Wikia

ნარუტოპედია

ნინძიუცუ

განხილვა0
113ამ ვიკიში
გვერდია
დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკა ნინძიუცუს წარმოადგენს.
DevaMKAdded by DevaMK

ნინძიუცუ (忍術, ქართ. „ნინძას ტექნიკა“) ჩაკრაზე დაფუძნებული ისეთი ტექნიკაა, რომლის შესრულება ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია და რომელსაც რეალური ეფექტი აქვს, განსხვავებით გენძიუცუსგან, რაც ილუზიას წარმოადგენს. ნინძიუცუები ერთმანეთისგან სიძლიერითა და დანიშნულებით განსხვავდებიან: ზოგი შეტევის, ზოგი თავდაცვის, ზოგი გარდასახვის ან განკურნების მიზნით გამოიყენება.

ყოველი ნინძიუცუ ბუნების გარდაქმნის მართვის შედეგად სრულდება. მის შესასრულებლად ხშირად ხელის ნიშნები გამოიყენება, თუმცა ზოგიერთი ტექნიკის გამოსაყენებლად დახელოვნებულ შინობს ისინი შესაძლოა არც დასჭირდეს. ნინძიუცუს ტაიძიუცუსთან შერწყმას ნინტაიძიუცუ ჰქვია, თუმცა ეს ტერმინი მხოლოდ მესამე და მეოთხე რაიკაგეების ბრძოლის სტილს მოიცავს.

ნინძიუცუს შესრულება ჩაკრას ორნაირად გარდაქმნას მოითხოვს:

მიჩნეულია, რომ ექვსი გზის განდეგილი პირველი იყო, რომელიც ჩაკრას საიდუმლოებებს ჩასწვდა. იგი მსოფლიოში დამოგზაურობდა და ხალხს თავის ცოდნას უზიარებდა, რასაც ნინშუს უწოდებდა, რადგან სჯეროდა, რომ ადამიანებს იგი საკუთარი თავისა და სხვების უკეთ შეცნობაში დაეხმარებოდა, რაც მსოფლიოს მშვიდობის ერას მოუტანდა. თანდათანობით ნინშუ საბრძოლო ხელოვნებად გარდაიქმნა და ნინძიუცუს სახელით გახდა ცნობილი.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი