ნარუტოპედია Wiki
Advertisement
დამწვრობის გამოშვება: სინათლისა და შავი ისრის მბრუნავი გრიგალი
სინათლისა და შავი ისრის მბრუნავი გრიგალი
სახელი
კანძი 灼遁・光輪疾風漆黒矢零式
ქართული
ასოებით
შაკუტონ: კორინ შიპპუ შიკკოკუ ნო ია ზეროშიკი
ქართულად დამწვრობის გამოშვება: სინათლისა და შავი ისრის მბრუნავი გრიგალი
დებიუტი
მანგა თავი 634
გამოჩნდა მანგა
მონაცემები
კლასიფიკაცია ნინძიუცუ, დოძიუცუ, კონბიძიუცუ
ბუნება ქარის ბუნების სიმბოლო ქარის გამოშვება
ალის ბუნების სიმბოლო ალის გამოშვება
დანიშნულება შემტევი
დაკავშირებული ტექნიკები
მშობელი ტექნიკა

ქარის გამოშვება: უზარმაზარი ბურთი რასენშურიკენი
ალის გამოშვება: სუსანოოს კაგუცუჩი

გამომყენებლები
ნარუტო უზუმაკი (სასკე უჩიჰას დახმარებით)
სასკე უჩიჰა (ნარუტო უზუმაკის დახმარებით)

ვინაიდან ქარი ერთადერთი ელემენტია, რომელიც ცეცხლს აძლიერებს[1], ნარუტო უზუმაკის ქარის გამოშვება: უზარმაზარი ბურთი რასენშურიკენისა და სასკე უჩიჰაალის გამოშვება: სუსანოოს კაგუცუჩის გაერთიანებით შავი ცეცხლის უზარმაზარი მბრუნავი მასა მიიღება, რაც სამიზნეს ამატერასუს ალში ხვევს.

სახელი[]

ტექნიკის სახელწოდების მიუხედავად დამწვრობის გამოშვებას არც ნარუტო ფლობს და არც სასკე. შესაძლოა, დამწვრობის გამოშვებას ცეცხლისა და ქარის ბუნებათა ურთიერთმოქმედება წარმოქნის და ასეთი სახელი ტექნიკას სწორედ ამის გამო ეწოდა.

წვრილმანები[]

  • ტექნიკის სახელი მინატო ნამიკაზემ გამოიგონა, თუმცა მან იქვე შენიშნა, რომ ის არც ისე კარგად ჟღერდა.
  • ტობირამა სენჯუმ განაცხადა, რომ ასეთი კაგუცუჩი მას არასდროს უნახავს. მისი თქმით, ძიუცუს ორივე მშობელ ტექნიკაში ჩაკრას ერთი და იგივე რაოდენობა იყო გამოყენებული, რაც, მისი აზრით, გამოცდილი დუეტისთვისაც კი ძნელად შესასრულებელი იქნებოდა.

სქოლიო[]

  1. ნარუტო, 634-ე თავი, გვ. 13
Advertisement