ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
მიწის გოლემი

აკაცუჩიმიწის გამოშვება: მიწის გოლემის ტექნიკა

მიწის გამოშვება (土遁, დოტონ) ბუნების გარდაქმნის ხუთი ძირითადი ტექნიკიდან ერთ-ერთია, რაც შინობს შეტევითი და თავდაცვითი მიზნებისათვის გარშემომყოფი მიწის მართვისა და საკუთარი ჩაკრასგან მიწის წარმოქმნის უნარს ანიჭებს[1]. მიწის გამოშვების ტექნიკებს მიწის სიმტკიცის, შემადგენლობისა[2] და, შესაბამისად, მასის შეცვლა შეუძლიათ, რის გამოც იგი ხან მეტალივით მტკიცე, ხან წებოსავით რბილი, ხან მსუბუქი, ხან კი მძიმეა[3][4]. ყოველივე ეს ტექნიკის გამომყენებელს მიწაში დამალვისა და მასში გადაადგილების უნარს ანიჭებს[5][6], რაც როგორც ტრანსპორტირების, ისევე შეტევისა და თავდაცვის მიზნით გამოიყენება. ამის გამო მიწის გამოშვება ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ელემენტია. მიწის გამოშვება განსაკუთრებით იუაგაკურეს შინობისთვისაა დამახასიათებელი და იგი ძირითადად გველის ნიშნის გამოყენებით ან/და ხელის გულის მიწაზე დაბჯენით სრულდება[7][8][9][10].

ურთიერთობა სხვა ელემენტებთან[]

მიწა წყალზე ძლიერია, რადგან მას მისი შეწოვა შეუძლია, თუმცა ელვაზე სუსტია, რადგან იგი მის კარგ გამტარს წარმოადგენს. ანიმეს ერთ-ერთ სერიაში მიწის გამოშვება ცეცხლის გამოშვებასთან ერთად გამოიყენეს[11]. მიწის გამოშვება ლავისა და ხის გამოშვების კეკკეი გენკაის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი კეკკეი ტოტა მტვრის გამოშვების ერთ-ერთი კომპონენტიცაა. იუაგაკურეს კინძიუცუს გამოყენებით აფეთქების გამოშვებისა და მიწის გამოშვების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ფეთქებადი წებო, რომელსაც ელვის გამოშვება ჯაბნის.

სქოლიო[]

  1. ნარუტო, 120-ე თავი, გვ. 5
  2. მესამე მეგზური
  3. ნარუტო, 557-ე თავი, გვ. 3
  4. ნარუტო, 563-ე თავი, გვ. 12
  5. ნარუტო, 423-ე თავი, გვ. 6
  6. ნარუტო, 466-ე თავი, გვ. 13
  7. ნარუტო, 244-ე თავი, გვ. 5, 7
  8. ნარუტო, 396-ე თავი, გვ. 9
  9. ნარუტო, 420-ე თავი, გვ. 9
  10. ნარუტო, 517-ე თავი, გვ. 10
  11. ნარუტო, 69-ე სერია
Advertisement