Fandom

ნარუტოპედია

თავი 630

ამ ვიკიში
გვერდია
140
Add New Page
განხილვა0 Share

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

თავი 630
(埋めるもの, უმერუ მონო)
მონაცემები
წინა თავი თავი 629
მომდევნო თავი თავი 631

რას შეუძლია ხვრელის ამოვსება (埋めるもの, უმერუ მონო) ნარუტოს 630-ე თავია.

შინაარსირედაქტირება

ობიტო განაცხადებს, რომ მის გულში მხოლოდ ტკივილი იყო, ამიტომ მან ყველაფერი თავიდან მოიშორა. კაკაშის დასაყოლიებლად იგი პატარა რინსა და ობიტოს გააჩენს და განაცხადებს, რომ ილუზიურ სამყაროში მას ყველაფერი შეუძლია ჰქონდეს, რითაც მის გულში არსებული სიცარიელე შეივსება. კაკაში მას შეახსენებს, რომ რინი მკვდარია და რომ მან სოფლის გადასარჩენად გაწირა თავი. იგი ობიტოს მიუგებს, რომ ილუზიას მის გულში გაჩენილი ხვრელის ამოვსება არ შეუძლია.

ამასობაში ათკუდიანის გარეგნობა კიდევ ერთხელ შეიცვლება. გიუკი განაცხადებს, რომ ნამდვილი სახის დაბრუნებამდე მას ერთადერთი ტრანსფორმაცია დარჩა და კილერ ბის ეტყვის, რომ მათი დროა, დაიცვან თანამებრძოლები. ათკუდიანი კუდიანი ურჩხულის უზარმაზარი ბურთის შექმნას წამოიწყებს, რაც კურამას ჩაკრას ჯავშნის გარეშე დარჩენილ გაერთიანებულ ძალებს ძლიერ შეაშფოთებს. თანამებრძოლთა გასამხნევებლად საკურა განაცხადებს, რომ დროა ყველამ თავდაუზოგავად იბრძოლოს, რადგან ნარუტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი მეგობრები დაიცვას. ინოს ტელეპათიის წყალობით შიკამარუ გაერთიანებული ძალების ყველა წევრს დაუკავშირდება და ათკუდიანის ბურთის შესაჩერებლად მათ მიწის-სტილის კედლების შექმნას დაავალებს.

სხვა განზომილებაში ობიტო განაცხადებს, რომ სამყარო სასტიკია, ხოლო მისი ხვრელი თანდათანობით უფრო გაფართოვდება. იგი კაკაშის ჰკითხავს, თუ როგორ შეიძლება გულში გაჩენილი სიცარიელის ამოვსება მათ სამყაროში დარჩენით. კაკაში მას უპასუხებს, რომ თუმცა თავად ნაგავს წარმოადგენს, მან ისწავლა, რომ ამის გაკეთება სხვა ადამიანებს შეუძლიათ, ხოლო თუ ობიტო მეგობრებსა და მათ სამყაროს მხოლოდ იმის გამო უარყოფს, რომ რაღაც ისე არ მოხდა, როგორც ეს მას სურდა, მას მეგობრებიც შეაქცევენ ზურგს. იგი ობიტოს მიუგებს, რომ იმ ადამიანის გადარჩენა, რომელიც არ ნებდება, ჯერ კიდევ შესაძლებელია და იმ სიტყვებს გაიმეორებს, რაც მას ობიტომ წლების წინ უთხრა: ის შინობი, რომელიც წესებს დაარღვევს, ნაგვად იწოდება, ხოლო ის, ვინც მეგობრებს არ გაუფრთხილდება - ნაგავზე უარესად. კაკაში დაამატებს, რომ ის, ვინც მეგობრების გრძნობებს არ გაუფრთხილდება - ყველაზე უარესია და განაცხადებს, რომ იგი ვერ უარყოფს ობიტოს გრძნობებს მაშინაც კი, თუ ეს უკანასკნელი თავად უარყოფს მათ.

ათკუდიანის ბურთი ყველა კედელს გაარღვევს და გაერთიანებულ ძალებამდე მიაღწევს, რომელსაც წინ გიუკი გადაუდგება. გადამწყვეტ მომენტში მინატო ნამიკაზე დრო-სივრცის ბარიერით კუდიანი ურჩხულის ბურთს გააქრობს - გაგზავნის რა მას სხვა ადგილას.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი