მიტო უზუმაკი
Talk0this wiki
| მიტო უზუმაკი | |||||
|---|---|---|---|---|---|
| | |||||
| დებიუტი | |||||
| მანგა | მე-500 თავი | ||||
| ანიმე | მე-2 ნაწილი, 247-ე სერია | ||||
| გამოჩნდა | მანგა და ანიმე | ||||
| გახმოვანება | |||||
| ახმოვანებს | ენა შიმოკაუა | ||||
| მონაცემები | |||||
| სქესი | | ||||
| ასაკი | გარდაცვლილი | ||||
| კუთვნილება | | ||||
| კლანი | | ||||
| ჯინჩურიკი | კურამა | ||||
| |||||
|
| |||||
მიტო უზუმაკი (うずまきミト, უზუმაკი მიტო) კონოჰაგაკურეს კუნოიჩი იყო, წარმოშობით უზუშიოგაკურეს უზუმაკის კლანიდან. მიტო კურამას პირველი ჯინჩურიკი და პირველი ჰოკაგეს, ჰაშირამა სენჯუს მეუღლე იყო.
სარჩევი |
ისტორია
Edit
მიტო უზუმაკიზე საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. იგი კონოჰას დამაარსებელსა და მის პირველ ჰოკაგე ჰაშირამა სენჯუზე იყო დაქორწინებული. დასასრულის ხეობაში მადარა უჩიჰასთან ბრძოლისას ჰაშირამამ კურამაზე დროებითი კონტროლი მოიპოვა, ფუინძიუცუს გამოყენებით კი მიტომ იგი სხეულში ჩაიბეჭდა[1]. მოგვიანებით, მიტოს ორსულობის დროს საკეტი შესუსტდა და ცხრაკუდიანის გათავისუფლების საშიშროება შეიქმნა[2]. წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, კურამას მეორე ჯინჩურიკის, კუშინა უზუმაკის მშობიარობა ქალაქგარეთ, დამცავ ბარიერში მოხდა.
ჰაშირამას ომში დაღუპვის შემდეგ, დაქვრივებულმა მიტომ ცხოვრება კონოჰაში განაგრძო. მან საკმაოდ დიდხანს, მესამე ჰოკაგეს მმართველობამდე იცოცხლა. ცხრაკუდიანის მომდევნო ჯინჩურიკი მისი სიცოცხლის ბოლო წლებში შეირჩა. მიტომ, რომელსაც კარგად ესმოდა კუშინას სულიერი მდგომარეობა, იგი თავისთან დაიბარა და დიდხანს ესაუბრა ჯინჩურიკის ბედზე. მოგვიანებით, ნარუტოსთან შეხვედრისას კუშინამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენა მისი მთავარი დარიგება იმის შესახებ, რომ კურამას უსაზღვრო ბოროტებისა და სიძულვილის დათრგუნვა მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი, რაც ბედნიერად თანაცხოვრების ერთადერთ გზას წარმოადგენს[3].
გარეგნობა
Edit
მიტოს უზუმაკის კლანისთვის დამახასიათებელი გრძელი წითელი თმა ჰქონდა, რომელსაც ორივე მხარეს სიმეტრიულად ნახევრად შეკრულს ატარებდა. შუბლიდან თმა სამი შავი თმისსამაგრით ჰქონდა გადაწეული, დანარჩენი ორი თმისსამაგრი ჩხირი კი კანჯის წარწერებით იყო დამშვენებული. იგი მუქი ფერის ტუჩსაცხს იყენებდა და შუბლის მიდამოში, ცუნადეს მსგავსად, რომბის ფორმის ნიშანი ჰქონდა. მიტო მაღალსაყელოიან, ფერად კიმონოს ატარებდა, რომელიც უზუშიოგაკურეს სიმბოლოიანი ობით ჰქონდა შეკრული. ასაკის მატებასთან ერთად მიტოს თმის ფერი გამუქდა და სიცოცხლის ბოლო წლებში მუქი ყავისფერი გახდა. შეიცვალა მისი ჩაცმულობაც. კუშინასთან შეხვედრისას მას თეთრი ფერის კიმონო ემოსა, რომელიც მუქი ფერის ობით ჰქონდა შეკრული[4].
შესაძლებლობები
Edit
მიტოს საბრძოლო ტექნიკების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. კუშინას თქმით, იგი საკმაოდ ძლიერი კუნოიჩი იყო. მიტო ფუინძიუცუში იყო დახელოვნებული. მისი გამოყენებით მან სხეულში კურამა თავადვე ჩაიბეჭდვა. გარდა ამისა, როგორც უზუმაკის კლანის წარმომადგენელი, მიტო სიცოცხლისუნარიანობითა და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩეოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერც შეძლებდა კურამას უზარმაზარ ჩაკრასთან გამკლავებას. მას ასევე უარყოფითი ემოციების შეგრძნობა შეეძლო, რასაც, ცხრაკუდიანზე კონტროლის მოპოვების შემდეგ, ნარუტოც ფლობს[5].
სქოლიო
Edit
- ↑ ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 4
- ↑ ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 5
- ↑ ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 5-6
- ↑ ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 247-ე სერია
- ↑ ნარუტო, 568-ე თავი, გვ. 8