტის გამოყენებით ჩოჯი აკიმიჩი გადაარჩინა, შიზუნემ კი რამდენიმესაათიანი დაძაბული ოპერაციის შემდეგ,სასიკვდილოდ დაშავებული ნეჯი ჰიუგას კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვენა მოახერხა.

მეორე ნაწილი[]

ნარუტოს მეორე სეზონში შიზუნე ხშირად ჩნდება, ძირითადად ცუნადეს გვერდით, როგორც მისი თანაშემწე და მეგობარი.

შიზუნე, ცუნადე და კონოჰას მრჩევლები

შიზუნე, ცუნადე და კონოჰას მრჩევლები

სასორისთან ბრძოლისას საკურამ ოროჩიმარუზე მოპოვებული ინფორმაცია ცუნადეს მოახსენა. მეხუთე ჰოკაგემ გადაწყვიტა კაკაშის გუნდი გაგზავნა ცნობების გადასამოწმებლად. შიზუნე შეაშფოთა ნარუტოს სარისკო მისიაზე გაგზავნის იდეამ, ვინაიდან გაარაზე თავდასხმამ და აკაცუკის წევრებთან ბრძოლამ აშკარა გახადა, რომ გუნდის მიზანი ნარუტოს შეპყრობა იყო, ამიტომ სოფლიდან მისი გამგზავრება საშიში იყო, მითუმეტეს როცა კაკაში ვერ შეძლებდა მათ მეთაურობას ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების გამო. შიზუნეს აზრს იზიარებდა საკურაც და მიუხედევად იმისა, რომ თავისი აზრი ღიად არ დაუფიქსირებია ცუნადემ მაინც შენიშნა მისი სახის გამომეტყველების ცვლილება. შიზუნემ, ვინაიდან თავად ვერ მოახერხა ჰოკაგეს გადარწმუნება საქმეში კონოჰას მრევლები ჩარია. მათაც ურჩიეს არა მარტო არ გაემწესებინა ნარუტო ისეთ მისიებზე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მიდი კონტაქტი აკაცუკისთან, არამედ მინიმუმამდე შეემცირებინა მისთვის დავალებების მიცემა და სოფლიდან მისი გასვლის შესაძლებლობა. ცუნადემ მათი რჩევა არ გაითვალისწინა, თავისი ქმედება გაამართლა იმით, რომ ნარუტოს კონოჰაში გამოკეტვით , რაც მისი ხასიათის გათვალისწინებით პრაქტიკულად განუხორციელებელი იყო, მოსახლეობას აკაცუკის თავდასხმის საფრთხე ემუქრებოდა, ჯინჩურიკის მისიებზე გაგზავნით კი დამნაშავეთა გუნდისთვის რთული იქნებოდა მისი კოორდინატების დადგენა. მან განაცხადა, რომ ნარუტო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ნინძაა, ამიტომ ენდობა მას და გამორიცხავს ყველანაირ საფრთხეს. და მაინც, თუ ცუნადეს გადაწყვეტილებით სოფელს საფრთხე დაემუქრებოდა იგი ყველაფერს გააკეთების მის დასაცავად. ამ სიტყვების შემდეგ ოპონენტებმა შეწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევა და ახალ კაპიტან- იამატოსთან, გუნდის ახლმა წევრმა-საიმ , ნარუტომ და საკურამ დატოვეს კონოჰა.

ანიმეში, აკაცუკისთვის გეგმების ჩასაშლელად საჭირო გახდა სანბის- 3-კუდიანი ურჩხულის ჩაბეჭდვა. ამიტომ შეიქმნა გუნდი, რომელსაც შიზუნე ხელმძღვანელობდა. პროცესის დასაჩქარებლად მან ინო, საკურა და ჰინატა დაიხმარა. მიუხედავად მონდომებისა, გურენისა და მისი დამხმარეების მიერ პროცესი შეჩერებულ იქნა და ჩაბეჭდვა ანბუს წევრებმა განაგრძეს.

ხანგრძლივი კვლევისა და ძიების შემდეგ ჯირაიამ გაარკვია აკაცუკის ლიდერის ადგილსამყოფელი. შიზუნემ ჰოკაგეს შესთავაზა ეს ფაქტი გამოეყენებინათ და დაუყოვნებლივ მოულოდნელად დასხმოდნენ თავს, თუმცა ჯირაიამ გადაწყვიტა მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა, ამისათვის კი ჩუმად შეპარულიყო ამეგაკურეში. იმ დროს, როცა იგი პეინის ექვსი გზის პირისპირ აღმოჩნდა, აღელვებული ცუნადე თანაგუნდელს ოფისში ელოდა. შიზუნე ცდილობდა მის დამშვიდებას, რომ ჯირაია აუცილებლად დაბრუნდებოდა. ცუნადემაც ნაძალადევი ღიმილით აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო არ დაბრუნებულიყო, რადგან მან სანაძლეო მის სიკვდილზე დადო, ის კი სანაძლეოს ყოველთვის აგებს.

File:შიზუნე ცხოველი გზის პეინის აუტოფსიის წარმოებისას.png

შიზუნე ცხოველი გზის პეინის აუტოფსიის წარმოებისას

სამწუხაროდ, ცუნადეს ავი წინათგრძნობა გამართლა და ჯირაია პეინთან ბრძოლისას დაიღუპა. თუმცა მან შეძლო პეინის ერთ-ერთი სხეული კონოჰაში გაეგზავნა, რათა შეძლებოდათ მასზე მეტი ინფორმაციის მოპოვება. შიზუნე დაინიშნა ექსპერტიზაზე მომუშავე გუნდის ხელმძღვანელად. აუტოფსიით დაადგინა, რომ გვამში არსებული პირსინგები და მეტალის მილები ჩაკრას მიმღებლობის ფუნქციას ასრულებდა. ცუნადესთვის ინფორმაციის მიწოდება ანბუს წევრებს დაავალა. ლაბორატორიის დატოვების შემდეგ, იგი ხვდება ინოიჩის, მაგრამ ვერ ასწრებს მისთვის სრული ინფორმაციის გადაცემას. შიზუნე ადამიანის გზამ შეიპყრო და უნიკალური ტექნიკის გამოყენებით, მან წაიკითხა მისი აზრები. გაიგო რა ნარუტოს ადგილსამყოფელის შესახებ, მას სული ამოაცალა და სხეული ადგილზევე დატოვა. მოგვიანებით, ნაგატო ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკის გამოყენებით დაღუპულ კონოჰელებს გააცოცხლებს, მათ შორის შიზუნესაც.

პეინის კონოჰაზე თავდასხმისას, მისი შინრა თენსეისგან ხალხის გადასარჩენად ცუნადემ უზარმაზარი ენერგია დახარჯა, რის გამოც იგი კომაში ჩავარდა. კონოჰაში დახმარების სათხოვნელად ჩამოსულ სამუის შიზუნემ აუხსნა მომხდარის შესახებ და რომ ჰოკაგე ვერ შეძლებდა მისთვის განკუთვნილი წერილების წაკითხვას. შიზუნე შეაშფოთა დანზოს გამოჩენამ და თავის მომავალ ჰოკაგედ გამოცხადებამ. იგი საკურასთან ერთად თავდაუზოგავად უვლიდა ცუნადეს, ამიტომ შეესწრო საკურას რეაქციას,როცა ბანაკში შესულმა საიმ პირდაპირ უთხრა ნარუტოს გრძნობების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ, ცუნადეს მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა და მალე გონს მოვიდა. შიზუნემ ერთ-ერთი შინობი გაგზავნა კონოჰას მჩევლებთან ამ სასიხარულო ამბის საცნობად. ეს სწორედიმ დღეს მოხდა, როცა ახალ ჰოკაგედ კაკაშის დასახელებას აპირებდნენ.

შიზუნე უზომოდ გააბედნიერა ახალმა ამბავმა, იგი დიდხანს იკრავდა გულში გონსმოსულ ცუნადეს და სიხარულისგან ტიროდა კიდეც. მოგვიანებით, როცა ცუნადე ენერგიის აღსადგენად უზომოდ ბევრს იკვებებოდა, იგი გახარებული ადევნებდა თვალს. როცა ცუნადემ კვლავ მოითხოვა საჭმელი, მან მორიდებით უპასუხა, რომ მარაგი იმდროისათვის ამოიწურა. ცუნადე დაჟინებით დააცქერდა მას, რომელმაც შეშინებულმა მაგრად ჩაიხუტა ტონტონი, მაგრამ შვება იგრძნო როცა მის უკან მდგარი კაკაში შენიშნა და მიხვდა, რომ ცუნადეს გამოხედვა ტონტონისკენ არ იყო მიმართული.

მეოთხე მსოფლიო ომი[]

შიზუნე და მისი დივიზიის წევრები

შიზუნე, ტონტონი და მისი დივიზიის წევრები

შინობთა მეოთხე მსოფლიო ომის დროს შიზუნე დაინიშნა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დივიზიის კაპიტნად. მან თავისი დანაყოფი კიდევ ორ ჯგუფად დაყო, რათა უკეთ მოეხერხებინათ დახმარების გაწევა ბრძოლის ველზე დაშავებულთათვის. ღამით, როცა მედიკებისთვის განკუთვნილ ბანაკებში განაწილდენენ, მან თავისი მოვალეობაზე დროებით ორი ჯონინი-მედიკი გაამწესა პაციენტების გასაკურნავად, თვითონ კი ტონტონს აღმოუჩინა დახმარება, რომელსაც მარჯვენა წინა ფეხის მყესი ჰქონდა დაჭიმული- სიმძიმეების ტარების გამო.

ზეცუს კლონის აუტოფსია

შიზუნე და საკურა ლაბორატორიაში. ზეცუს კლონის აუტოფსია

როცა საკურამ გაშიფრა მედიკების შენაერთში შეპარული მტერი, შიზუნემ დაიწყო აუტოფსია მისი იდენტიფიცირებისთვის. დნმ-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ თეთრი ზეცუს გენები კიდევ უფრო მეტად დაახლოვებოდა იამატოს გენომს, ანუ ისინი ჰაშირამასგან იყვნენ წარმოქმნილი. მათი დასკვნით, ისინი იამატოს იყენებდნენ ზეცუს კლონების გასაძლიერებლად, რათა შესძლებოდათ მაკუტონის გამოყენება.[4] მტრის შენიღბვის ასეთმა უნარმა მდგომარეობა დაძაბა. ამიტომ აუცილებელი გახდა დაცვის გაძლიერება. ბრძანებისამებრ, მედიკთა შენაერთში უცხო პირთა შესვლა აიკრძალა. აღნიშნული ინციდენტიდან მეორე დღეს, საკურას და შიზუნეს ბანაკს ორი ივაგაკურეს ნინძა მიუახლოვდა. ერთ-ერთი მძიმედ იყო დაჭრილი, მეორეს გაჭირვებით მოჰყავდა და შველას ითხოვდა მეუღლის გადასარჩენად. დაცვას ეჭვი ეპარებოდა მათ იდენტობაში, ამიტომ არ აძლევდა მიახლოების უფლებას, მანამ სანამ არ დაამტკიცებდნენ თავიან სიმართლეს. ქალი აგრძელებდა ხვეწნას, თავს მათ თვალწინაც მოიკლავდა, თუკი ამით დააჯერებდა. საკურამ დაამშვიდა და ბანაკში იხმო. ნებართვის მიღებისთავავე, თეთრი ზეცუს კლონებმა თავდაპირველი იერი მიიღეს და შეტევაზე გადავიდნენ. ვიდრე შიზუნე დაუცველი საკურას მისაშველებლად გაიწევდა, ნარუტოს კლონმა დაასწრო და რასენგანის გამოყენებით მათი განეიტრალება მოახერხა და საკურა კიდევ ერთხელ გადაარჩინა სიკვდილს.

მოგვიანებით, შიზუნე თავის დივიზიასთან ერთდ მადარას და ტობის წინააღმდეგ მებრძოლთა საშველად გამოჩნდა. მან ბრძოლის ველზე მისვლისთანავე გაის მკურნალობა დაიწყო, მაშინ როცა დივიზიის დანარჩენი წევრები სხვა დაჭრილთა დახმარებას ცდილობდნენ.

სქოლიო[]

  1. ნარუტო, 97-ე სერია
  2. ნარუტო,235-ე თავი, გვ. 9-10
  3. ნარუტო, 485-ე თავი, გვ. 8
  4. ნარუტო,545-ე თავი, გვ. 2
Advertisement