Fandom

ნარუტოპედია

თავი 633

ამ ვიკიში
გვერდია
140
Add New Page
განხილვა0 Share

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

თავი 633
(前へ, მაე ე)
მონაცემები
წინა თავი თავი 632
მომდევნო თავი თავი 634
დებიუტი
ძიუცუ

ადამიანი ურჩხულის კომბინაციის გარდაქმნა: სამთავიანი მგელიადამიანი-ტყვია იო-იოპარაზიტული გიგანტური მწერი - ხოჭოს ნაკბენიჩრდილით ჩაბღაუჭების ტექნიკაკუდს დადევნებული ეშვი მბრუნავი ეშვიაღქმის გადაცემა

წინ (前へ, მაე ე) ნარუტოს 633-ე თავია.

შინაარსირედაქტირება

მას შემდეგ, რაც სასკე და ნარუტო ერთმანეთის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იხილავენ, ისინი ერთმანეთს მტრულად გადახედავენ. მინატოს გაახარებს ის ფაქტი, რომ ნარუტომ რასენგანის ბუნების შეცვლა ისწავლა. კიბა თანაგუნდელებს საბრძოლველად მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, გუნდი 7-მა მათ ვერ უნდა აჯობოს. აკამარუ სამთავიან ურჩხულად გადაიქცევა და კიბასთან ერთად მტერს შეუტევს, შინო მოწინააღმდეგეს მუშტს მიადებს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელის სხეულიდან უზარმაზარი ხოჭოები ამოძვრებიან და მას ცოცხლად შეჭამენ, ჰინატა კი რვა ტრიგრამი სამოცდაოთხ ხელის გულს გამოიყენებს და ჯუჰო სოშიკენს გაააქტიურებს. მას ნეჯისა და ნარუტოს შემართება გაახსენდება და განაცხადებს, რომ იგი მუდამ წინ წაიწევს, თუნდაც ერთი ნაბიჯით. გუნდი 10 ინო-შიკა-ჩო-ს ფორმირება ე-ს შეასრულებს. სამივე გუნდი ათკუდიანის განაყოფების მნიშვნელოვან რაოდენობას გაანადგურებს. საი განაცხადებს, რომ ისიც გუნდი 7-ის ნაწილია და მელნის ჩიტის მეშვეობით მტერზე ციდან თავდასხმას გადაწყვეტს, თუმცა მას ათკუდიანის ერთ-ერთი განაყოფი ჩამოადგებს. ჩაკრას მკლავების წყალობით საის ნარუტო გადაარჩენს. საი მას ეტყვის, რომ ათკუდიანი მისი კლონებისგან მოშორებით მდებარეობს, იქამდე მისაღწევად და მის დასამარცხებლად კი მას ძალა, სისწრაფე, შორ მანძილზე გადახტომის უნარი და, დაჭრის შემთხვევაში, მკურნალი ნინძას დახმარება დასჭირდება. ამის პასუხად სასკე მანდას მსგავს გიგანტურ გველს, ნარუტო გამაკიჩის, საკურა კი კაცუიუს გამოიძახებს.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი