Fandom

ნარუტოპედია

კონანი

ამ ვიკიში
გვერდია
140
Add New Page
განხილვა0 Share

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

კონანი
კონანი.png
სხვა
სახელები
ანგელოზი (天使, ტენში)
დებიუტი
მანგა 363-ე თავი
ანიმე მე-2 ნაწილი, 125-ე სერია
ფილმი გზა ნინძასკენ: ნარუტო, ფილმი
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Heroes 3
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში
გახმოვანება
ახმოვანებს აცუკო ტანაკა
კაორი მინე (ბავშვი)
მონაცემები
დაბადების
თარიღი
20 თებერვალი
სქესი ვენერას სიმბოლო.svg მდედრობითი
ასაკი გარდაცვლილი
სიმაღლე 169.4 სმ.
წონა 45.3 კგ.
წოდება ეს-რანგი
ამეგაკურეს მმართველი
გუნდი აკაცუკის სიმბოლო.svg აკაცუკი
პარტნიორები ნაგატო
კუთვნილება ამეგაკურეს სიმბოლო.svg ამეგაკურე

კონანი (小南) ამეგაკურელი კუნოიჩი და აკაცუკის ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი იყო. ნაგატოს სიკვდილის შემდეგ მან ორგანიზაცია დატოვა და ამეგაკურეს ლიდერი გახდა.

წარსულირედაქტირება

იაჰიკო,კონანი,ნაგატო და ჩიბი.jpg

იაჰიკო, კონანი, ნაგატო და ჩიბი

კონანს მშობლები ადრეულ ასაკში, მეორე მსოფლიო ომში დაეხოცა. მარტო დარჩენილი ასევე ობოლ იაჰიკოს დაუმეგობრდა და მას მერე ისინი ერთიანი ძალებით ცდილობდნენ გადარჩენას. მოგვიანებით კონანი ნაგატოსა და მის ძაღლ ჩიბის შეხვდა და შიმშილისგან სიკვდილის პირას მყოფნი თავის სამალავში მიიყვანა. კონანი, იაჰიკო და ნაგატო მალე განუყრელი მეგობრები გახდნენ. ვინაიდან მათ მშობლები არ ჰყავდათ და კეთილი ადამიანებიც ნაკლებად იყვნენ მათ ირგვლივ, ისინი თავს საკვების მოპარვით ირჩენდნენ, რის გამოც ხშირად უსიამოვნებაში ეხვეოდნენ.

ერთ დღეს ამეგაკურეს ობლები ქალაქიდან სამალავში ბრუნდებოდნენ. საუბარში გართულები უნებლიედ ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდნენ, რამაც ჩიბის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტრაგედიით განცდილმა ტკივილმა იაჰიკოს გადააწყვეტინა, რომ მსოფლიოს ბოროტებისა და სიძულვილისგან განთავისუფლების მიზნით საჭირო იყო, გამხდარიყო „ღმერთი“, რომელიც ბოლოს მოუღებდა გაუთავებელ, უაზრო ომიანობასა და შექმნიდა ახალ, მშვიდობიან მსოფლიოს. იაჰიკოს ოცნება კონანისა და ნაგატოს ოცნებაც გახდა, რომლის ასახდენად მათ დატოვეს თავშესაფარი და ჰანზოსთან ბრძოლის შემდეგ გადარჩენილი სანნინის კვალს დაადნენ. სახიფათო და დამქანცველი ძიების შემდეგ ისინი ჯირაიას, ცუნადესა და ოროჩიმარუს შეხვდნენ, რომელმაც თანაგუნდელებს შესთავაზა, დაეხოცათ ბავშვები მათთვის ტანჯვის თავიდან ასაცილებლად. ჯირაიამ შეაჩერა ოროჩიმარუ და გადაწყვიტა, ობლებთან დარჩენილიყო, რათა მათთვის ბრძოლა და თავდაცვა ესწავლებინა და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნებოდა სანნინს.
კონანის ქაღალდის ყვავილი2.jpg

კონანის ქაღალდის ყვავილი

განშორებისას კონანმა თავისი ტექნიკის გამოყენებით ქაღალდის ყვავილი შექმნა და მადლიერების ნიშნად ცუნადეს უსახსოვრა, რითაც გააოცა კონოჰას ლეგენდარული შინობი.

