ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
უზუმაკის კლანი
უზუშიოგაკურეს სიმბოლო
დებიუტი
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში და ფილმი
მონაცემები
კუთვნილება უზუშიოგაკურეს სიმბოლო უზუშიოგაკურე
ცნობილი წევრები

ნარუტო უზუმაკი
კუშინა უზუმაკი
ნაგატო უზუმაკი
მიტო უზუმაკი
კარინი
ნაგატოს მშობლები
უზუმაკის კლანის ლიდერი

ძიუცუ

მკვდარი დემონის შთანთქმის ბეჭედი
მკვდარი დემონის შთანთქმის ბეჭედი: გამოშვება
რვა ტრიგრამის ჩაბეჭდვის სტილი
ოთხი სიმბოლოს ბეჭედი
უზუმაკის ჩაბეჭდვის ტექნიკა

უზუმაკის კლანი (うずまき一族, უზუმაკი იჩიზოკუ) უზუშიოგაკურეს მოწინავე კლანი იყო, რომელიც კონოჰაგაკურესენჯუს კლანს ენათესავებოდა, რის გამოც მათ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. ორ სოფელს შორის არსებული მეგობრობის ნიშნად კონოჰას შინობების ფორმაზე უზუშიოგაკურეს სიმბოლოა გამოსახული.

მიმოხილვა[]

უზუმაკის კლანის ჩაბეჭდვის ტექნიკა

უზუმაკის კლანის ფუინძიუცუ

უზუმაკის კლანის წევრები ძლიერ იყვნენ დახელოვნებულები ფუინძიუცუში. განსაცვიფრებელი შესაძლებლობების გამო მათ ყველგან პატივს სცემდნენ და მათი ეშინოდათ კიდეც. მიუხედავად ამისა, შინობთა მსოფლიო ომების პერიოდში უზუშიოგაკურე განადგურდა და მორევების ქვეყანამაც შეწყვიტა არსებობა. გადარჩენილმა მაცხოვრებლებმა სამშობლო დატოვეს და სხვადასხვა ქვეყანაში მიმოიფანტნენ. მათგან ზოგიერთი კონოჰაშიც დასახლდა, მათ შორის იყვნენ მიტო და კუშინა.

უზუმაკის კლანის წევრები გასაოცრად დღეგრძელნი და სიცოცხლით სავსენი იყვნენ. მაგალითად, მიტო, რომელიც კონოჰას დაარსებამდე დიდი ხნით ადრე დაიბადა, მესამე ჰოკაგეს მმართველობის პერიოდშიც ცოცხალი იყო, კუშინა კი ცოცხალი გადაურჩა კუდიანი ურჩხულის ამოცლის პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი მშობიარობის შემდეგ მოხდა, როდესაც იგი ძლიერ დასუსტებული იყო.

წვრილმანები[]

  • უზუმაკის კლანის მიერ შექმნილი ყველა ფუინძიუცუს ცენტრში ამ კლანის სიმბოლოა.
  • კურამას ყველა ჯინჩურიკი უზუმაკის კლანის წევრი იყო.
  • წითელი თმა უზუმაკის კლანის წევრთა მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.
Advertisement