ქარის გამოშვება
Talk0this wiki

Added by DevaMKქარის გამოშვება (風遁, ფუტონ) ხუთი ძირითადი ელემენტის ბუნების გარდასახვიდან ერთ-ერთია. მის შესასრულებლად ჩაკრას მაქსიმალურად გათხელება საჭირო, რათა იგი ბასრი გახდეს. ქარის გამოშვება საკმაოდ იშვიათ ელემენტს წარმოადგენს. მისით ძირითადად ახლო და საშუალო მოქმედების დიაპაზონის შეტევების სრულდება, რაც მსხვერპლის სხეულს ჭრის და ჩეხს. ქარის ტექნიკების შესრულება ძირითადად ჰაერის ცირკულაციის წარმოქმნით ხდება და მათი გაძლიერება ამავე მეთოდის დახვეწითაა შესაძლებელი[1]. ქარის ბუნების ჩაკრას ბასრ იარაღებში გადაცემა მათ უფრო ბასრს ხდის.
ურთიერთობა სხვა ელემენტებთან
Edit
ქარი ელვაზე ძლიერია, რადგან იგი ელექტროობის ბუნებრივ იზოლატორს წარმოადგენს, თუმცა ცეცხლზე სუსტია, რომელსაც ჟანგბადი კვებავს. ქარისა და ცეცხლის ელემენტების შერწყმით ამ უკანასკნელის ეფექტის გაძლიერებაა შესაძლებელი[2], ქარის წყლის გამოშვებასთან შერწყმა კი უკანასკნელის გამანადგურებელ ძალას ზრდის[3]. ქარის ბუნების ჩაკრა კეკკეი გენკაი ყინულის გამოშვების ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. იგი კეკკეი ტოტა მტვრის გამოშვების შემადგენელი ნაწილიცაა.