Wikia

ნარუტოპედია

ინ-იანის გამოშვება

Talk0
89pages on
this wiki
ექვსი გზის ბრძენის ყოველი საგნის შექმნა
DevaMKAdded by DevaMK

ინ-იანის გამოშვება (陰陽遁, ონმიოტონ, ინიოტონ)[1][2] ინის გამოშვებისა და იანის გამოშვების შერწყმით სრულდება. ინი სულიერ ენერგიას, იანი კი ფიზიკურ ენერგიას უკავშირდება, მათი კომბინაცია კი ჩაკრას ნინძიუცუდ გარდასაქმნელადაა საჭირო. იამატოს თქმით, ინისა და იანის ურთიერთქმედება ისეთი ტექნიკების წყაროა, როგორებიცაა ჩრდილის მიბაძვის ტექნიკა, მულტი-ზომის ტექნიკა, სამკურნალო ნინძიუცუ, გენძიუცუ და სხვა ისეთი ძიუცუები, რომლებიც რომელიმე ელემენტს არ ეფუძნებიან[3].

ექვსი გზის ბრძენი ინ-იანის გამოშვებას იმდენად სრულყოფილად ფლობდა, რომ ინის მეშვეობით მან თავის ფანტაზიებს ფორმა მისცა, იანით კი ისინი რეალობად აქცია და მათი გაცოცხლებაც კი შეძლო. ტობის თქმით, ამ უნარს ყოველი საგნის შექმნა ერქვა, რისი მეშვეობითაც ექვსი გზის ბრძენმა ათკუდიანის ჩაკრასგან კუდიანი ურჩხულები შექმნა. იზანაგიც ამ ტექნიკას ეფუძნება.

შესაძლოა თეთრი ზეცუ და მისი არმია მადარა უჩიჰამ ნაწილობრივ ინ-იანის გამოყენებით შექმნა[4].

სქოლიოEdit

  1. ნარუტო, 510-ე თავი, გვ. 11-12
  2. ნარუტო, 606-ე თავი, გვ. 15-16
  3. ნარუტო, 316-ე თავი, გვ. 9
  4. ნარუტო, 606-ე თავი, გვ. 14

Photos

Add a Photo
212photos on this wiki
See all photos >

Recent Wiki Activity

See more >

Around Wikia's network

Random Wiki