Wikia

ნარუტოპედია

სასკე უჩიჰა

განხილვა0
ამ ვიკიში
გვერდია
121
სასკე უჩიჰა
სასკე.png
დებიუტი
მანგა მე-3 თავი
ანიმე ნარუტო, 1-ლი სერია
ფილმი ნარუტო, ფილმი: ნინძათა შეტაკება თოვლის მიწაზე
OVA იპოვე ოთხფურცლიანი წითელი სამყურა!
ვიდეო
თამაში
Naruto: Clash of Ninja
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ფილმი, ოვა, ვიდეო თამაში
გახმოვანება
ახმოვანებს ნორიაკი სუგიიამა
მონაცემები
დაბადების
თარიღი
23 ივლისი
სქესი მარსის სიმბოლო.svg მამრობითი
ასაკი 1-ლი ნაწილი: 12-13
მე-2 ნაწილი: 16
სიმაღლე 1-ლი ნაწილი: 150.8-153.2 სმ.
მე-2 ნაწილი: 168 სმ.
წონა 1-ლი ნაწილი: 42.2-43.5 კგ.
მე-2 ნაწილი: 52.2 კგ.
წოდება გაქცეული ნინძა
რანგი 1-ლი ნაწილი: გენინი
გუნდი კაკაშის გუნდი
ტაკა
აკაცუკის სიმბოლო.svg აკაცუკი
კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო.svg კონოჰაგაკურე
ოტოგაკურეს სიმბოლო.svg ოტოგაკურე
კლანი უჩიჰას სიმბოლო.svg უჩიჰა
დოძიუცუ შარინგანი.svg შარინგანი
იტაჩის მუდმივი მანგეკიო.svg მუდმივი მანგეკიო შარინგანი
კეკკეი
გენკაი
ალის ბუნების სიმბოლო.svg ალის გამოშვება
ოჯახი

ფუგაკუ უჩიჰა (მამა)
მიკოტო უჩიჰა (დედა)
იტაჩი უჩიჰა (ძმა)

ბუნების ტიპი

ცეცხლის ბუნების სიმბოლო.svg ცეცხლის გამოშვება
ელვის ბუნების სიმბოლო.svg ელვის გამოშვება
ალის ბუნების სიმბოლო.svg ალის გამოშვება

სასკე უჩიჰა (うちはサスケ, უჩიჰა სასკე) სერიების ერთ-ერთი მთავარი გმირია. წარმოშობით იგი კონოჰაგაკურეს უჩიჰას კლანიდანაა. ნარუტო უზუმაკისა და საკურა ჰარუნოსთან ერთად სასკე კაკაში ჰატაკეს გუნდი 7-ის წევრი იყო.

როდესაც სასკე ბავშვი იყო, მისმა ძმამ, იტაჩი უჩიჰამ თავისი კლანი და, მათ შორის, მშობლები დახოცა. ცოცხალი მან მხოლოდ სასკე დატოვა. სერიების 1-ლ ნაწილში სასკეს მთავარი მიზანი იტაჩის მოკვლაა, რისთვისაც იგი სოფლიდან გაიქცევა და ოროჩიმარუს შეეკვრება. მე-2 ნაწილში სასკე გაქცეული ნინძაა, რომელიც იტაჩის სიკვდილის შემდეგ შეიტყობს რა მის ნამდვილ ზრახვებს, შურისძიებას კონოჰაზე გადაწყვეტს. იგი საკუთარ გუნდს, ტაკას შექმნის, რაც მოგვიანებით ობიტო უჩიჰას აკაცუკის შეუერთდება. შურისძიების წყურვილი სასკეს იმდენად დააბრმავებს, რომ იგი თავისი ყოფილი თანაგუნდელებისა და მეგობრების მოკვლას შეეცდება და ტაკას ერთ-ერთ წევრს, კარინს სასიკვდილოდ გაიმეტებს. მეოთხე მსოფლიო ომში სასკე აკაცუკის მხარეს დაიჭერს, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი ოროჩიმარუს მიერ გაცოცხლებულ ჰაშირამა სენჯუს დაელაპარაკება, გააცნობიერებს, რომ თავისი ძმისა და სოფლის ტყუილუბრალოდ დაკარგვა არ შეუძლია და მადარა უჩიჰას წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართება.

სასკე ერთ-ერთია უჩიჰას კლანის ორ უკანასკნელ წარმომადგენელს შორის.

მონაწილეობა სერიებშირედაქტირება

პირველი ნაწილირედაქტირება

სასკე1.jpeg

სასკე პირველ ნაწილში

სასკეს პირველი ძიუცუ ცეცხლის გამოშვება: დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკა იყო, რაც მას მამამ - ფუგაკუ უჩიჰამ ასწავლა. სასკეს ბავშვობაში მისმა ძმამ, იტაჩი უჩიჰამ მათი კლანის ყოველი წევრი დახოცა. მან მხოლოდ სასკე დაინდო, რომელმაც დაიფიცა, რომ მასზე შურს იძიებდა.

როდესაც სასკე გენინი გახდა, ნარუტო უზუმაკისა და საკურა ჰარუნოსთან ერთად იგი კაკაში ჰატაკეს გუნდში მოხვდა. ჩუნინების გამოცდის დროს სასკე ოროჩიმარუს შეხვდა, რომელმაც მას კისერზე ზეცის დაწყევლილი ბეჭედი დაასვა. ოროჩიმარუ სასკეს სხეულში ჩასახლებასა და, ამგვარად, მისი შარინგანის მოპოვებას გეგმავდა. ბეჭედმა სასკეს დიდი ძალა შესძინა, თუმცა მას მისი მართვა უჭირდა. კაკაშიმ დაწყევლილ ნიშანზე ბოროტების ჩაბეჭდვის მეთოდი გამოიყენა, რამაც სასკეზე მისი ზეგავლენა ცოტათი შეასუსტა. ჩუნინების მესამე გამოცდისთვის მზადებისას კაკაშიმ სასკეს ჩიდორი ასწავლა, რომელიც შემდეგში სასკემ განავითარა.

როდესაც იტაჩი კონოჰაში ნარუტოს დასაჭერად მივიდა, სასკემ მას მცირედი წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია. იგი მიხვდა, რომ სოფელში ყოფნით იტაჩის ვერ დაამარცხებდა, რის გამოც მან კონოჰა დატოვა და გასაძლიერებლად ოროჩიმარუსთან წავიდა. წასვლის წინ ნარუტო მის შეჩერებას შეეცადა და ისინი ერთმანეთს შეებრძოლნენ კიდეც, თუმცა სასკემ იგი დაამარცხა.

მეორე ნაწილირედაქტირება

3 წლის შემდეგ, როდესაც ოროჩიმარუს სასკეს სხეული დასჭირდა, სასკე მას შეებრძოლა და მოკლა. ოროჩიმარუს ქვეშევრდომთაგან (სუიგეცუ, კარინი, ჯუგო) მან საკუთარი გუნდი შექმნა და ძმის ძებნა დაიწყო. მან აკაცუკის წევრი დეიდარა მოკლა, მოგვიანებით კი იტაჩის შეებრძოლა. სასკემ ძმისთვის მედგარი წინააღმდეგობის გაწევა შეძლო და იგი სიკვდილის პირამდე მიიყვანა. იტაჩი ბრძოლაში უცნობი დაავადებით დაიღუპა, სასკემ კი მანგეკიო შარინგანი მოიპოვა. ძმის დამარცხების შემდეგ სასკეს ტობი შეხვდა, რომელმაც მას უამბო, რომ იტაჩიმ საკუთარი კლანი კონოჰას უხუცესების დავალებით ამოხოცა, რის გამოც სასკემ კონოჰას განადგურება გადაწყვიტა. იგი აკაცუკის შეეკვრა, თუმცა ორგანიზაციის მიზნები არ აინტერესებდა. მოგვიანებით სასკეს გუნდი კილერ ბის შესაპყრობად გაგზავნეს. ამატერასუს წყალობით სასკემ მოწინააღმდეგე დაამარცხა, თუმცა რვაკუდიანის ნაცვლად აკაცუკის მისი საცეცი მიუტანა. მოგვიანებით იგი კაგეების სამიტზე შეიჭრა და რაიკაგეს, მიზუკაგესა და ცუჩიკაგეს შეებრძოლა. იტაჩის გამო შურისსაძიებლად მან დანზო შიმურა მოკლა, რომელიც იმ დროს ჰოკაგეს მოვალეობას ასრულებდა. დანზოსთან ბრძოლის შემდეგ, მანგეკიო შარინგანის ხშირი გამოყენების გამო, სასკემ მხედველობა თითქმის მთლიანად დაკარგა. მეოთხე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, აკაცუკის დახმარებით, მან იტაჩის თვალები გადაინერგა და, ამგვარად, მარადიული მანგეკიო შარინგანი შეიძინა.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი