ინის გამოშვება (陰遁, ინტონ) - ისეთი ტექნიკებია, რომლებიც სულიერ ენერგიას ეფუძნებიან, რაც წარმოსახვას მართავს და ილუზიებს ქმნის. იანის გამოშვებასთან მისი კომბინაციით ინ-იანის გამოშვება წარმოიქმნება[1].
კონოჰაზე ცხრაკუდიანის თავდასხმის დროს მინატო ნამიკაზემ მკვდარი დემონის შთანთქმის ბეჭდით მელიის ჩაკრას ინ ნახევარი შინიგამიში ჩაბეჭდა[2]. მეორე მიზუკაგემ თავს ინის ელემენტის, იგივე გენძიუცუს გამომყენებელი უწოდა[3], რაც იმას ნიშნავს, რომ გენძიუცუ ან ინის გამოშვების იდენტურია, ან მის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.