Fandom

ნარუტოპედია

თავი 629

ამ ვიკიში
გვერდია
140
Add New Page
განხილვა0 Share

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

თავი 629
(風穴, კაზაანა)
მონაცემები
წინა თავი თავი 628
მომდევნო თავი თავი 630

საჰაერო ხვრელი (風穴, კაზაანა) ნარუტოს 629-ე თავია.

შინაარსირედაქტირება

ათკუდიანის მიერ წარმოქმნილი მძვინვარე შტორმი მთელ ტერიტორიას ააოხრებს. მადარა უჩიჰას მისი სუსანოო დაიცავს, შინობთა გაერთიანებულ ძალებს კი კურამას ჩაკრას ჯავშანი, რაც ნარუტოს ძლიერ დაასუსტებს. მადარა განაცხადებს, რომ მან "უკეთესი გასართობი იპოვა" და ნარუტოს განადგურებით დაემუქრება, თუმცა ამ უკანასკნელის წინ მისი თანამებრძოლები განლაგდებიან, საკურა კი მის განკურნებას შეუდგება.

სხვა განზომილებაში კაკაში ობიტოს ებრძვის, რომელიც განაცხადებს, რომ ომი მას მხოლოდ კაკაშისა და რინის გამო არ წამოუწყია და რომ მან იცის, თუ რა შეემთხვა სინამდვილეში რინს. გაირკვევა, რომ რინი ისობუს ჯინჩურიკი ყოფილა, რომლის გამოყენებას კირიგაკურე კონოჰაგაკურეს გასანადგურებლად გეგმავდა და რომ სოფლის დასაცავად მან თავი გაწირა - წინ გადაუდგა რა კაკაშის, რომელმაც მტრისთვის გამიზნული ჩიდორით შემთხვევით იგი მოკლა. ობიტო წამოდგება და მოწინააღმდეგის ჩიდორის ზედ წამოეგება, რითაც იგი რინის სიკვდილის სცენას გაიმეორებს. თავის გულმკერდში გაჩენილ ხვრელზე მინიშნებით იგი განაცხადებს, რომ მის გულში სიცარიელეა და რომ მომხდარში კაკაშიმ თავი არ უნდა დაიდანაშაულოს, რადგან ყველაფერი იმ ჯოჯოხეთური სამყაროს ბრალია, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი