ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
ქვემოთ მოცემულია ნარუტოპედიის სახელმძღვანელო. ნარუტოპედიაში მუშაობის ზოგად წესებს გაეცანით აქ, სტილის სახელმძღვანელოს კი აქ.

ეს არის ნარუტოპედიის სახელმძღვანელო. გთხოვთ, დაემორჩილოთ მის წესებს. ვანდალიზმის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, აღმოფხვრათ იგი.

გვერდის დამატება

ნებისმიერი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში მონახეთ ღილაკი მონაწილეობა, ჩამოშალეთ ის (შემდეგში - „ჩამოშალეთ ღილაკი მონაწილეობა“) და აირჩიეთ დაამატე გვერდი. შეურჩიეთ სტატიას სათაური და დაიწყეთ წერა.

სათაურის შერჩევა

პერსონაჟის სტატიის სათაური უნდა იყოს პერსონაჟის სრული სახელი (თუ ის ცნობილია). მაგალითად, სტატიას უნდა ერქვას საკურა ჰარუნო და არა საკურა.

ვიკიტექსტი

ნარუტოპედია, ისევე, როგორც ვიკიპედია და სხვა ვიკები, ვიკიტექსტის ენაზე (Wikitext language, Wiki markup) იწერება (ამ გვერდის ვიკიტექსტის სანახავად დააჭირეთ აქ), რაც HTML-ის გამარტივებულ ვარიანტს წარმოადგენს და რაც ბოლოს HTML-ად გარდაიქმნება.

ვიკიტექსტის მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

წინასწარი გადახედვა

წინასწარი გადახედვა გიჩვენებთ, თუ როგორი იქნება თქვენი სტატია შენახვის შემდეგ. ამ ღილაკის მთავარი ფუნქცია ისაა, რომ თავიდან აგარიდოთ შეცდომები. სტატიაზე მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებლად გადახედეთ თქვენს ნაშრომს და როდესაც ბოლომდე კმაყოფილი იქნებით მისით, მხოლოდ მაშინ გამოაქვეყნეთ.

გახსოვდეთ, რომ წინასწარი გადახედვა სტატიას არ ინახავს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი შენახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ.

სტატიის დაწყება

ყველა სტატია უნდა იწყებოდეს შესავალი ნაწილით, რომელმაც მოკლედ უნდა გააცნოს მკითხველს სტატიის შინაარსი. შესავალი ნაწილი სტატიის შემოკლებული ვერსია უნდა იყოს.

ეცადეთ, სტატიის წერა იმ სიტყვით(ებით) დაიწყოთ, რის განმარტებასაც აკეთებთ. ეს სიტყვა გაამუქეთ, ხოლო ფრჩხილებში მიუწერეთ ორიგინალი (საიდანაც მოხდა მისი თარგმნა) და ტრანსლიტერაცია (თუ არ არსებობს ინფოდაფა, რაც ისედაც შეიცავს ორიგინალსა და ტრანსლიტერაციას), რისთვისაც შეგიძლიათ დაიხმაროთ ინგლისური ნარუტოპედია. მაგალითად, ბუნების გარდაქმნა (性質変化, სეიშიცუ ჰენკა).

ტრანსლიტერაციის დროს (ანუ როდესაც ხდება იაპონური ასოების გადაცემა ქართული ასოებით) ფრჩხილებში ჯერ იწერება კანძი, შემდეგ სასვენი ნიშანი - მძიმე, ქართ. და ბოლოს - ბრჭყალებში ჩასმული ქართული თარგმანი. მაგალითად, აკაცუკი (暁, ქართ. „განთიადი“)

პერსონაჟზე დაწერილი სტატია მისი სახელით უნდა იწყებოდეს.

სტატიის დასაწყისში სექციის სათაური არ კეთდება. პირდაპირ შეუდექით წერას და მას შემდეგ, რაც შესავალს მორჩებით, შექმენით სექციები.

ვიკიბმულები

ვიკიბმული (შიდა ბმული) ნარუტოპედიის ერთ გვერდს მის სხვა გვერდთან („სამიზნე გვერდი“) აკავშირებს.

ვიკიბმულების შექმნა სტატიის მთელ ტექსტშია სავალდებულო. ნუ შექმნით ერთსა და იმავე ბმულს რამდენჯერმე, თუ ეს სტატიის მოცულობით არ იქნება გამართლებული. თუ სამიზნე გვერდის სახელი სტატიაში მრავალჯერ მეორდება, ვიკიბმული კეთდება მათ შორის პირველზე.

ვიკიბმულების ერთ-ერთი დანიშნულება დაუწერელ სტატიებზე მინიშნებაა. ამ დროს ისინი წითელი ფერის არის. თუ სამიზნე გვერდი შექმნილი არაა, ნუ შეშინდებით. მთავარია სწორად მიუთითოთ მისი სახელი, ხოლო თუ მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ჩაწერეთ ის, რასაც თქვენ მიიჩნევთ მართებულად.

ვიკიბმული კეთდება ასე:

[[კონანი]]

რაც გამოჩნდება ასე: კონანი.

თუ სიტყვა არ იკუმშება/იკვეცება, მოიქეცით ასე:

[[კონანი]]ს

რაც გამოჩნდება ასე: კონანის.

ამ შემთხვევაში სამიზნე გვერდის სახელს ემატება ასო(ები).

თუ სიტყვა იცვლება, მოიქეცით ასე:

[[კონანი|კონანმა]]

რაც გამოჩნდება ასე: კონანმა.

ამ შემთხვევაში ჯერ იწერება სამიზნე გვერდის სახელი, შემდეგ გამყოფი |, ბოლოს კი სასურველი სიტყვა(ები).

თუ თქვენი სამიზნე არა დამოუკიდებელი გვერდი, არამედ რომელიმე სტატიის სექციაა, მოიქეცით ასე:

[[შინობთა მსოფლიო ომები#მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომი]]

რაც გამოჩნდება ასე: მეორე მსოფლიო ომი.

ამ შემთხვევაში ჯერ იწერება იმ სტატიის სათაური, რომელშიც სამიზნე სექცია მდებარეობს, შემდეგ - დიეზი #, სამიზნე სექციის სათაური, გამყოფი |, და ბოლოს - სასურველი სიტყვა(ები).

გარე ბმულები კეთდება ასე:

[http://www.magaliti.org ბმულის სახელი]

რაც გამოჩნდება ასე: ბმულის სახელი

გარე ბმულების მითითება დასაშვებია მხოლოდ სქოლიოში.

სექციები

ყოველი სტატია შესაძლებელია და უნდა დაიყოს სექციებად. სტატიის სექციებად დაყოფა მის წაკითხვას აიოლებს და უფრო სასიამოვნოს ხდის.

პირველი დონის სათაური კეთდება ასე:

==სათაური==

„სათაურის“ ნაცვლად ჩაწერეთ სექციის სახელი.

მისი ქვესექცია (მე-2 დონის სათაური) კეთდება ასე:

===სათაური===

მესამე დონე, შესაბამისად, ასე:

====სათაური====

და ა.შ.

ანუ სათაურის ორივე მხარეს თანაბრად გაზარდეთ ტოლობის ნიშნების რაოდენობა.

სურათები

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნარუტოპედია Wiki:სტილის სახელმძღვანელო#სურათების სტილი

სტატიაში სურათის გამოყენება სასურველია. სურათებით გაფორმებული სტატია მკითხველისთვის უფრო მიმზიდველია, თუმცა სტატია არ უნდა გადაიქცეს ფოტოგალერეად. ყოველი სურათის ქვეშ აუცილებლად უნდა არსებობდეს მისი აღწერა.

სურათის სახელი უნდა იყოს ქართული ასოებით დაწერილი სიტყვა ან მაქსიმალურად მოკლე და ლაკონიური ფრაზა. საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია ციფრების დამატებაც.

სავალდებულოა სურათებში Template:ფაილის ინფოს გამოყენება. შეავსეთ მისი ყველა პარამეტრი, წინააღმდეგ შემთხვევაში სურათი აღმოჩნდება კატეგორია ხარვეზიან ფაილებში ან კატეგორია წასაშლელ ფაილებში. სურათის ინფოს დასამატებლად გადადით სურათის აღწერის გვერდზე (მიიტანეთ კურსორი ფაილის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე წრეწირში მოთავსებულ ლათინური ასო i-სთან და დააკლიკეთ მას) და დააჭირეთ ღილაკ „რედაქტირება“-ს. თარგის გამოყენების ინსტრუქციას გაეცანით მის გვერდზე. თუ სურათის აღწერის გვერდზე არ განმარტავთ, რატომ ითვლება მისი გამოყენება სამართლიანად (Fair use), ის წაიშლება. მაგალითისთვის იხილეთ File:კონანი.jpg, File:ავატარი.png.

ახალი სურათის დასამატებლად ჩამოშალეთ ღილაკი მონაწილეობა და აირჩიეთ დაამატე ფოტო. ნარუტოპედიაში ატვირთული ნებისმიერი სურათი სულ მცირე ერთ გვერდში უნდა იყოს გამოყენებული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაიშლება.

ტექსტში სურათის სინტაქსის ჩასასმელად მიიტანეთ კურსორი სასურველ ადგილას და დააჭირეთ ღილაკ სურათის ღილაკი-ს. თუ სასურველ სურათს ვერ იპოვით, მის მოძებნას Find-ის მეშვეობით შეძლებთ. თუ ის ატვირთული არაა, Upload-ის გამოყენებით თავადვე გააკეთეთ ეს.

სურათის არჩევის შემდეგ შეურჩიეთ მას სასურველი ზომა (Layout) და მდებარეობა (Alignment). სურათის ქვეშ წარწერის გასაკეთებლად Caption-ში ჩაწერეთ ტექსტი (აღწერა) და დააჭირეთ ღილაკ Add photo-ს.

სურათის სინტაქსის ჩაწერა სისტემის დახმარების გარეშეც არის შესაძლებელი:

იმ ადგილას, სადაც სურათის ჩასმა გსურთ, ჩაწერეთ

[[File:სურათის სახელი|thumb|წარწერა]]

მაგალითად,

[[File:რუკა1.jpg|thumb|ნარუტოს მსოფლიოს რუკა]]

გამოჩნდება ასე:

რუკა1

ნარუტოს მსოფლიოს რუკა


ამ შემთხვევაში სურათის ზომა ავტომატურად შემცირდება და სურათი სტატიის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება.

გახსოვდეთ, რომ სურათის სახელი უნდა შეიყვანოთ სრულად. არ გამოგრჩეთ .jpg, .png, .bmp

თუ სურათის მარცხენა მხარეს გადატანა გსურთ, მოიქეცით ასე:

[[File:სურათის სახელი|thumb|left]]

თუ სურათის ცენტრში მოთავსება გნებავთ, left-ის მაგივრად ჩაწერეთ center.

თუ ავტომატურად დაპატარავებული სურათის ზომის შეცვლა გსურთ, მოიქეცით ასე:

[[File:სურათის სახელი|thumb|სასურველი ზომა პიქსელებში]]

მაგალითად,

[[File:რუკა1.jpg|thumb|300px|ნარუტოს მსოფლიოს რუკა]]

გამოჩნდება ასე:

რუკა1

ნარუტოს მსოფლიოს რუკა


სანდო წყარო

ყოველი სტატია მხოლოდ სანდო (ოფიციალურ) წყაროს უნდა ეფუძნებოდეს. სანდო წყაროდ ითვლება:

  • მანგა;
  • ოფიციალური მეგზურები;
  • ანიმე.

რაც შეეხება ფილმებს, ოვა-ებსა და ვიდეო თამაშებს, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენს მთავარი სიუჟეტის ნაწილს, მათ შესახებ დამოუკიდებელი სტატიები ან სექციები უნდა შეიქმნას.

სქოლიო

სქოლიოს გამოყენება ყველა სტატიაში სავალდებულოა. სქოლიოს წყალობით მკითხველს ინფორმაციის სანდოობის გადამოწმების შესაძლებლობა ეძლევა. დაუშვებელია სტატიის დაფუძნება წინასწარმეტყველებასა და ვარაუდზე.

ის ტექსტი, რომლის სქოლიოში ჩატანა გნებავთ შენიშვნისა თუ განმარტების სახით, მოაქციეთ <ref>-სა და </ref>-ს შორის. სტატიის ბოლოს შექმენით ახალი სექცია - „სქოლიო“ და სექციის სათაურის ქვეშ ჩასვით {{სქოლიო}}.

მაგალითი 1

'''ხმების ქვეყანა''' (音の国, ოტო ნო კუნი) ცეცხლის ქვეყნის მეზობლად მდებარეობს. 
ანიმეს თანახმად, ის ოროჩიმარუმ დაიპყრო და იქ საკუთარი სოფელი შექმნა.<ref>ნარუტო, 136-ე 
სერია</ref>

==სქოლიო==
{{სქოლიო}}

თუ ერთი და იმავე შენიშვნის, განმარტების ორ ან მეტ ადგილას გამოყენებას აპირებთ, მოიქეცით ასე:

ტექსტი, რომლის სქოლიოში ჩატანა გნებავთ, მოაქციეთ <ref name="სიტყვა">-სა და </ref>-ს შორის. ამის შემდეგ, იმ ადგილას, სადაც მისი განმეორებით გამოყენება გსურთ, ჩასვით <ref name="სიტყვა"/>. ბრჭყალებს შორის ჩაწერეთ ისეთი სიტყვა, რომელიც აზრობრივად კავშირში იქნება სქოლიოსთან, მაგალითად, სიტყვა „ორო“ (ოროჩიმარუს შემოკლებული სახელი) მოცემულ შემთხვევაში.

მაგალითი 2

'''ხმების ქვეყანა''' (音の国, ოტო ნო კუნი) ცეცხლის ქვეყნის მეზობლად მდებარეობს. 
ანიმეს თანახმად, ის ოროჩიმარუმ დაიპყრო და იქ საკუთარი სოფელი შექმნა.<ref name="ორო">
ნარუტო, 136-ე სერია</ref> ამავე სერიაში<ref name="ორო"/> ირკვევა, რომ...

==სქოლიო==
{{სქოლიო}}

თუ სქოლიოს სია გრძელია, გამოიყენეთ Template:სქოლიოს ჩარჩო.

განხილვა

თითქმის ყველა გვერდს აქვს თავისი განხილვის გვერდი, სადაც მთავარი გვერდის შესახებ შენიშვნები, შეკითხვები იწერება და, ამგვარად, მისი გაუმჯობესების მიზნით რედაქტორებს შორის დისკუსია მიმდინარეობს. მთავარ გვერდთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი მის განხილვის გვერდზე იწერება. დაუშვებელია მათი განხილვა ფორუმში, სხვა გვერდისა თუ რომელიმე მომხმარებლის განხილვის გვერდზე.

სტატიის, ფაილისა თუ თარგის განხილვის გვერდზე გადასასვლელად დააჭირეთ მის სათაურთან მდებარე განხილვა-ს.

მომხმარებლის განხილვის გვერდზე (განხილვა) სხვა მომხმარებლებს მისთვის შეტყობინებების დატოვება შეუძლიათ. გახსოვდეთ, რომ ნარუტოპედიაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია საჯაროა, ამიტომ უმჯობესია პირადი ხასიათის შეტყობინებები აქ არ დაწეროთ.

ისტორია

ვიკია სტატიაში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას იმახსოვრებს და მათ ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. გვერდის ისტორიის სანახავად დააჭირეთ რედაქტირების გვერდით მდებარე ქვევით მიმართულ ისარს და შემდეგ ისტორია-ს. ისტორიის გვერდზე თქვენ იხილავთ ცვლილებების (ვერსიების) სიას, თითოეული მათგანის შექმნის დროს, ავტორსა და ბაიტების რაოდენობას. ზოგიერთი ცვლილების ბოლოს, ფრჩხილებში შესაძლოა მისი ავტორის ან სისტემის მიერ დატოვებული შეტყობინებაც ეწეროს. ცვლილებათა სიაში პირველ ადგილზეა უახლესი ცვლილება. m უმნიშვნელო ცვლილებას (Minor edit) ნიშნავს, რაც გვერდის შიგთავსის შეუცვლელად განხორციელდა.

სასურველი ვერსიების შესადარებლად მონიშნეთ ისინი და დააჭირეთ არჩეული ვერსიების შედარება-ს. რომელიმე ვერსიის უახლეს ვერსიასთან შესადარებლად დააჭირეთ მიმდ.-ს, წინამორბედთან შესადარებლად კი ბოლო-ს.

გაუქმება-ს მეშვეობით ზოგჯერ გვერდის არასასურველი ცვლილების გაუქმებაა შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში მის შემდეგ განხორციელებული ყველა ცვლილება უცვლელი დარჩება. რედაქტირების გვერდზე გამოჩნდება სტატიის ისეთი ვერსია, საიდანაც არასასურველი ცვლილება იქნება ამოღებული. გვერდის შენახვამდე edit summary-ის ტექსტის შეცვლაცაა დასაშვები, თუმცა იქ არსებულ სტანდარტულ ტექსტს ნუ წაშლით - თქვენი შეტყობინება მის შემდეგ ჩაწერეთ.

undo-ს გამოყენებით რამდენიმე თანამიმდევრული ცვლილების გაუქმებაა შესაძლებელი მაშინაც კი, როდესაც ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. არჩეული ვერსიების შედარების გამოყენებით ერთმანეთს შეადარეთ ორი უკიდურესი ვერსია და დააჭირეთ undo-ს.

თუ ცვლილების გაუქმება სხვა ცვლილებებთან წინააღმდეგობაში მოვა, undo არ იმუშავებს. მაგალითად, თუ მე-2 ცვლილება სტატიაში ახალ პარაგრაფს ქმნის, მე-5 კი მის შინაარსს ცვლის, მე-2 ცვლილების ავტომატურად გაუქმება შეუძლებელია.

გადამისამართება

გადამისამართებას მკითხველი ერთი გვერდიდან („გადამისამართების გვერდი“) მეორეზე („სამიზნე გვერდი“) გადაჰყავს. მაგალითად, ბმული ტობი გადაგიყვანთ გვერდ ობიტო უჩიჰაზე, რადგან პირველიდან უკანასკნელზე გადამისამართებაა გაკეთებული, შესაბამისად, ვიკიტექსტი უნდა გამოიყურებოდეს ასე [[ტობი]] და არა ასე [[ობიტო უჩიჰა|ტობი]].

სხვა მაგალითები: მეოთხე მსოფლიო ომი გადამისამართებულია შინობთა მეოთხე მსოფლიო ომზე, გედო მაზო გარეთა გზის დემონურ ქანდაკებაზე და ა.შ.

გადამისამართება კეთდება ასე:

დაიწყეთ ახალი გვერდი, შეურჩიეთ მას სახელი, შიგ ჩაწერეთ #გადამისამართება [[სტატიის სახელი]] და შეინახეთ.

