ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
სუსანოო
იტაჩის სუსანოო
სახელი
კანძი 須佐能乎
ქართული
ასოებით
სუსანოო
ქართულად ვისაც შეუძლია დაგეხმაროს ყველა საშუალებით
დებიუტი
მანგა თავი 391
ანიმე ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 138-ე სერია
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Heroes 3
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში
მონაცემები
კლასიფიკაცია ნინძიუცუ, დოძიუცუ
დანიშნულება შემტევი, დამცავი
დაკავშირებული ტექნიკები
წარმოებული ტექნიკები

იასაკა მაგატამა

გამომყენებლები
იტაჩი უჩიჰა
მადარა უჩიჰა
სასკე უჩიჰა
ინდრა ოცუცუკი
კაკაში ჰატაკე
შისუი უჩიჰა

სუსანოო დოძიუცუა, რომლის შესრულება მხოლოდ ორივე მანგეკიო შარინგანის მფლობელს შეუძლია. ის წარმოქმნის არახორციელ, გიგანტურ, ჰუმანოიდ არსებას შემსრულებლის გარშემო, რომელიც მას მართავს. ერთი მხრივ, სუსანოო მფარველი ძალაა, რომელიც შინობს შეტევებისგან იცავს, მეორე მხრივ კი ის მის სასიცოცხლო ენერგიას შთანთქავს და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ზიანს აყენებს მის სხეულს.[1] მხოლოდ დახელოვნებულ შინობს შეუძლია დაძლიოს ტექნიკის ეს გვერდითი ეფექტი, რის შემდეგაც მისი ერთადერთი საზრუნავი ჩაკრას საკმარისი მარაგი ხდება. სუსანოო მანგეკიო შარინგანის მფლობელთა ერთ-ერთ უძლიერეს ტექნიკას წარმოადგენს.

მიმოხილვა[]

გარეგნულად სუსანოო მეომარს წააგავს. მისი ყველა ცნობილი ვარიანტი ხმალს იყენებს. სასკე უჩიჰას სუსანოო მშვილდ-ისარსაც ხმარობს.

სასკეს განმარტებით, სუსანოო მესამე ძალაა, რაც იმას ებოძება, ვინც „ორმაგ მანგეკიოს“ (ダブル万華鏡, დაბურუ მანგეკიო) მოიპოვებს.[2] ობიტო უჩიჰა ამტკიცებდა, რომ წყვილი შარინგანი, რომელსაც სუსანოოს გააქტიურება შეეძლო, იშვიათობას წარმოადგენდა.[3] ვინაიდან სუსანოო ჩაკრას მატერიალიზაციის შედეგად წარმოიქმნება, მისი შესაძლებლობები, გარეგნობა და ფერი ყველა შინობისათვის ინდივიდუალურია. გამომყენებელი თავისუფლად მოძრაობს სუსანოოს შიგნით. ამ დროს მას ლევიტაციაც შეუძლია.[4] მას ასევე ძალუძს გამოვიდეს სუსანოოს სხეულიდან ისე, რომ შეინარჩუნოს ტექნიკა.[5] გარდა ამისა, შემსრულებლის ნებართვით მესამე პირებსაც შეუძლიათ სუსანოში შესვლა.[6] თუმცა სუსანოო გარე შემოტევებისგან დამცავ ფარს წარმოადგენს, ყველაფერი, რაც მისი შიგნიდან გამოდის, თავისუფლად გადის მის გარსში.[7][8] დაზიანებული ან განადგურებული სუსანოოს აღდგენა მარტივადაა შესაძლებელი, თუ შემსრულებელი ფიზიკურად სათანადო ფორმაშია.

ზოგიერთ შინობს შეუძლია შექმნას და შეინარჩუნოს სუსანოო მანგეკიო შარინგანის გააქტიურების გარეშე[9][10][11] ან სულაც ჩვეულებრივი შარინგანით.[12] მადარა უჩიჰამ ეს ტექნიკა თვალების არქონის დროსაც გამოიყენა.[13] ტექნიკის შენარჩუნება, როგორც ჩანს, მისი გამომყენებლის ზოგიერთ ფუნქციას ზღუდავს, მაგალითად, მოძრაობას.[14]

განვითარება[]

როგორც სასკეს შემთხვევაში გამოჩნდა, სუსანოოს აქვს განვითარების რამდენიმე ეტაპი. გამოცდილი გამომყენებლები თანდათან ავითარებენ სუსანოოს, ან სურვილისამებრ წყვეტენ მის დახვეწას სუსანოოს მოცილებით. ყველაზე დაბალ საფეხურზე, გამომყენებლის გარშემო ჩანს მხოლოდ სუსანოოს ჩონჩხისებრი სტრუქტურის ნაწილი, კერძოდ ნეკნები ძირითადი თავდაცვისთვის[15] ან მკლავი,[16] გარშემომყოფებთან ურთიერთქმედებისათვის. როცა ჩამოყალიბდება სრული ჩონჩხი კუნთებით და კანით, სუსანოო ჰუმანოიდის ფორმას იძენს. განვითარების ამ ადრეულ ეტაპებზე მატერიალიზდება მხოლოდ სუსანოოს ზედა ნაწილი, ხოლო ფეხები იკვეთება მის სრულ ჰუმანოიდურ ფორმაში, რომლის მიღწევაც ყველა გამომყენებელს არ შეუძლია.

სუსანოოს შემდეგ სტადიაზე უჩნდება იამაბუშის მსგავსი აბჯარი დამატებითი თავდაცვისთვის. ფინალურ ფაზაში, გამომყენებლები ახდენენ ჩაკრის სტაბილიზებას სუსანოოს გარშემო, რაც იწვევს სუსანოოს კოლოსალური ფორმის წარმოქმნას, სახელწოდებით სრული სხეული — სუსანოო (完成体 須佐能乎, კანსეიტაი — სუსანოოვიზ:სრულყოფილი სუსანოო),[17] რომელსაც აქვს ტენგუს მსგავსი ცხვირი, ფრთები ფრენისთვის, შემოსილია მანტიით და მდიდრულად მორთული აბჯრით. სუსანოოს ამ ფორმის ძალა თავისუფლად ედრება კუდიანი ურჩხულებისას და შეუძლია მარტივად დიდი მთების და პატარა პლანეტოიდების განადგურება. დახელოვნებულ გამომყენებლებს შეუძლიათ საკუთარი ტექნიკების გამოყენება სუსანოოს ამ ფორმის სახით[18], ისევე, როგორც კურამას გარშემო მისი შემოფარგვლა, რაც აუმჯობესებს ცხრაკუდას თავდაცვით და თავდასხმით შესაძლებლობებს.

გამომყენებლებს ასევე შეუძლიათ სხვა წყაროდან მიღებული ჩაკრას არევა სუსანოოში. სასკემ გამოიყენა ჯუგოს სენნინის ტრანსფორმაცია, რითაც შექმნა "სენძიუცუ სუსანოო" (仙術須佐能乎, სიტყვასიტყვით ნიშნავს: სენნინის ტექნიკა: სუსანოო), რომელსაც აქვს ზეცის დაწყევლილი ბეჭდის დამახასიათებელი ნიშნები მთელ სხეულზე.[19] მან მოგვიანებით ცხრა კუდიანი ურჩხულის ჩაკრა მოათავსა სუსანოოში, რამაც რადიკალურად გააუმჯობესა სუსანოოს ძალა და გამოიწვია ელექტროობის გამოსხივება მისი ზურგიდან.[20]

სისუსტე[]

სასკეს განმარტებით, ტექნიკის გამოყენებისას მას სხეულის ყველა უჯრედი სტკიოდა.[21] გარდა იმისა, რომ ამ დროს თვალები დაძაბულია, სუსანოო ჩაკრას ძალიან დიდ რაოდენობას მოიხმარს. შესაძლებელია შინობის იძულებით გამოყვანა სუსანოოდან, როგორც ეს გაარამ გააკეთა მადარასთან ბრძოლისას.[22] როგორც ჩანს, სუსანოოს არ შეუძლია დაიცვას პირი ისეთი შეტევებისგან, რაც ფიზიკურ ზიანს არ აყენებს. ასეთია: სენნინის ხელოვნება: თეთრი მრისხანების ტექნიკა,[23] დემონური ფლეიტა: აჩრდილი ხმის ჯაჭვები[24] და ხის გამოშვება: აყვავებული ხეების სამყაროს გამოჩენა,[25] რომლებიც ართულებს ტექნიკის შენარჩუნებას. დაზიანებული სუსანოოს აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მისი მომდევნო ფაზაში გადაყვანით (გაძლიერებით) ან მისი ხელახლა წარმოქმნით, რაც გამომყენებელს დროებით დაუცველს ტოვებს. საკმარისად ძლიერ დარტყმას შეუძლია დააზიანოს სუსანოო, განსაკუთრებით მისი განვითარების ადრეულ ფაზებში, რის შემდეგაც ტექნიკა ქრება და გამომყენებელი იოლი სამიზნე ხდება.[26]

სქოლიო[]

  1. მესამე მეგზური. გვ. 274-275
  2. ნარუტო, თავი 464, გვ. 16
  3. ნარუტო, თავი 467, გვ. 9
  4. ნარუტო, თავი 589, გვ. 2
  5. ნარუტო, თავი 552, გვ. 1-2
  6. ნარუტო, თავი 647, გვ. 14
  7. ნარუტო, თავი 477, გვ. 6
  8. ნარუტო, თავი 479, გვ. 9
  9. ნარუტო, თავი 560, გვ. 14-15
  10. ნარუტო, თავი 670, გვ. 16-17
  11. ნარუტო, თავი 678, გვ. 3
  12. ნარუტო, თავი 392
  13. ნარუტო, თავი 658, გვ. 10
  14. ნარუტო, თავი 582, გვ. 3
  15. ნარუტო, თავი 543, გვერდი 6
  16. ნარუტო, თავი 476, გვერდი 13-14
  17. მეოთხე მეგზური, გვერდი 245
  18. ნარუტო, თავი 695, გვერდი 13-15
  19. ნარუტო, თავი 648, გვერდი 4
  20. ნარუტო თავი 696, გვერდი 11
  21. ნარუტო, თავი 466, გვ. 5
  22. ნარუტო, თავი 560, გვ. 12-13
  23. ნარუტო, თავი 580, გვ. 3-4
  24. ნარუტო, თავი 585, გვ. 8-9
  25. ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 368-ე სერია
  26. ნარუტო, თავი 479, გვ. 9-10
Advertisement