Fandom

ნარუტოპედია

თავი 634

ამ ვიკიში
გვერდია
140
Add New Page
განხილვა0 Share

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

თავი 634
(新たなる三竦, არატანარუ სანსუკუმი)
მონაცემები
წინა თავი თავი 633
მომდევნო თავი თავი 635
დებიუტი
ძიუცუ

ქარის გამოშვება: უზარმაზარი ბურთი რასენშურიკენისინათლისა და შავი ისრის მბრუნავი გრიგალი

მას შემდეგ, რაც ნარუტო, სასკე და საკურა, შესაბამისად, გამაკიჩის, აოდასა და კაცუიუს გამოიძახებენ, გამაკიჩი ნარუტოს ეტყვის, რომ მამამისს არ ეცალა, ამიტომ მის ნაცვლად თვითონ მოვიდა. ნარუტო შენიშნავს, რომ იგი მეტისმეტად სწრაფად გაზრდილა. იგი გამაკიჩის ათკუდიანის სიახლოვეს ერთი ნახტომით გადანაცვლებას დაავალებს. სასკე აოდას წინსვლას უბრძანებს და განაცხადებს, რომ მტერს თავად მოუღებს ბოლოს. საკურას გააქტიურებული ბეჭდის ხილვით გახარებულ კაცუიუს საკურა გაერთიანებული ძალების წევრთა განკურნებას სთხოვს. მათი ხილვით აღტაცებულ მინატოსა და ჰირუზენს კონოჰას სანნინი გაახსენდებათ. აოდა ათკუდიანის განაყოფებს შორის დიდი სისწრაფით გასრიალდება, მის თავზე მოთავსებული სასკე კი სუსანოოს გაააქტიურებს და მისი მახვილით მოწინააღმდეგეთა და მათ მიერ შექმნილი ბარიერების განადგურებას შეუდგება. გამაკიჩი დიდ ნახტომს გააკეთებს და მტრის იერიშს ჰაერში მოიგერიებს. ნარუტო ქარის გამოშვება: უზარმაზარ ბურთ რასენშურიკენს წარმოქმნის და მას ათკუდიანს ესვრის. მას იამატოს ნათქვამი მოაგონდება, რომ ერთადერთი ელემენტი, რაც ცეცხლს აძლიერებს - ქარია. პარალელურად, სასკე მტერს ალის გამოშვება: სუსანოოს კაგუცუჩის ესვრის. მათდა უნებურად ეს ორი ძიუცუ გაერთიანდება და ათკუდიანს შავ ალში გახვევს. ამასობაში ოროჩიმარუ, კარინი და სუიგეცუ ცუნადეს ადგილსამყოფლამდე მიაღწევენ. ოროჩიმარუ აღნიშნავს, რომ ცუნადე „კარგ ფორმაში“ არაა.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი