ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
კუშინა უზუმაკი
კუშინა უზუმაკი
სხვა
სახელები
“წითელი მგზნებარე ჰაბანერა“(赤い血潮のハバネロ, აკაი ჩიშიო ნო ჰაბანერო).
დებიუტი
მანგა 382-ე თავი
ანიმე ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 142-ე სერია
ფილმი ნარუტო 6: გზა ნინძასკენ
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm Generations
გამოჩნდა ანიმე, მანგა, ვიდეო თამაში, ფილმი
გახმოვანება
ახმოვანებს ემი შინოჰარა
მონაცემები
დაბადების
თარიღი
უცნობია
სქესი ვენერას სიმბოლო მდედრობითი
ასაკი გარდაცვლილი
სიმაღლე 165 სმ.
წონა 47 კგ.
კუთვნილება კონოჰაგაკურეს სიმბოლო კონოჰაგაკურე
უზუშიოგაკურეს სიმბოლო უზუშიოგაკურე
კლანი უზუშიოგაკურეს სიმბოლო უზუმაკი
ჯინჩურიკი კურამა
ოჯახი

მინატო ნამიკაზე (ქმარი)
ნარუტო უზუმაკი (შვილი)

კუშინა უზუმაკი (うずまきクシナ) კუნოიჩი კონოჰაგაკურედან, წარმოშობით უზუშიოგაკურეს უზუმაკის კლანიდან; კურამას მეორე ჯინჩურიკი.

წარსული[]

ბავშობის უმეტესი ნაწილი მშობლიურ უზუშიოგაკურეში, რომელიც ომში იყო ჩართული, “სიმშვიდის“ ძიებაში გაატარა. მოგვიანებით კონოჰაში გაგზავნეს, სადაც აკადემიაში ჩაირიცხა.

აკადემიაში სწავლის დაწყების პირველ დღეს,კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად, კუშინამ საჯაროდ განაცხადა, რომ გახდებოდა პირველი ქალი ჰოკაგე, თუმცა თანატოლებმა დასცინეს და ამ დღიდან შეარქვეს პამიდორი (トマト), იმდროინდელი მრგვალი სახისა და საოცრად წითელი თმის გამო. კუშინამ დაუმოჩილებელი ხასიათისა და ისევ და ისევ წითელი, გრძელი და სქელი თმის გამო მეტსახელად დაიმსახურა “წითელი მგზნებარე ჰაბანერა“(赤い血潮のハバネロ, აკაი ჩიშიო ნო ჰაბანერო).

კუშინა და მიტო

კუშინა და მიტო უზუმაკი

კუშინამ არ იცოდა მისი კონოჰაში გაგზავნის მიზეზი. მოგვიანებით შეიტყო რომ განსაკუთრებული ჩაკრას გამო სწორედ ის უნდა გამხდარიყო ცხრაკუდა დემონის ჯინჩურიკი. ამ ამბით შეძრწუნებული კუშინას დამშვიდება იმ დროისათვის-ცხრაკუდა დემონის ჯინჩურიკმა, მიტო უზუმაკიმ შეძლო. მან დაარწმუნა კუშინა,რომ სიყვარული იყო ერთადერთი გზა კურამას დასამორჩილებლად და მისი ღრმა სიძულვილის დასათრგუნად.ამ უკანასკნელის მოღწევაში კი კუშინას მინატოსადმი სიყვარული ნამდვილად დაეხმარა.

ტყვე კუშინა

დატყვევებული კუშინა

როცა კუშინა კუმოგაკურეს ნინძებმა მოიტაცეს მისი განსაკუთრებული ჩაკრით ცხრაკუდა დემონზე კონტროლის მოპოვების მიზნით, კუშინა კვალის დასატოვებლად თავის, იმ დროს საძულველ თმას იგლეჯდა და გზად ტოვებდა, რათა კონოჰელებს გაადვილებოდათ მისი პოვნა. მინატო ნამიკაზე, მისი თანაკლასელი, შემდგომში კი კონოჰას მეოთხე ჰოკაგე იყო ერთადერთი ,რომელმაც კვალს მიაგნო. უკან, კონოჰას გზაზე, მინატო გამოუტყდა გოგონას, რომ ყოველთვის აღმერთებდა მის წითელ თმას. ამ დღიდან კუშინას შეუყვარდა მინატო და თავისი წითელი თმაც, მიიჩნია რა „ბედისწერის წითელ ძაფად“(運命の赤い糸,უნმეი ნო აკაი იტო) , რომელმაც ისინი ერთმანეთს დააკავშირა.


ასაკის მატებასთან ერთად კუშინას სილამაზე და უნიკალური ნინძიუცუ , ფუინძიუცუ უფრო და უფრო ცნობილი გახდა. მოგვიანებით, კუშინა და მინატო დაქორწინდნენ და კუშინა დაორსულდა. გადაწყვიტეს ბავშვისთვის „ნარუტო“ დაერქმიათ, ჯირაიას პირველი წიგნის მთავარი გმირის სახელი. ჯირაია ძალიან გააოცა მათმა გადაწყვეტილებამ, ვინაიდან მან სახელი შემთხვევით, რამენის ჭამის დროს მოიფიქრა. მათ ჯირაია ნარუტოს ნათლიად დანიშნეს, კუშინა კი იმედოვნებდა, რომ ნარუტო და მისი საუკეთესო მეგობრის, მიკოტო უჩიჰას უმცროსი ბიჭი, სასკე უჩიჰა, მომავალში ასევე საუკეთესო მეგობრები გახდებოდნენ.

კუშინას ორსულობის გამო, 9-კუდა დემონის საკეტი შესუსდა, ამიტომ კონოჰას უსაფრთხოებისთვის გადაწყდა ბავშვის დაბადება სოფლიდან მოშორებით შემდგარიყო. მინატოს უნდა ეზრუნა საკეტის შენარჩუნებაზე, ანბუს კი დაცვის როლი ეკისრებოდა. თუმცა საფრთხის თავიდან აცილება მაინც ვერ მოახრხეს . მათ მასკიანი ნინძა, ტობი, დაესხათ თავს, დახოცა რა ანბუს ყველა წევრი, ბივაკო და ტაჯი, ახალდაბადებული ნარუტო ტყვედ აიყვანა. მინატომ მოახერხა ნარუტოს გამოხსნა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა, თუმცა ტობიმ კუშინასთან ერთად გაუჩინარება მოახერხა. მან გაანთავისუფლა კიუბი და ის იყო კუშინას მოკვლას აპირებდა, თუმცა მინატომ ამჯერადაც მოახერხა კუშინას დახსნა და ისიც , ნარუტოს მსგავსად, უსაფრთხო ადგილამდე მიიყვანა, თვითონ კი კონოჰას დასაცავად გაეშურა.

კოჰოჰაში დაბრუნებულ მინატოს ტობისთან მოუხდა შებრძოლება. ტობი მიხვდა რა, რომ მინატოს წინააღმდეგ ბრძოლა აღარ შეეძლო, გამოიყება რა ტელეპორტაციის ტექნიკა, გაუჩინარდა. ვინაიდან კიუბი ისევ თავისუფალი დარჩა, მინატომ გადაწყვიტა ჯერ მის ჩაკეტვაზე ეფიქრა, ამიტომ კუშინასთან დაბრუნდა და ნარუტოსთან ერთად ქალაქგარეთ, 9-კუდა დემონი მელას დასამორჩილებლად წაიყვანა. დასუტებულმა კუშინამ დარჩენილი ჩაკრით მოახერხა კიუბის დაბმა გადაწყვეტილი ქონდა რა მისი ისევ საკუთარ სხეულში ჩაკეტვა. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს საქციელი მას სიკვდილის ფასად დაუჯდებოდა, თუმცა მინატო და ნარუტო შეძლებდნენ გადარჩენას. მინატომ გადაწყვიტა გამოეყენებინა მკვდარი დემონის მანადგურებელი ჩამკეტის ტექნიკა. ვინაიდან არ ქონდა საკმარისი ჩაკრა 9-კუდა მელიის ბოლომდე გასანადგურებლად,მისი ჩაკრას ნახევარი ნარუტოს სხეულში უნდა ჩაეკეტა. ამ ნაბიჯის გადადგმა მინატოს სიკვდილს, ნარუტოსთვის კი ტაჯვით აღსავსე ცხოვრებას ნიშნავდა, ამიტომ კუშინა ამის წინაადღმდეგი იყო, თუმცა მინატომ მოახერხა მისი დარწმუნება, აუხსნა რა რომ ეს ერთადერთი გზა იყო მისი და ნარუტოს გადასარჩენად, რომ კუშინა შეძლებდა გაეგრძელებინა ცხოვრება ნარუტოსთან ერთად.

მინატო და კუშინა იცავენ ნარუტოს კურამასგან

მინატო და კუშინა იცავენ ნარუტოს კურამასგან

თავისუფლად მყოფმა კიუბიმ შეიტყო რა მათი განზრახვა ნარუტოს მოკვლა სცადა, მაგრამ ორივე, მინატო და კუშინა, გადაეფარნენ შვილს და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს. მინატომ როგორც გეგმავდა, მაინც შეძლო კიუბის ჩაკრას ნახევარის ჩაკეტვა ნარუტოს სხეულში. კუშინამ სიკვდილის წინ, მადლობა გადაუხადა ნარუტოს, რომ ასე გააბედნიერა მისი დედობით, რომ ძალიან უყვარდა და რომ ისურვებდა კიდევ დიდხანს ყოფილიყო მის გვერდით. სიკვდილის წინ მინატომ თავისი და კუშინას ჩაკრაც ჩაკეტა შვილის სხეულში, რათა როცა დრო დადგებოდა დახმარებოდნენ მას კიუბიზე სრული კონტროლის და მართვის მოპოვებაში. მესამე ჰოკაგემ ნარუტოს დედის გვარი დაარქვა, რათა არავის შეენიშნა მისი მეოთხე ჰოკაგესთან კავშირი.

ხასიათი[]

ახალგაზრდა კუშინა

"წითელი მგზნებარე ჰაბანერა"

ჯირაიას თქმით, კუშინა ლაპარაკის მოყვარული, კონტაქტური და ცოტა ბიჭური ქცევების მქონე გოგო იყო. როგორც მოგვიანებით ცუნადემ აღნიშნა ნარუტო ხასიათით ძალიან გავდა დედას, ისევე როგორ ნინძიუცუს გამოყენების სტილით. კუშინასთვის დამახასიათებელი იყო ასევე მეტყველების სტილიც: აღელვებისას იგი თავის წინადადებას ამთავრებდა (და)ტტებანე-თი ((だ)ってばね), ნარუტოგან განხვავებით, რომელიც ასევე ხსირად ხმარობს მსგავს სიტყვას "(და)ტტებაიო"ს. ალბათ, ეს თვისებაც დედისგან გადაეცა. მოზარდ კუშინას ახასიათებენ როგორც ჭკვიან და მხიარულ ადამიანს. მშიდი და კეთილი ხასიათის მიუხედავად, ის კვლავ ინარჩუნებდა ბავშვობიდან გამოყოლილ მგზნებაზე ხასიათს, ამიტომ ხშირად დაუნდობელი ხდებოდა მათ მიმართ ვინც მის გაბრაზებას შეეცდებოდა. კუშინა საკმაოდ უშიშარი იყო, ამიტომ მის საკუთესო მეგობარს, მიკოტო უჩიჰას ძალიან გაუკვირდა კუშინას აღელვება მშობიარობის წინ. კუშინას ძალიან უყვარდა ქმარი, ისევე როგორც ახლადდაბედებული ნარუტო, ამიტომ ის მზად იყო კიდეც მათთვის სიცოცხლე გაეწირა, რაც სამწუხაროდ საბოლოოდ მაინც გარდაუვალი გახდა.

გარეგნობა[]

კუშინას პირველი დღე ნინძების აკადემიაში

კუშინას პირველი დღე ნინძების აკადემიაში

ცუნადეს თქმით, კუშინას სილამაზე საკმაოდ განთქმული იყო. იყო მოხდენილი, გრაციოზული აღნაგობის. ქონდა ღია ფერის კანი და ლურჯი თვალები, გრძელი წითელი თმა- უზუმაკის კლანის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი- რომელსაც მუდამ გაშლილს, ორივე მხარეს შავი სამაგრით შეკრულს ატარებდა. ზრდასრული კუშინა გრძელი, მოშვებული კაბის ქვეშ მაღალსაყელოიან, უსახელო პერანგს ატარებდა, რომელიც ხან ლურჯ, ხან კი მოთეთრო-მოლურჯო ფრადაა გამოსახული, კაბა კი ხან კრემისფერია, ხან კი მწვანე. მარცხენა მაჯაზე მას მუქი ლურჯი ფერის სამაჯური ეკეთა, ფეხებზე კი ღია იასამნისფერი შინობის ტიპიური სანდლები ეცვა. ბავშვობაში მას მრგვალი სახე და წითელი თმა ჰქონდა, რაც მას პომიდვრის შესახედაობას აძლევდა. ამ დროს მას ყვითელი კიმონო, მის ქვეშ - მოკლემკლავიანი ბადე, მწვანე ობი, მუქი ლურჯი შორტები და ყავისფერი სანდლები ეცვა. ქალიშვილობაში იგი მოკლემკლავიან კრემისფერ კიმონოს მსგავს ზედატანს ატარებდა,მუქი ფერის ამოქარგული არშიებით, შავი ფერის ობით, ასევე მუქ ქვედატანსა და ბარძაყის სიმაღლის წინდებს. თავზე სოფლის სიმბოლოთი დამშვენებული შუბლსაკრავი ეკეთა, ფეხებზე კი ყავისფერი სანდლები ეცვა.

შესაძლებლობები[]

ჩაკრას ჯაჭვები

კუშინას ჩაკრას ჯაჭვები

ნინძიუცუს გამოყენებაში განსაკუთებულად კარგი არასდროს ყოფილა. მან სახელი გაითქვა თავისი ჩაკრასა და შეუდრეკელი ხასიათის გამო. ასევე ბავშვობიდან გამოირჩეობა სიძლიერით. ვინაიდან მას თანატოლები ხშირად აქეზებდნებდნენ წითელი თმის გამო, გაბზარებულს შეეძლო ცემით “სიკვდილის პირამდე"მიეყვანა ისინი. უნიკალური ჩაკრას გამო მას შეეძლო კურამას დამორჩილება, ამიტომ იყო იმ დროისთვის ერთადერთი შესაფერისი კანდიდატი აღმოჩნდა 9-კუდა დემონის ჯინჩუკირობისთვის. ის თავის ჩაკრას აძლევდა ჯაჭვის ფორმას, რისი მეშვეობითაც მუდმივად კონტროლის ქვეშ ყავდა დემონი და არ აძლევდა მას განთავისუფლების საშვალებას. ასევე იგივე ჩაკრას ჯაჭვების მეშვეობით იგი ქმნიდა ბარიერს, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ჩამკეტ ტექნიკას. როგორც უზუმაკის კლანის წარმომადგენელს, მას შთამომავლობით გადაეცა საოცარი სიძლიერე და სიცოცხლისუნარიანობა, რის გამოც იგი გადარჩა, როცა ბიჯუმ მისი სხეული დატოვა. ასევე იყო საკმაოდ მარჯვე, უნარიანი, მოხერხებული და საკმაოდ კარგად ფლობდა ფუინძიუცუს, რომელიც მან მინატოსაც ასწავლა[1].

მეორე ნაწილი[]

ნარუტოსა და კუშინას შეხვედრა

ნარუტოსა და კუშინას შეხვედრა

16 წლის შემდეგ ნარუტომ სცადა კურამაზე კონტროლის მოპოვება. როცა ის თითქმის მთლიანად მოიცვა 9-კუდა დემონის სიძულვილმა, მის წინ კუშინა გაჩნდა. თავიდან ნარუტოს ის კურამას შეცვლილი ფორმა ეგონა, ამიტომ მის გონზე მოსაყვანად კუშინამ თავშიც კი ჩაარტყა შვილს, თავისი ფიცხი ხასიათისა და ასევე ნარუტოს მიუხვედრელობით გამოწვეული სიბრაზის გამო. შემდეგ კი ბოდიში მოუხადა მოუთმენლობისთვის, იმედოვნებდა რა რომ ნარუტოს არ გამოყვა მისი ასეთი სულმოკლე ხასიათი. დედის ნახვით გამოწვეული სიხარულით თვალებაცრემლიანებული ნარუტო დიდხანს ეხვეოდა მას და ამით გამოწვეულმა ბედნიერებამ შეაჩერა კურამას სიძულვილით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა. კუშინამ კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი ჩაკრას ჯაჭვები , რამაც მათ საშვალება მისცა მშვიდად ესაუბრათ.

საუბრის დროს ნარუტომ შეუქო გარეგნობა და სინანული გამოთქვა, რომ მას არ დაჰყვა კუშინასავით წითელი თმა, რითაც დიდად ასიამვნა დედას. ნარუტოს კითხვაზე, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი მან და მინატომ დაიბნა,თუმცა მაინც დაწვრილებით მოუყვა თუ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი. მან ასევე კიდევ ერთხელ კიდევ გაუმეორა ნარუტოს, რომ ძალიან უყვარდა და მადლობაც გადაუხადა, რომ გაამართლა მშობლების იმედები და რომ ასე გააბედნიერება ისინი. ამ სიტყვებმა ნარუტოს ძალა შემატა და საბოლოოდ შეძლო კურამას დამორჩილება და მისი ჩაკრას მართვა. დამშვიდობებამდე კუშინამ ბოდიში მოუხადა ნარუტოს, რომ მან და მინატომ ვერ შეძლეს მის გვერდით ცხოვრება, მისთვის სიყვარულისა და სითბოს გაზიარება, რომ გაწირეს მარტოობისთვის, მაგრამ ნარუტომ აღიარა რა რა ტანჯვაც გამოარა,მაინც არასოდეს გაბრაზებულა მშობლებზე,რადგან კიუბისთან ერთად დაბადებიდან ატარებდა მათ სიყვარულს და რომ ბედნიერი იყო იმითაც კი, რომ საშუალება მიეცა 16 წლის შემდეგ მაინც შეხვედროდა და ესაუბრა მათთან . კუშინამ ცრემლები ვეღარ შეიკავა საბოლოოდ გადაეხვია შვილს და გახარებულმა,რომ ნარუტომ მათი იმედები და ოცნებები მემკვიდრეობით მიიღო,საბოლოოდ დატოვა იგი.

ფილმები[]

ნარუტოს მეექვსე ფილმი: გზა ნინძასკენ , სადაც ის და მინატო ისევ ცოცხლები არიან და ნარუტოსთან გარდა ჰყავთ კიდევ ერთი შვილი, მენმა, რომელიც არის ბნელი კურამას ჯინჩურიკი

სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ნარუტო, მე-500 თავი, გვ. 3
Advertisement