ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
ნარუტო უზუმაკი
ნარუტო მეორე ნაწილი
სხვა
სახელები
წინასწარმეტყველების ბავშვი (予言の子, იოგენ ნო კო)[1]
ამ მსოფლიოს მხსნელი (この世の救世主, კონო იო ნო კიუსეიშუ)[1]
დამალული ფოთლის გმირი (木ノ葉隠れの英雄, კონოჰაგაკურე ნო ეიიუ)[2]
მეშვიდე ჰოკაგე (七代目火影, ნანადაიმე ჰოკაგე)[3]
დებიუტი
მანგა 1-ლი თავი
ანიმე ნარუტო, 1-ლი სერია
ფილმი ნარუტო, ფილმი: ნინძათა შეტაკება თოვლის მიწაზე
OVA იპოვე ოთხფურცლიანი წითელი სამყურა!
ვიდეო
თამაში
Naruto: Konoha Ninpōchō
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ნოველა, ვიდეო თამაში, ფილმი
გახმოვანება
ახმოვანებს ჯუნკო ტაკეუჩი
ემა კოგურე (სექსუალური ტექნიკა)
მონაცემები
დაბადების
თარიღი
10 ოქტომბერი
სქესი მარსის სიმბოლო მამრობითი
ასაკი I ნაწილი:12-13
II ნაწილი: 15-17
სიმაღლე I ნაწილი: 145.3-147.5 სმ.
II ნაწილი: 166 სმ.
წონა I ნაწილი: 40.1-40.6 კგ.
II ნაწილი: 50.9 კგ.
წოდება ჯინჩურიკი
სენნინი
სენსორის ტიპი
საქმიანობა ჰოკაგე
რანგი I ნაწილი: გენინი
გაიდენი: კაგე
გუნდი ძირითადი გუნდები:
კაკაშის გუნდი (მე-7 გუნდი)
იამატოს გუნდი
კონოჰა 11
კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო კონოჰაგაკურე
მიობოკუს მთის სიმბოლო მიობოკუს მთა
შინობთა გაერთიანებული ძალების სიმბოლო შინობთა გაერთიანებული ძალები
კლანი უზუშიოგაკურეს სიმბოლო უზუმაკი
ჯინჩურიკი კურამა, შუკაკუ, მატატაბი, ისობუ, სონ გოკუ, კოკუო, საიკენი, ჩომეი, გიუკი
კეკკეი
გენკაი
ლავის ბუნების სიმბოლო ლავის გამოშვება
მაგნიტის ბუნების სიმბოლო მაგნიტის გამოშვება
დუღილის ბუნების სიმბოლო დუღილის გამოშვება
ოჯახი

მინატო ნამიკაზე (მამა)
კუშინა უზუმაკი (დედა)
ჰინატა უზუმაკი (ცოლი)
ბორუტო უზუმაკი (ვაჟი)
ჰიმაუარი უზუმაკი (ქალიშვილი)
ჯირაია (ნათლია)

ბუნების ტიპი

ქარის ბუნების სიმბოლო ქარის გამოშვება
ელვის ბუნების სიმბოლო ელვის გამოშვება
მიწის ბუნების სიმბოლო მიწის გამოშვება
წყლის ბუნების სიმბოლო წყლის გამოშვება
ცეცხლის ბუნების სიმბოლო ცეცხლის გამოშვება
ლავის ბუნების სიმბოლო ლავის გამოშვება
მაგნიტის ბუნების სიმბოლო მაგნიტის გამოშვება
დუღილის ბუნების სიმბოლო დუღილის გამოშვება
ინის ბუნების სიმბოლო ინის გამოშვება
იანის ბუნების სიმბოლო იანის გამოშვება
ინ-იანის ბუნების სიმბოლო ინ-იანის გამოშვება

ნარუტო უზუმაკი (うずまき ナルト, უზუმაკი ნარუტო) კონოჰაგაკურელი შინობია, რომელიც სერიების გმირსა და პროტაგონისტს წარმოადგენს. იგი მეოთხე ჰოკაგე მინატო ნამიკაზესა და კუშინა უზუმაკის შვილია. ნარუტოს ნათლია და სენსეი ჯირაია იყო. შინობთა მეოთხე მსოფლიო ომის შემდეგ ნარუტო მეშვიდე ჰოკაგე (七代目火影, ნანადაიმე ჰოკაგე) გახდა.

წარსულში ნარუტო თანასოფლელებს სძულდათ, რადგან მასში ცხრაკუდიანი ურჩხული იყო ჩაბეჭდილი, რომელიც კონოჰას განადგურებას შეეცადა. საზოგადოების სიმპათიის მოსაპოვებლად ნარუტომ ბავშვობაშივე გადაწყვიტა ჰოკაგედ გახდომა, რაც მისი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა. მეგობრული, მზრუნველი და შეუდრეკელი ბუნების ქონის გამო მან კონოჰასა და სხვა სოფლებში ბევრი მეგობარი გაიჩინა, პეინის დამარცხების შემდეგ კი თანასოფლელთა სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა.

თანდათანობით ნარუტოს ოცნებამ ტრანსფორმაცია განიცადა და ჰოკაგეს ტიტულის მოპოვების გარდა მან მსოფლიოში დასადგურებული სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაც დაისახა მიზნად. დიდი ძალისხმევის შედეგად მან გაზარდა თავის შესაძლებლობათა არეალი და სახელი კონოჰას ფარგლებს გარეთაც გაითქვა. მეოთხე მსოფლიო ომის მოგების შემდეგ, რაშიც გადამწყვეტი როლი ნარუტომ ითამაშა, მან შეძლო თავისი ოცნების ახდენა და მეშვიდე ჰოკაგე გახდა.

თუმცა ერთი შეხედვით ნარუტო „მარტივ და სულელ“ პერსონაჟადაა წარმოჩენილი, იგი იდეალური გმირის ყველა ნიშან-თვისებას ფლობს. მასაში კიშიმოტომ მას ტრაგიკული წარსული შეურჩია, რათა მისთვის „ბნელი მხარეც“ მიეცა. მან პერსონაჟის დიზაინი არაერთხელ შეცვალა, რათა იგი დასავლური აუდიტორიისათვის მისაღები და, ამასთანავე, ადვილად დასახატი ყოფილიყო.[4]

შესაძლებლობები[]

სერიების დასაწყისში ნარუტო ერთობ არაკომპეტენტური ნინძა იყო, რომელიც აკადემიის სხვა სტუდენტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა თავისი აკადემიური მიღწევებით. მას არ გამოსდიოდა ისეთი ელემენტარული ტექნიკის შესრულებაც კი, როგორიცაა კლონირების ძიუცუ. ამის მიუხედავად, იგი შესანიშნავად იყენებდა ტრანსფორმაციის ძიუცუსა და თავის მიერ გამოგონილ სექსუალურ ძიუცუს – კრეატიულ, თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, სრულიად უვარგის და სასაცილო ტექნიკას. ამის გამო იგი აკადემიის დამამთავრებელ გამოცდებში სამჯერ ჩაიჭრა. თანდათანობით, მტკიცე ნებისყოფისა და მიზანდასახულობის წყალობით ნარუტომ საკუთარი შესაძლებლობები ბევრად გაიუმჯობესა და ისეთი ძლიერი შინობების დამარცხება შეძლო, როგორებიც არიან: ნეჯი ჰიუგა (რომელიც თანასოფლელთა მიერ გენიოსად მიიჩნეოდა), გაარა და კაბუტო იაკუში. მისი დიდი პოტენციალი მალევე შენიშნა რამდენიმე მაღალი რანგის შინობმა, მათ შორის, სამივე სანნინმა[5] და კაკაში ჰატაკემ. მოგვიანებით, ჯირაიას ზედამხედველობის ქვეშ ორწელიწად-ნახევრიანი ვარჯიშის შედეგად ნარუტომ თავისი შესაძლებლობების დიაპაზონი საგრძნობლად გააფართოვა. პირველ ნაწილში ნარუტოს მიერ ათვისებული ტექნიკების უმეტესობა ახლო მოქმედებისა იყო. მათგან აღსანიშნავია რასენგანი, რომლის სწავლა მან ერთ კვირაში მოახერხა. მეორე ნაწილში, კაკაშისა და კილერ ბის დახმარებით, ნარუტომ ისეთი შორსსასროლი ტექნიკების შესრულება ისწავლა, როგორებიცაა რასენშურიკენი (რომელიც მან რასენგანთან საკუთარი ქარის ელემენტის შერწყმის შედეგად შექმნა) და კუდიანი ურჩხულის ბურთი. მოგვიანებით, მიობოკუს მთაზე სენძიუცუში დახელოვნების გზით ნარუტომ კიდევ უფრო მეტად გააძლიერა საკუთარი ტექნიკები, ფიზიკური შესაძლებლობები და შეიძინა ჩაკრას შეგრძნობის უნარი. აკაცუკის რამდენიმე წევრის, მათ შორის, რინნეგანის მფლობელი ნაგატოს, დამარცხების შემდეგ ნარუტომ შინობთა მსოფლიოში ფართოდ გაითქვა სახელი. ამ პერიოდში იგი კონოჰაგაკურეს მკვიდრთა მიერ უკვე განიხილებოდა ჰოკაგეს პოზიციისათვის ღირსეულ კანდიდატად.[6] ნარუტოს ბრძოლის მხილველმა ზეცუმ აღნიშნა, რომ იგი სასკე უჩიჰაზე ძლიერი გახდა. მეოთხე მსოფლიო ომში ნარუტომ, კურამას ჩაკრას გამოყენებით, პირადად დაამარცხა რამდენიმე რეანიმირებული კაგე[7] და ჯინჩურიკი. მან აგრეთვე წარმატებით შეძლო წინააღმდეგობის გაწევა ისეთი ძლევამოსილი და მსოფლიო საფრთხედ აღიარებული ოპონენტებისათვის, როგორებიც იყვნენ: მადარა უჩიჰა, ობიტო უჩიჰა და კაგუია ოცუცუკი. თვით ათკუდიანიც კი საგანგებოდ მოემზადა ნარუტოსთან საბრძოლველად ამ უკანასკნელის ექვსი გზის სენნინთან მიმსგავსებისა და მის მიერ ყველა კუდიანი ურჩხულის ჩაკრას ფლობის გამო.[8] ბევრი თვლიდა, რომ ნარუტომ გადამწყვეტი როლი ითამაშა კაგუიაზე გამარჯვების მოპოვებაში.[9][10][11] ომის დასრულების შემდეგ ნარუტო საყოველთაოდ ცნობილი გახდა, როგორც შინობთა მსოფლიოს გმირი და ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ნინძა, ხოლო მოგვიანებით იგი კონოჰას მეშვიდე ჰოკაგედ დაინიშნა. მან შეძლო ტენსეიგანის მფლობელი ტონერი ოცუცუკის დამარცხება, რომელიც თავისი სიძლიერითა და შესაძლებლობებით მადარას უტოლდებოდა. ნოველაში აღინიშნა, რომ ნარუტოსა და სასკეს (ერთადერთი შინობი, რომელიც ძლიერებით ნარუტოს თანასწორად მიიჩნევა[12]) გაერთიანებული ძალებით მთლიანი კონტინენტის განადგურება შეუძლიათ.[13] ბორუტოს ფილმსა და სერიებში მათ მოახერხეს ტრანსფორმირებული მომოშიკი ოცუცუკის დაჯაბნა და დამარცხების პირას მიიყვანეს ისშიკი ოცუცუკის ავატარი – ჯიგენი, რომელიც იძულებული გახდა, მოწინააღმდეგეებთან გასამკლავებლად თავისი კამა სრული ძალით გაეაქტიურებინა. აღსანიშნავია, რომ ქარაფშუტული ბუნების მიუხედავად, ნარუტომ ბრძოლაში არაერთხელ გამოავლინა მაღალი ინტელექტი, სტრატეგიული დაგეგმვისა (მათ შორის, ძირითადი და სათადარიგო გეგმების სწრაფად დასახვის) და ოპონენტის მოტყუების უნარი. გარდა ამისა, უზუმაკის კლანისაგან წარმომავლობის გამო ნარუტო არაბუნებრივად დიდ ჩაკრას მარაგებსა და სასიცოცხლო ენერგიას ფლობს.

სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ნარუტო, 437-ე თავი, გვ. 7
  2. ნარუტო, 450-ე თავი, გვ. 2
  3. ნარუტო, მე-700 თავი
  4. მასაში კიშიმოტო (2007). უზუმაკი: ნარუტოს ხელოვნება. Viz Media. გვ. 138–139. სსწნ 1-4215-1407-9
  5. ნარუტო, 168-ე თავი
  6. ნარუტო, 455-ე თავი, გვ. 9
  7. ნარუტო, 555-ე თავი, გვ. 11-15
  8. ნარუტო, 629-ე თავი, გვ. 5-6
  9. ნარუტო, 675-ე თავი, გვ. 3
  10. ნარუტო, 698-ე თავი
  11. ნარუტო, 699-ე თავი, გვ. 15
  12. ბორუტო: ნარუტო, ფილმი
  13. ნოველა შიკამარუ შინდენ
Advertisement