მაგალითად, გვერდი იტაჩი შექმნილია ასე:

#გადამისამართება [[იტაჩი უჩიჰა]]

შენიშვნა: გადამისამართება გაუქმდება, თუ:

  • გადამისამართების გვერდის სახელი არაოფიციალურია. მაგალითად, ნუ გააკეთებთ გადამისამართებას ცეცხლის სტილი-დან ცეცხლის გამოშვება-ზე.
  • გადამისამართების გვერდის სახელი პერსონაჟის ისეთი მეტსახელია, რითაც მას, როგორც წესი, არ მოიხსენიებენ. მაგალითად, ნუ გააკეთებთ გადამისამართებას სოფლის სიგიჟე-დან ჯირაია-ზე.
  • გადამისამართების გვერდის სახელი იმდენად ზოგადია, რომ იგი ვერ გამოხატავს სამიზნე გვერდის არსს. მაგალითად, ნუ გააკეთებთ გადამისამართებას ღმერთი-დან ნაგატო უზუმაკი-ზე.
  • არსებობს ერთი და იმავე სახელის ან მეტსახელის მქონე ორი ან მეტი პერსონაჟი;
  • პერსონაჟი სერიებში მხოლოდ სრული სახელითაა მოხსენიებული.

კატეგორიები

კატეგორია მონათესავე გვერდების დასაჯგუფებლად იქმნება. მისი მითითება ხდება ასე:

[[Category:კატეგორიის სახელი]]

რამდენიმე კატეგორიის მითითება ხდება ასე:

[[Category:პირველი კატეგორია]]
[[Category:მეორე კატეგორია]]

სტატიაში კატეგორიები ინტერვიკის თავზე უნდა იყოს მოთავსებული.

გვერდი ერთადერთ კატეგორიაში უნდა შედიოდეს. გამონაკლისია სტატიები პერსონაჟისა და ძიუცუს შესახებ.

ზოგჯერ კატეგორიის მითითება საჭირო არაა, რადგან თარგები ამას ავტომატურად აკეთებენ. მაგალითად, პერსონაჟის ინფოდაფა სტატიას აწევრიანებს კატეგორია პერსონაჟებში. გარდა ამისა, პერსონაჟის ინფოდაფის თარგები სტატიებს ავტომატურად აჯგუფებს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.

კატეგორიის ხელით მითითება რამდენიმე შემთხვევაშია საჭირო:

  • თუ პერსონაჟი ჯინჩურიკია, ჩასვით [[Category:ჯინჩურიკები]];
  • თუ პერსონაჟი რომელიმე კლანის წევრია, ხოლო შესაბამისი თარგი არ არსებობს (არსებულები იხილეთ აქ), ჩასვით [[Category:X კლანის წარმომადგენლები]]. X-ის ნაცვლად ჩაწერეთ კლანის სახელი, რაც ნათესაობით ბრუნვაში უნდა იყოს. მაგალითად, [[Category:ჯუგოს კლანის წარმომადგენლები]].
  • ტექნიკების კატეგორიებში გადანაწილება მათი ტიპების მიხედვით ხდება. მაგალითად, ედო თენსეი შედის ორ კატეგორიაში: [[Category:ნინძიუცუ]] და [[Category:კინძიუცუ]].

ნარუტოპედიის კატეგორიათა სია მოცემულია აქ. თუ სიაში სასურველ კატეგორიას ვერ იპოვით, თავადვე შექმენით იგი. გახსოვდეთ, რომ კატეგორია მონათესავე გვერდებს აჯგუფებს, შესაბამისად, მას ისეთი სახელი შეურჩიეთ, რაც მსგავს გვერდებსაც მოიცავს. ახალი კატეგორიის შექმნამდე ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ადმინისტრატორს.

ფაილების კატეგორიებში გაწევრიანება ავტომატურად - ნებართვის თარგების მიერ ხდება.

ხარვეზისა და წაშლის თარგებს გვერდი ავტომატურად შეჰყავს შესაბამის კატეგორიაში. მაგალითად, Template:გასამართავის ჩასმის შედეგად გვერდი გაწევრიანდება კატეგორია გასამართავ სტატიებში.

სტატიის ბოლოს კატეგორიის მითითება იმას არ ნიშნავს, რომ კატეგორია შექმნილია. ის ისევე იქმნება, როგორც ნებისმიერი სხვა გვერდი. განსხვავება ისაა, რომ მასში ტექსტი, როგორც წესი, არ იწერება - კატეგორია კატეგორიითვე იქმნება. მაგალითად, კატეგორია A შეიქმნება კატეგორია B-თი, თუ B A-ს შეიცავს. ამ შემთხვევაში A მისი ქვეკატეგორია გახდება. გამონაკლისია მხოლოდ Category:ნარუტოპედია, რაც უზოგადესი კატეგორიაა და ყველა დანარჩენს აერთიანებს. კატეგორიების შექმნა და ორგანიზაცია ადმინისტრატორის მოვალეობაა.

ინტერვიკი

ინტერვიკი ბმული ჰქვია ბმულს, რაც ერთი ვიკის გვერდს (როგორც წესი, სტატიას) სხვა, უცხოენოვანი ვიკის შესატყვის გვერდთან აკავშირებს. ეს ბმულები სტატიის ბოლოს, კატეგორიების ქვეშ ჩანს. პოპულარობის გამო ნარუტო ვიკი რამდენიმე ენაზე არსებობს, ამიტომ მკითხველის უკეთ ინფორმირების მიზნით ყოველი სტატიის ბოლოში ინტერვიკი ბმულების მითითება სავალდებულოა და კეთდება ასე:

[[en:სტატიის სახელი]] (ინგლისური)
[[es:სტატიის სახელი]] (ესპანური)
[[de:სტატიის სახელი]] (გერმანული)
[[fr:სტატიის სახელი]] (ფრანგული)
[[it:სტატიის სახელი]] (იტალიური)
[[ru:სტატიის სახელი]] (რუსული)
[[pl:სტატიის სახელი]] (პოლონური)
[[he:სტატიის სახელი]] (ებრაული)
[[pt-br:სტატიის სახელი]] (პორტუგალიური)

ბმულები დაალაგეთ ანბანურად. „სტატიის სახელი“-ს ადგილას ჩაწერეთ შესაბამისი ვიკის შესატყვისი გვერდის სახელი.

მაგალითად, სტატია ნარუტო უზუმაკის ვიკიტექსტში ინტერვიკი ბმულები შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს:

[[de:Naruto Uzumaki]]
[[es:Naruto Uzumaki]]
[[fi:Naruto Uzumaki]]
[[fr:Naruto Uzumaki]]
[[he:נארוטו אוזומאקי]]
[[id:Naruto Uzumaki]]
[[it:Naruto Uzumaki]]
[[nl:Naruto Uzumaki]]
[[pl:Naruto Uzumaki]]
[[pt-br:Naruto Uzumaki]]
[[ru:Наруто Узумаки]]

გარდა აღნიშნულისა, არ დაგავიწყდეთ, რომ უცხოენოვანი (სულ მცირე, ინგლისურენოვანი ნარუტოპედიის) სტატიის ინტერვიკი ბმულების ჩამონათვალს დაუმატოთ ნარუტოპედიის ბმული ([[ka:სტატიის სახელი]]), რაც ამ უკანასკნელის პოპულარობისა და რედაქტორთა რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს. თუ სტატია დაბლოკილი იქნება, დახმარებისთვის მიმართეთ ადმინისტრატორს ან დაწერეთ თქვენი თხოვნა სტატიის განხილვის გვერდზე. თუ შესაბამისი ენა არ იცით, გამოიყენეთ ინგლისური. ნიმუში - "Hello. please add <nowiki>[[ka:სტატიის სახელი]]</nowiki> to Interwiki links. Thank you".

ინფოდაფები

ზოგიერთ სტატიაში ინფოდაფის გამოყენება სავალდებულოა. ინფოდაფების სია იხიეთ აქ.

Advertisement