ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
იუაგაკურე

იუაგაკურე

იუაგაკურე (岩隠れの里, იუაგაკურე ნო სატო, ქართ. „ქვებით დამალული სოფელი“) მიწის ქვეყნის დამალული სოფელია. დანარჩენი ოთხი დიდებული ქვეყნის დამალული სოფლების მსგავსად სათავეში მასაც კაგე უდგას, რომელსაც ცუჩიკაგე ჰქვია. სოფლის ამჟამინდელი ცუჩიკაგეა ონოკი. იუაგაკურე მისი შინობების ქვასავით მტკიცე ნებისყოფითაა ცნობილი. ცუჩიკაგეს ბრძანებას ისინი უყოყმანოდ ასრულებენ, თუნდაც ეს მათ სიკვდილს უქადდეს.[1] სოფლის შინობის ტიპური ტანსაცმელი წითელი ფერისაა. მას შეიძლება ჰქონდეს ერთი, ან ორივე სახელო და ლაცკანი, როგორც წესი უსახელო მხარეს. ზოგი ქურთუკს ატარებს, მასზე მიმაგრებული მცირე ზომის ჩანთით, ან მის გარეშე, ზოგი კი კოჭის მიდამოებში ბადის ჯავშანს. იუაგაკურეს ნინძებისთვის მიწის გამოშვების ტექნიკებია დამახასიათებელი.

სოფლისა და მიწის ქვეყნის გარშემო განლაგებული კლდოვანი მთები ბუნებრივ სიმაგრეს წარმოადგენენ და სოფლის დაცვას უზრუნველყოფენ. ამ კლდეებიდან ვიწრო ჩანჩქერები მოედინება. სოფელში კლდეში გამოკვეთილი და ქვით ნაშენი კოშკის ფორმის მაღალი შენობებია, რომლებიც ერთმანეთს ხიდებით უკავშირდებიან. ცუჩიკაგეს სასახლე მათ შორის უდიდესია. მას კონუსის ფორმის სახურავი აქვს, რაზეც სოფლის სიმბოლოა გამოსახული.

სქოლიო[]

  1. პირველი მეგზური
Advertisement