ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
კუდიანი ურჩხულები და მათი ჯინჩურიკები

კუდიანი ურჩხულები და მათი ჯინჩურიკები. მარცხნიდან მარჯვნივ, ზევიდან ქვევით: მატატაბი და იუგიტო ნიი, სონ გოკუ და როში, შუკაკუ და გაარა, ისობუ და იაგურა, კოკუო და ჰანი, საიკენი და უტაკატა, გიუკი და კილერ ბი, ჩომეი და ფუ, კურამა და ნარუტო.

კუდიანი ურჩხული (尾獣, ბიჯუ) გიგანტური არსებები არიან, რომლებიც სამყაროში ჩაკრას ფორმით არსებობენ, ამიტომ ზოგჯერ მათ ჩაკრას ურჩხულებსაც უწოდებენ. ერთმანეთისგან ისინი გარეგნობითა და კუდების რაოდენობით განსხვავდებიან, რაც ერთიდან ცხრამდე მერყეობს. ცხრაკუდიანი კურამას თქმით, კუდიანი ურჩხულის სიძლიერის დონე მისი კუდების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ერთკუდიანი შუკაკუც კი შინობთა უმრავლესობაზე ბევრად ძლიერია. კუდიანი ურჩხულების ჩაკრა წითელი ფერისაა.

კუდიანი ურჩხულები მოაზროვნე არსებებს წარმოადგენენ. მათ პიროვნების ყველა ნიშან-თვისება აქვთ და, ადამიანების მსგავსად, მათი ხასიათიც ემოციებითაა მართული. მიუხედავად ამისა, ისინი ყოველთვის იძულებით ემსახურებოდნენ ცალკეული ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის მიზნებსა და ინტერესებს და მათ ხელში უბრალო იარაღებს წარმოადგენდნენ.

თავდაპირველად მხოლოდ ერთი კუდებიანი დემონი, ათკუდიანი ურჩხული არსებობდა, რომლის შესაძლებლობები თითქმის განუსაზღვრელი იყო, თუმცა ექვსი გზის განდეგილმა, თავისი რინნეგანის წყალობით მისი დამარცხება შეძლო. მან ურჩხული საკუთარ სხეულში ჩაბეჭდა და პირველ ჯინჩურიკად იქცა. სიკვდილის წინ მან ათკუდიანის ჩაკრა ცხრა ნაწილად დაყო და ამგვარად ცხრა ცალი კუდიანი ურჩხული შექმნა. ჩიბაკუ თენსეის მეშვეობით მან ათკუდიანის სხეული ქვის უზარმაზარ სფეროში გამოამწყვდია და ამგვარად შექმნა მთვარე.

ათკუდიანის ჩაკრასგან წარმოქმნილი ახალგაზრდა ურჩხულები ექვსი გზის განდეგილმა გარს შემოიკრიბა, მათ სახელები შეურჩია და უთხრა, რომ ისინი ყოველთვის ერთად იქნებიან მაშინაც კი, როდესაც განცალკევდებიან და ერთ დღეს ყველანი ერთ არსებად გაერთიანდებიან, რათა გაიგონ, თუ რა არის ნამდვილი ძალა, როცა ამისი დრო მოვა... რომ მათ სწორ გზაზე გაუძღვებიან და მათ განსხვავებული სახელები და ფორმები ექნებათ[1].

დამალული სოფლების დაარსების პერიოდში, ჰაშირამა სენჯუმ რამდენიმე ასეთი ურჩხული დაიჭირა და, მშვიდობის ნიშნად, ყველა სოფელს თითო უბოძა, რითაც ისინი ერთმანეთთან გაათანასწორა. ჰაშირამას სიკვდილის შემდეგ, ურჩხულების დამორჩილება სოფლებმა ვეღარ შეძლეს, რის გამოც მათი ადამიანების სხეულში ჩაბეჭდვა წამოიწყეს. ასეთ ადამიანებს ჯინჩურიკები ეწოდებათ. მათ ძირითადად კაგეს ოჯახის წევრთაგან შეარჩევდნენ ხოლმე, რათა ისინი მუდმივად სოფლის ერთგულნი ყოფილიყვნენ და საჭიროების შემთხვევაში დაეცვათ იგი. როგორც წესი, ჯინჩურიკებს ურჩხულთა მართვა ძალიან უჭირთ. უფრო მეტიც, ხშირად თავად ექცევიან მათი ზემოქმედების ქვეშ.

აღსანიშნავია, რომ კუდიანი ურჩხულების მართვას ზოგიერთი შინობი დოძიუცუს მეშვეობით ახერხებს. ასეთია მადარა უჩიჰა და ტობი. არსებობენ ე.წ. პსევდოჯინჩურიკებიც. ამის მაგალითია ოქროსა და ვერცხლის ძმები, რომლებიც ერთ დროს ცხრაკუდიანმა მელიამ გადაყლაპა. დემონის მუცლეში, მისი ხორცის შეჭმის შედეგად ძმებმა ურჩხულის ჩაკრას დიდი რაოდენობა შთანთქეს და ჯინჩურიკის მსგავსი შესაძლებლობები შეიძინეს.

კუდიანი ურჩხულებით განსაკუთრებით აკაცუკია დაინტერესებული. მეოთხე მსოფლიო ომის დაწყების დროისათვის მათ უკვე შიდი ცალი ასეთი ურჩხული ჰყავდათ. მას შემდეგ, რაც კაბუტო იაკუში გარდაცვლილ შინობებს გააცოცხლებს, ტობი ექვს ურჩხულს მათი ყოფილი ჯინჩურიკების სხეულში ჩაბეჭდავს და პეინის ექვს გზას შექმნის, შემდგომ კი მათ ჩაკრას გარეთა გზის დემონურ ქანდაკებაში გადაიტანს.

ათკუდიანი ურჩხული[]

ათკუდიანი (十尾, ჯუბი) პირველყოფილ დემონს ეწოდება, რომელიც ექვსი გზის განდეგილმა დაამარცხა და მისი ჩაკრა ცხრა ნაწილად დაყო. ამგავარად შეიქმნა ცხრა ცალი კუდიანი ურჩხული. მათი ჩაკრას შერწყმით მადარა უჩიჰა ათკუდიანის გაცოცხლებას გეგმავს, რათა მისი ჯინჩურიკი გახდეს და მთვარეზე თავისი შარინგანის გამოსახვით მთელი მსოფლიო დაუსრულებელი გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მოაქციოს.

სახეობები[]

შუკაკუ (守鶴), იგივე ერთ კუდიანი (一尾, იჩიბი) სუნაგაკურეს გაარას სხეულში იყო ჩაბეჭდილი. გარეგნობით იგი ტანუკის ჰგავს. მას შემდეგ, რაც გაარას დეიდარა გაიტაცებს, აკაცუკი მას შუკაკუს ჩაკრას ამოაცლის.

მატატაბი (又旅), იგივე ორ კუდიანი (ニ尾, ნიბი) კუმოგაკურეს იუგიტო ნიიში იყო ჩაბეჭდილი. იგი ჰიდანმა და კაკუზუმ დაიჭირეს, რის შემდეგაც აკაცუკიმ მას მატატაბის ჩაკრა ამოაცალა. ამ ურჩხულს კატას გარეგნობა აქვს. მეოთხე მსოფლიო ომის დროს იგი ხელმეორედ ჩაიბეჭდა რეინკარნირებული იუგიტოს სხეულში.

ისობუ (磯撫), იგივე სამ კუდიანი (三尾, სანბი) გიგანტურ კუს ჰგავს. მისი ჯინჩურიკი კირიგაკურეს იაგურა იყო, რომელიც დეიდარამ და ტობიმ დაიჭირეს, რის შემდეგაც აკაცუკიმ მას ისობუს ჩაკრა ამოაცალა, თუმცა მეოთხე მსოფლიო ომის დროს ეს ურჩხული ხელმეორედ ჩაიბეჭდა რეინკარნირებული იაგურას სხეულში.

სონ გოკუ (孫悟空), იგივე ოთხ კუდიანი (四尾, იონბი) იუაგაკურეს კუდიან ურჩხულს წარმოადგენდა. მას მაიმუნის გარეგნობა აქვს. მის ჯინჩურიკს როში ერქვა, რომელიც კისამე ჰოშიგაკიმ დაიჭირა და აკაცუკის გადასცა, რომელმაც მას ურჩხულის ჩაკრა ამოაცალა. მეოთხე მსოფლიო ომის დროს სონი ხელმეორედ ჩაბეჭდეს რეინკარნირებული როშის სხეულში.

კოკუო (穆王), ხუთ კუდიანი (五尾, გობი) ურჩხულია, რომელიც იაგაკურეს ჰანში იყო ჩაბეჭდილი. ეს უკანასკნელი აკაცუკიმ შეიპყრო და მას კოკუოს ჩაკრა ამოაცალა. აღსანიშნავია, რომ კოკუო ერთ-ერთია იმ ორ კუდიან ურჩხულს შორის, რომელიც აკაცუკიმ ანიმე სერიების მე-2 ნაწილის დაწყებამდე შეიპყრო. მეოთხე მსოფლიო ომის დროს კოკუო ხელმეორედ ჩაბეჭდეს რეინკარნირებული ჰანის სხეულში.

საიკენი (犀犬, საიკენ) ექვს კუდიანი (六尾, როკუბი) გიგანტური ლოქორაა, რომელიც კირიგაკურეს უტაკატაში იყო ჩაბეჭდილი. ეს უკანასკნელი ნაგატომ შეიპყრო, რის შემდეგაც აკაცუკიმ მას ურჩხულის ჩაკრა ამოაცალა. მეოთხე მსოფლიო ომის დროს საიკენს ხელმეორედ ჩაბეჭდავენ რეინკარნირებული უტაკატას სხეულში.

ჩომეი (重明) შვიდ კუდიან (七尾, ნანაბი) ურჩხულს ჰქვია. იგი ტაკიგაკურეს ფუში იყო ჩაბეჭდილი. ფუ აკაცუკიმ შეიპყრო და მას ჩომეის ჩაკრა ამოაცალა. ჩომეიც ერთ-ერთია იმ ორი კუდიანი ურჩხულიდან, რომელიც აკაცუკიმ ანიმე სერიების მე-2 ნაწილის დაწყებამდე შეიპყრო. მეოთხე მსოფლიო ომის დროს მას ხელმეორედ ჩაბეჭდავენ რეინკარნირებული ფუს სხეულში.

გიუკი (牛鬼), იგივე რვა კუდიანი (八尾, ჰაჩიბი) გარეგნობით ხარს წააგავს. მის კუდს რვა საცეცი შეადგენს, რაც რვაფეხას საცეცებს ჰგავს. მის ჯინჩურიკს კუმოგაკურეს კილერ ბი წარმოადგენს. უწინ იგი კილერ ბის ბიძაშვილის მამაში, შემდეგ ბიძაშვილის ბიძაში, შემდეგ კი ბიძაშვილში იყო ჩაბეჭდილი.

კურამა (九喇嘛) ცხრა კუდიან (九尾, კიუბი) ურჩხულს ჰქვია. მას ცხრაკუდიან დემონ მელიასაც ეძახიან. მისი ჯინჩურიკია კონოჰას ნარუტო უზუმაკი. ეს ურჩხული თავდაპირველად მიტო უზუმაკიში იყო ჩაბეჭდილი, სიკვდილის შემდეგ კი მას ნარუტოს დედა, კუშინა ჩაენაცვლა.

სქოლიო[]

  1. ნარუტო, 572-ე თავი
Advertisement