ნაგატომ, იაჰიკომ, კონანმა და ჯირაიამ ერთად დაიწყეს ცხოვრება. მეტად კეთილი, თბილი და მზრუნველი ჯირაია მალე მათი ოჯახის ნაწილი გახდა. მან ობლებს ნინძიუცუ და ტაიძიუცუ შეასწავლა ანუ ყველაფერი ის, რაც თავის დასაცავად იყო საჭირო. თანაცხოვრების სამი წლის შემდეგ ჯირაიამ დატოვა ობლები და თავის გუნდს შეუერთდა. კონანმა, ნაგატომ და იაჰიკომაც დატოვეს თავშესაფარი და დააარსეს მშვიდობისათვის მებრძოლი ორგანიზაცია აკაცუკი, რომელსაც სათავეში იაჰიკო ჩაუდგა. აკაცუკიმ დიდი სისწრაფით მოიხვეჭა სახელი, რამაც საფრთხე შეუქმნა ჰანზოს მმართველობას, ამიტომ მან საჭირო ზომები მიიღო: იგი საიდუმლოდ შეეკრა კონოჰას დანზო შიმურას, იაჰიკოს ნდობის მოსაპოვებლად კი მას თანამშრომლობა შესთავაზა. რეალურად ჰანზოს მიზანი კონკურენტი აკაცუკის განადგურება იყო. იაჰიკოსა და ნაგატოსგან მალულად მან კონანი გაიტაცა და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ ნაგატოს მისი მეგობრისა და ორგანიზაციის ლიდერის - იაჰიკოს მოკვლა უბრძანა. კონანმა, რომელსაც უყვარდა იაჰიკო, მათ სთხოვა, გაქცევით ეშველათ თავისთვის. ვინაიდან იაჰიკოს ყოველთვის სწამდა, რომ რინნეგანის მფლობელი ნაგატო იყო „მსოფლიოს მხსნელი“, რომელიც შინობთა სამყაროს მშვიდობას მოუტანდა, იგი თავადვე წამოეგო მეგობრის კუნაის. ნაგატომ კონანის გამოხსნა მოახერხა, მაგრამ იაჰიკოს სიკვდილმა უდიდესი ცვლილება მოახდინა მათზე. მან და კონანმა აკაცუკის მიზნისკენ სწრაფვის განსხვავებული, სასტიკი გზა ამოირჩიეს. სიძულვილით დაბრმავებულებმა დაივიწყეს თავიანთი ოცნება და ორგანიზაცია S-რანგის ბოროტმოქმედებით დააკომპლექტეს. მათი იდეოლოგიის თანახმად, მხოლოდ ომს შეეძლო ადამიანებისთვის შეეხსენებინა მშვიდობის ფასი, ამიტომ მათ ახალი ომის წამოწყება გადაწყვიტეს, რომლის შემდეგ დროებითი მშვიდობა დაისადგურებდა, რაც გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ადამიანებს კვლავ ომის წყურვილი არ გაუჩნდებოდათ.

მონაწილეობა სერიებშირედაქტირება

მეორე ნაწილირედაქტირება

პეინის ექვსი გზის უძლიერესი ტექნიკის გამოყენებით ნაგატომ თავისი ჩაკრა 6 სხეულში გაანაწილა, მოკლა ამეგაკურეს მმართველი ჰანზო და მისი ადგილი დაიკავა. იმ დღიდან მან თავს „ღმერთი“ უწოდა, კონანი კი მისი „ანგელოზი“ გახდა. ამეგაკურეში აკაცუკის ლიდერის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად შეპარულმა ჯირაიამ დაადგინა, რომ პეინი ყველას უყვარდა, ამავდროულად მისი ეშინოდათ, რადგან მან არა მარტო ჰანზო მოკლა, არამდე მისი ოჯახი, ნათესავები და მასთან დაახლოებული ყველა პირი გამოასალმა სიცოცხლეს. ჯირაიამ შენიშნა, რომ მაღაზიებისა და სხვა დაწესებულებების შესასვლელები ქაღალდის ანგელოზებით იყო დამშვენებული, რომლებსაც ერთგვარი თილისმის დანიშნულება ჰქონდა. ჯირაია გააოცა ირგვლივ არსებულმა მშვიდობამ, რადგან ჰანზოს დროს სოფელში მხოლოდ ქაოსი სუფევდა.

კონანის ქაღალდის ფრთები.jpg

კონანის ქაღალდის ფრთები

სენსორული ტექნიკის წყალობით ნაგატომ ჯირაიას ჩაკრა მყისვე იგრძნო და მისი მოძებნა კონანს დაავალა. შიკიგამის ცეკვის გამოყენებით კონანმა საკუთარი სხეული ქაღალდის ფურცლებად გარდაქმნა და მათგან ქაღალდის პეპლები შექმნა, რომლებიც მთელ სოფელში მიმოფანტა. მათი მეშვეობით მან მცირე დროში დაადგინა კონოჰელის კოორდინატები. ჯირაიამ დანახვისთანავე იცნო კონანი და აღნიშნა, რომ ის გამორჩეულად ლამაზ და ძლიერ კუნოიჩად ქცეულიყო, როგორც ეს თავად ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. კონანმა, რომელსაც ჯაშუშის მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, ჯირაიას მაშინვე შეუტია. მოწინააღმდეგის ქაღალდის ტექნიკა ჯირაიამ გომბეშოს ზეთის ტყვიებით დაძლია, მისი გაკავება კი გარეული ლომის ფაფრის ტექნიკის მეშვეობით მოახერხა. ჯირაიამ გაკვირვება ვერ დამალა, როდესაც კონანის სახეზე ვერაფერი ამოიკითხა, რაც მან ფრიად სამწუხაროდ მიიჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ მას ერთი წამითაც არ უნანია, რომ ოროჩიმარუს მისი მოკვლის ნება არ მისცა. მათ დიალოგს მალე პეინიც შეურთდა. მან ჯირაია საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ისინი არასწორ გზაზე იდგნენ. პეინმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ მოწინააღმდეგეს მოკლავდა, ჯირაიას გაუმხილა, რომ იგი ახალი მსოფლიო ომის წამოწყებას აპირებდა, რადგან, მისი აზრით, მხოლოდ ომის ტკივილს შეეძლო ადამიანების უკეთესობისკენ შეცვლა.

სამწუხაროდ, ერთ დროს ყველაზე საყვარელ ადამიანთან შეხვედრაც არ აღმოჩნდა საკმარისი პეინისა და კონანის გონზე მოსაყვანად. საბოოლოოდ „ტკივილით პიროვნულად გაზრდილებმა“ არ დაინდეს ჯირაია და შეუბრალებლად მოკლეს.

ნარუტო,კონანი და ნაგატო.jpg

ნარუტო, კონანი და ნაგატო ქაღალდისგან ფორმირებულ ხეში, რომელსაც სამალავად იყენებდნენ კონოჰაზე თავდასხმის დროს

ჯირაიასთან ბრძოლის შემდეგ, ნაგატო კონანთან ერთად კონოჰაში, კურამას შესაბყრობად მიემართება. კონანის როლი ამ შემთხვევაში ნარუტოს მოძებნაა. კონანს ბრძოლა მხოლოდ აბურამეს კლანთან მოუწია, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა პეინი ყველაზე ძლიერი ტექნიკის შინრა თენსეის გამოყენებას დააპირებს, კონანი მის გადარწმუნებას შეეცდება. რადგან ამას ვერ ახერხებს, უარს ამბობს ბრძოლაში ჩართვაზე და ნაგატოსთან სამალავში ბრუნდება და სიუჟეტის დასრულებამდე მის გვერდით რჩება. ნარუტოს გამოჩენისას მზადაა ნაგატოს დასაცავად, მაგრამ ვინაიდან პეინი მასთან საუბარს გადაწყვეტს, „ანგელოზი“ ემორჩილება მის სურვილს. მათი დიალოგიდან კონანიც აცნობიერებს, რომ სამივეს არა მარტო საერთო სენსეი, არამედ საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილიც აერთიანებთ. იგი ხვდება, რომ არასწორი გზით იცხოვრეს, ვერ გაამართლეს ჯირაიას იმედები, რომ გადაუხვიეს საკუთარ მიზნებს. ნაგატო უკანასკნელ ჩაკრას მისი მიზეზით დაღუპული კონოჰელების გაცოცხლებას მოახმარს.

კონანისა და ნარუტოს დამშვიდობება.jpg

კონანისა და ნარუტოს დამშვიდობება

ამ ამბის შემდეგ, კონანმა ნაგატოს და იაჰიკოს სხეულები ორიგამის გამოყენებით ქაღალდის ფურცლებში გაახვია. დამშვიდობებისას მან ნარუტოს ქაღალდის ყვავილების თაიგული უსახსოვრა მადლიერების ნიშნად და იმედოვნებდა, რომ ნაგატოს იმედებს მართლა გაამართლებდა და იპოვიდა გამოსავალს მშვიდობის დასამყარებლად.

ტობის და კონანის შეხვედრა ამეგაკურეში.png

კონანისა და ტობის შეხვედრა ამეგაკურეში

ტობი რინნეგანის დასაბრუნებლად ამეგაკურეში მივიდა. მაგრამ კონანი არ აპირებდა საიდუმლო სამალავის ადგილმდებარეობის გამხელას. ბრძოლის დაწყებამდე კონანმა უთხრა ტობის, რომ ის იყო სიბნელე, სამყარო სინათლის გარეშე, სადაც ყვავილები მხოლოდ ჭკნებიან და კვდებიან. ნარუტო კი პირიქით, მას გადაეცა ნაგატოს და იაჰიკოს იმედები, მიზნები, მისწრაფებები და ის შეძლებს აასრულოს ის, რაც მათ ვერ შეძლეს. ნარუტო არის ხიდი მშვიდობისკენ, ხოლო კონანი გახდება ამ ხიდის საყრდენი.

მან ქაღალდის შურიკენებით შეუტია, მაგრამ მათ ტობის სხეულში გაიარეს. უშედეგო შეტევის შემდეგ, მან სწრაფად მოახერხა ტობის ქაღალდის ფეთქებადი ფურცლებით დაფარვა. ამ ნაბიჯით მან ტობის მარჯვენა ხელი დააკარგვინა და ნიღაბიც გაუტეხა. კონანმა ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკის (神の紙者の術, კამი ნო შიშა ნო ძიუცუ)გამოყენებით ტბა ორ ნაწილად გაყო და წარმოიქმნა ღრმა უფსკრული, რომლის კედლებიც 600 მილიარდი ქაღალდის ბომბებისგან შედგებოდა. რადგან უფსკრულში ჩავარდნილ ტობის კამუის გამოყენება ვერ მოესწრო ყველა ფეთქებადი ქაღალდი ერთდროულად ფეთქდებოდა ათი წუთის განმავლობაში.

ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკა.jpg

ღმერთის ქაღალდის პიროვნების ტექნიკა

თუმცა ინაზაგის მეშვეობით, ტობიმ შეძლო გადარჩენა, მაგრამ მხოლოდ მარჯვენა თვალის დაკარგვის საფასურად. მან ზურგში გაუყარა რკინა კონანს, მაგრამ მან მაინც შეძლო განთავისუფლება. ამ დროს მათ გასაკვირად , ამეგაკურეში მუდმივმა წვიმამ გადაიღო და გაჩნდა ცისარტყელა. დასუსტებულმა კონანმა კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ შეუტია მტერს. მან ორი ქაღალდის ჩაკრა წარმოქმნა, შემდეგ ისევ ქაღალდის შურიკენებით შეუტია, მაგრამ უშედეგოდ. ტობი მას ყელში სწვდა და გენძიუცუს მოქმედების ქვეშ მოაქცია, რისი საშუალებითაც დაადგინა ნაგატოს განსასვენებლის ადგილმდებარეობა.

კონანის სიკვდილი.png

კონანის სიკვდილი

მის სხეულს ტობი წყალში დატოვებს. კონანის ტანსაცმლიდან მისი სისხლით გაწითლებული ქაღალდის ნაჭერს ქარი აიტაცებს და ამგაკურეს ობლების ბავშვობისდროინდელ თავშესაფარში მის ფირფიტას ააფარებს, ნიშნად იმისა, რომ, დაპირებისამებრ, სამივე მათგანი შინ დაბრუნდა.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი