გამარჯობა Bridge.to.peace. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ნარუტოპედიაში. მადლობა, რომ მონაწილეობთ ქართული ნარუტოპედიის შექმნაში.
დასაწყისისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს სახელმძღვანელოს.
გახსოვდეთ, რომ განხილვის გვერდზე, ან ჩვენს სათათბიროში შეტყობინების დატოვების შემთხვევაში ხელის მოწერა სავალდებულოა. ხელის მოსაწერად თქვენი კომენტარის ბოლოს ჩასვით --~~~~ (რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი
), რაც თქვენს სახელსა და ხელმოწერის დროს ავტომატურად მიუთითებს.
თუ დახმარება დაგჭირდებათ, მიმართეთ ადმინისტრატორს.
და ბოლოს, უამბეთ თქვენს მეგობრებს ნარუტოპედიის შესახებ, რათა ისინიც დაგვეხმარონ მის გაუმჯობესებაში. ვიმედოვნებ, მოგეწონებათ აქაურობა და დარჩენას გადაწყვეტთ. --DevaMK (talk) 19:46, სექტემბერი 30, 2012 (UTC)
სარჩევი |
კონანი
Edit
ძალიან მომეწონა კონანი. ძალიან მაგარია! ფოტოებიც მშვენივრადაა შერჩეული და, რა მთავარია, სურათის ინფო ყველაშია გამოყენებული. ოღონდ ინფოდაფაში ზრდასრული კონანის ფოტო ჩასვი რაა. ასეთი წესია. ეგ ფოტო სტატიაში გამოიყენე ჩვეულებრივად.
ხო, და ინტერვიკის გამოყენებაც შეიძლება უკვე. სტატიის ბოლოში ჩაწერე [[en:konan]], თუ იტალიურადაცაა, ენ-ის ნაცვლად ჩაწერე იტ, ან რუს (რუსული), ან ესპ (ესპანური) და ა.შ. (ინტერვიკი ნახე ინგლისურენოვანი სტატიის ბოლოს, მანდაა ხოლმე როგორც წესი ყველაზე სრულყოფილად ჩამოთვლილი) --DevaMK (talk) 08:03, ოქტომბერი 17, 2012 (UTC)
ჯირაია
Edit
გადასარევი ხარ :*--DevaMK (talk) 07:39, იანვარი 12, 2013 (UTC)
მესიამოვნა ^_^ --Bridge.to.peace (talk) 08:33, იანვარი 12, 2013 (UTC)
გადამისამართება
Edit
როცა შეიქმნება გვერდი, მაგალითად იტაჩი უჩიჰა, შესაძლებელია ამ გვერდზე გადამისამართებ(ებ)ის გაკეთება (ამ შემთხვევაში - იტაჩი-დან, რადგან სხვა იტაჩი სერიებში არაა). ამიტომ უკვე აღარაა საჭირო დაწერო [[იტაჩი უჩიჰა|იტაჩი]], მხოლოდ [[იტაჩი]]ც საკმარისია :) მაგალითად, ნაგატო უზუმაკიზე გადამისამართებებია გაკეთებული ნაგატოდან და პეინიდან - აი ნახე პეინი. გადამისამართება კეთდება ასე: დაიწყე ახალი გვერდი და შეურჩიე მას სახელი, მაგალითად იტაჩი და ჩაწერე მხოლოდ ეს
#გადამისამართება [[იტაჩი უჩიჰა]]
შემდეგ შეინახე და ეგაა--DevaMK (talk) 21:14, იანვარი 12, 2013 (UTC)
სურათის სახელი
Edit
გამარჯობა. ამ სურათს სახელი აქვს შესაცვლელი. არ შეიძლება მას ერქვას ჯირაია_. როცა შეცვლი, ცვლილების შეტანა გახდება საჭიროჯირაიაშიც. სახელის შეცვლა ხდება rename-თი (გახსენი სურათი, ჩამოშალე Edit და იპოვი). ზოგადად ეცადე, რაც შეიძლება კარგად ჩანდეს სურათის არსი მისი სახელწოდებიდან, რომელიც უნდა იყოს მოკლე და ლაკონური.--DevaMK (talk) 07:45, იანვარი 21, 2013 (UTC)
აა კაი გასაგებია, მაგალითად რა დავარქვა ეგეთ სურათს - "ჯირაიას გარეგნობა "? მგონი სხვა სტატიების ინფოდაფის სურათებზეც შესაცვლელი იქნება სახელწოდებები :( --Bridge.to.peace (talk) 12:54, თებერვალი 9, 2013 (UTC)
- შეგიძლია დაარქვა უბრალოდ "ჯირაია". თუ ასეთი სახელი უკვე სხვა, იმავე ფორმატის სურათს ჰქვია, დაარქვი მაგალითად ჯირაია1. წაიკითხე ეს.--DevaMK (მომწერე) 15:02, თებერვალი 9, 2013 (UTC)
თქვენ დაინიშნეთ ადმინისტრატორად
Edit
გილოცავთ! თქვენ ჩვენი ახალი ადმინისტრატორი ხართ. გაცნობებთ, რომ ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ:
- წაშალოთ გვერდები და ფაილები, ასევე აღადგინოთ წაშლილი გვერდები (ფაილების აღდგენა შეუძლებელია);
- დაბლოკოთ (დაიცვათ) გვერდები;
- დაბლოკოთ მომხმარებლები;
- შეცვალოთ მედიავიკის გვერდები;
- შეცვალოთ ნარუტოპედიის დიზაინი;
- გვერდის ისტორიაში გააუქმოთ ახალი ცვლილება და აღადგინოთ წინა ვერსია ღილაკი rollback-ის მეშვეობით.
გახსოვდეთ, რომ აღნიშნული უფლებები უნდა განახორციელოთ კეთილსინდისიერად, მხოლოდ და მხოლოდ წესრიგის დაცვის მიზნით. გაფრთხილებთ, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში თქვენ ჩამოგერთმევათ ადმინისტრატორის სტატუსი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ნარუტოპედია:ადმინისტრატორები. პატივისცემით, --DevaMK (მომწერე) 08:58, თებერვალი 9, 2013 (UTC)
დაკისრებულ მოვალეობებს აუცილებლად შევასრულებ კეთილსინდისიერად ^_^ --Bridge.to.peace (talk) 12:56, თებერვალი 9, 2013 (UTC)