ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
რასენგანი
რასენგანი
სახელი
კანძი 螺旋丸
ქართული
ასოებით
რასენგან
ქართულად სპირალურად მოძრავი სფერო
დებიუტი
მანგა 150-ე თავი
ანიმე ნარუტო, 86-ე სერია
ფილმი ნარუტო, ფილმი: ნინძათა შეტაკება თოვლის მიწაზე
OVA Finally a clash! Jōnin vs. Genin!! Indiscriminate Grand Melee Tournament Meeting!!
ვიდეო
თამაში
Naruto: Ultimate Ninja 2
გამოჩნდა ანიმე, მანგა, ფილმი, ოვა და ვიდეო თამაში
მონაცემები
კლასიფიკაცია ნინძიუცუ
რანგი A-რანგი
დანიშნულება შემტევი
დაკავშირებული ტექნიკები
წარმოებული ტექნიკები

დიდი ბურთი რასენგანი
დიდი ბურთი სპირალურად მოძრავი სერიული ზონის სფეროები
სენნინის ხელოვნება: დიდი ბურთი რასენგანი
სპირალურად მოძრავი მშთანთქმელი სფერო
უზარმაზარი ბურთი რასენგანი
პლანეტის რასენგანი
სენინის ხელოვნება: მაგნიტის გამოშვების რასენგანი
სპირალურად მოძრავი საბრძოლო სფეროები
კუდიანი ურჩხულის რასენგანი
ტყუპი რასენგანი
სენნინის ტექნიკა: სპირალურად მოძრავი სერიული სფეროები
ძალიან ბევრი სპირალურად მოძრავი სერიული სფერო
სენნინის ხელოვნება: ბევრი უზარმაზარი ბურთი სპირალურად მოძრავი სერიული სფერო
ქარის გამოშვება: რასენგანი
ტაიფუნი წყლის მორევის ტექნიკა
ქარის გამოშვება: რასენშურიკენი

მონათესავე ტექნიკები

კუდიანი ურჩხულის ბურთი

გამომყენებლები
მინატო ნამიკაზე
ჯირაია
ნარუტო უზუმაკი
კაკაში ჰატაკე
კონოჰამარუ სარუტობი

რასენგანი A-რანგის ტექნიკაა, რაც მეოთხე ჰოკაგე მინატო ნამიკაზემ გამოიგონა. მან რასენგანის შექმნას სამი წელი მოანდომა. მინატოს სურდა ჩაკრაფორმის გარდაქმნა „უმაღლეს საფეხურზე“ აეყვანა და შემდეგ ის საკუთარ ელემენტთან დაეკავშირებინა, მაგრამ სანამ ამას გააკეთებდა, იგი გარდაიცვალა.

რასენგანის წარმოქმნას არ სჭირდება ხელის ნიშნების გამოყენება, არამედ მხოლოდ ჩაკრას დაგროვება და მისთვის ფორმის მიცემა. კაკაში ჰატაკე შეეცადა ელვის გამოშვებისა და რასენგანის შეერთებას, რაც მას არ გამოუვიდა. ნარუტო პირველი იყო, ვინც ქარის გამოშვება და რასენგანი ერთ ტექნიკაში გააერთიანა და შექმნა ქარის გამოშვება: რასენგანი. ანიმეში ნარუტოს რასენგანის სროლა შეუძლია.

პირველ ნაწილში ჯირაიამ ნარუტოს ასწავლა, თუ როგორ გამოეყენებინა რასენგანი. სწავლება სამი საფეხურისგან შედგებოდა. მისი წყალობით, ნარუტომ ჩაკრას ერთდროულად მრავალი მიმართულებით ბრუნვა და, პარალელურად, მისთვის ფორმის შენარჩუნება ისწავლა.

როგორც წესი რასენგანის გამოყენება ერთი ხელით ხდება. ნარუტო და კონოჰამარუ სარუტობი რამდენიმე რასენგანის შესაქმნელად ჩრდილის კლონებს იხმარენ.

სახეები[]

დიდი ბურთი რასენგანი

ნარუტო დიდი ბურთი რასენგანით.

თანდათანობით ნარუტომ გააძლიერა თავისი რასენგანი და შექმნა დიდი ბურთი რასენგანი. მოგვიანებით, მან რასენგანს ქარის ბუნება შეურია და მიიღო ქარის გამოშვება: რასენგანი. მას მოჰყვა ქარის გამოშვება: რასენშურიკენი, მაგრამ ამ ტექნიკამ მოწინააღმდეგესთან ერთად ნარუტოს ხელიც დააზიანა. მეოთხე მსოფლიო ომში ცხრაკუდიანის ჩაკრას რეჟიმში ყოფნისას ნარუტომ გამოიყენა ჩაკრას ხელები და შექმნა რასენგანის ახალი სახეობა - კუდიანი ურჩხულის რასენგანი.

Advertisement