Fandom

ნარუტოპედია

თავი 635

ამ ვიკიში
გვერდია
140
Add New Page
განხილვა0 Share

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

თავი 635
(新しい風, ატარაში კაზე)
მონაცემები
წინა თავი თავი 634
მომდევნო თავი თავი 636

ახალი ქარი (新しい風, ატარაში კაზე) ნარუტოს 635-ე თავია.

შინაარსირედაქტირება

კაცუიუს შემხედველ სუიგეცუს დააინტერესებს, თუ რამდენი მარილია საჭირო მის დასამარცხებლად, რაც კარინს გააღიზიანებს. მათ კინკლაობას ბოლოს ოროჩიმარუ მოუღებს, რომელიც იტყვის, რომ პირველ რიგში მათ ცუნადეს უნდა მიხედონ. იგი შენიშნავს, რომ ცუნადეს „ცოტათი გადაუჭარბებია“. კაცუიუ პირში მჟავას მოიმარაგებს, თუმცა ოროჩიმარუ მას ეტყვის, რომ იგი მტერი არაა, არამედ ცუნადეს განსაკურნად მოვიდა. კაცუიუ მას დაუჯერებს, რაც ოროჩიმარუს მიახვედრებს, რომ იგი მის მანდაზე უფრო შეგნებული ყოფილა. ოროჩიმარუ კაცუიუს ჰკითხავს, თუ სად არიან სხვა კაგეები. კაცუიუ მას მიუგებს, რომ ისინი მისი განაყოფების შიგნით იკურნებიან. ოროჩიმარუს კითხვაზე, თუ რატომაა განკურნების პროცესი ასეთი ნელი კაცუიუ უპასუხებს, რომ იგი ცუნადეს თეთრი ძლიერების ბეჭდის ძალას იყენებს, ცუნადე კი მეტად დასუსტებულია. ოროჩიმარუ შენიშნავს, რომ ასეთი დასუსტებული ცუნადე მას არასდროს უნახავს. კაცუიუ განაცხადებს, რომ იგი გამოძახების ტექნიკის შენარჩუნებასა და, იმავდროულად, კაგეების განკურნებას ცდილობს, რის გამოც ცუნადეს სხეულის სათანადოდ გამთლიანება არ შეუძლია. ოროჩიმარუ სუიგეცუს ცუნადეს სხეულის ნაწილების შეერთებას, კარინს კი მისთვის ჩაკრას მიცემას დაავალებს, რაც ამ ორს შორის მორიგი ჩხუბის ატეხვის მიზეზი გახდება. ოროჩიმარუ მათ დაემუქრება, რომ თუ ისინი მის ბრძანებას არ შეასრულებენ, იგი მათ სხეულებს დაეპატრონება. მას შემდეგ, რაც ცუნადე გონს მოვა იგი ოროჩიმარუს ჰკითხავს, თუ რა არის მისი ქმედობების მიზეზი. ოროჩიმარუ განაცხადებს, რომ მან ახალი ჰობი იპოვა. მისი თქმით, ადრე მას სურდა გამხდარიყო ის ქარი, რაც წისქვილს აამოძრავებდა, თუმცა შემდეგ მან გაიგო, რომ გაცილებით საინტერესოა დაუცადო, როდის დაუბერავენ სხვა ქარები. იგი განაცხადებს, რომ მას სურს, ასეთი ქარით დატკბეს. ცუნადე მას მიუგებს, რომ მისი ნათქვამი, როგორც ყოველთვის, უაზრობაა, თუმცა იქვე დაამატებს, რომ იგი შეცვლილა. მისი აზრით, ოროჩიმარუ ადრე რომ შეცვლილიყო, ჯირაია ცოცხალი იქნებოდა. ცუნადე მას მადლობას გადაუხდის და ომის შესახებ შეეკითხება. კაცუიუ იტყვის, რომ იგი ბრძოლის ველზე იმყოფება, რაც ცუნადეს გააკვირვებს. ოროჩიმარუ განაცხადებს, რომ ცუნადემ კაგეების გამოჯანმრთელებაზე უნდა იზრუნოს და კარინთან და სუიგეცუსთან ერთად იქაურობას გაეცლება.

ნარუტო სასკეს ეტყვის, რომ ათკუდიანის შიგნით კუდიანი ურჩხულები იმყოფებიან, რომელთა გასათავისუფლებლად ცეცხლის ჩაქრობაა საჭირო. სასკე მას მიუგებს, რომ იგი ყველაფერს დაწვავს და ახალ სისტემას შექმნის. ამაოსობაში ათკუდიანი ცეცხლმოკიდებულ ნაწილს მოიცილებს, რის შემდეგაც გამაკიჩისა და აოდას მისი განაყოფები შეუტევენ. საი საკურას ეტყვის, რომ ვინაიდან სასკე მისი მეგობარი არაა, იგი მას უფრო ობიექტურად უყურებს და ამიტომ არ ენდობა. საკურა მას უპასუხებს, რომ იგი მოხარულია სასკეს დაბრუნებით და ენდობა მას. იგი საის ღიმილით მიუგებს, რომ თუმცა მისი სიტყვები გულწრფელია, მან იცის, რომ მისი ღიმილი ყალბია, რითაც საის მიახვედრებს, რომ იგი თავის ღიმილს გულისხმობს. ამასობაში კაგეები გამოკეთდებიან. კაცუიუ მათ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას გააცნობს, რის შემდეგაც ისინი საბრძოლველად გაემართებიან.

ამასობაში კამუის განზომილებაში კაკაში ობიტოს ჩიდორით დაჭრის, ეს უკანასკნელი კი კაკაშის გულმკერდში უზარმაზარი შურიკენის კბილს გაუყრის.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი