Fandom

ნარუტოპედია

ვიძახებ: უწმინდურ მსოფლიო რეინკარნაციას

ამ ვიკიში
გვერდია
140
Add New Page
განხილვა0 Share

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ვიძახებ: უწმინდურ მსოფლიო რეინკარნაციას
ოროჩიმარუს ედო ტენსეი.png
სახელი
კანძი 口寄せ・穢土転生
ქართული
ასოებით
კუჩიიოსე: ედო თენსეი
ქართულად ვიძახებ: უწმინდურ მსოფლიო რეინკარნაციას
დებიუტი
მანგა 117-ე თავი
ანიმე ნარუტო, 69-ე სერია
ვიდეო
თამაში
Naruto: Ultimate Ninja
გამოჩნდა ანიმე, მანგა, ვიდეო თამაში
მონაცემები
კლასიფიკაცია ნინძიუცუ, კინძიუცუ
რანგი S-რანგი
დანიშნულება დამხმარე
ხელის
ნიშნები
ვეფხვი → გველი → ძაღლი → დრაკონი → ხელების შეკვრა
გამომყენებლები
ტობირამა სენჯუ
ოროჩიმარუ
კაბუტო იაკუში

ვიძახებ: უწმინდურ მსოფლიო რეინკარნაციას (口寄せ・穢土転生), იგივე ედო თენსეი აკრძალული ტექნიკაა, რომელიც მიცვალებულთა გასაცოცხლებლად გამოიყენება. იგი ტობირამა სენჯუს მიერ შეიქმნა, მოგვიანებით კი ტექნიკა ოროჩიმარუმ დახვეწა. კაბუტო იაკუშის მტკიცებით, ედო თენსეი შინობის მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ძიუცუს წარმოადგენს, რადგან გამომყენებლისთვის იგი არავითარ საფრთხეს არ შეიცავს.

ედო თენსეით გაცოცხლებულ პირს ნაცრისფერი კანი აქვს, რაზეც ნაბზარები აღინიშნება. პირველი გამოძახების დროს იგი სრულად გათიშულია, გაღვიძების შემდეგ კი მას თავისი პიროვნება, მოგონებები და შესაძლებლობები ბოლომდე აღუდგება. ედო თენსეით მართულს საკუთარი სურვილისამებრ მოქმედება არ შეუძლია. იგი იმას ასრულებს, რაც ტექნიკის გამომყენებელს სურს. რაც მთავარია, ასეთი პირი უკვდავია, ჩაკრას განუსაზღვრელ რაოდენობას ფლობს, ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობს და მას ნებისმიერი სახის ჭრილობა მყისვე უხორცდება. აღსანიშნავია, რომ ოროჩიმარუს რეინკარნირებულთა გონების სრულად დაბლოკვა შეეძლო, კაბუტომ კი ეს ანკო მიტარაშის დაწყევლილ ბეჭედში არსებული ოროჩიმარუს ჩაკრას წყალობით მოახერხა. გასაცოცხლებელ პირთა რაოდენობაში ტექნიკის გამომყენებელი შეზღუდული არაა, სანამ მას საკმარისი ჩაკრა, დეენემი და ცოცხალი მსხვერპლი მოეპოვება.

გამოყენების წესირედაქტირება

ედო თენსეის შესასრულებლად, უპირველეს ყოვლისა იმ პირის დეენემია საჭირო, ვისი გაცოცხლებაც ტექნიკის გამომყენებელს სურს. კაბუტოს თქმით, ამ მიზნით საფლავთა ძარცვა ჩვეულებრივი საქმიანობაა, თუმცა სისხლის ნაკვალევი და სიკვდილის შემდეგ შემორჩენილი ორგანოებიც გამოდგება. გარდა ამისა, გასაცოცხლებელი პირის სული წმინდა სამყაროში (浄土, ჯოდო) უნდა იმყოფებოდეს. სიკვდილის ღმერთის მიერ შთანთქმულთა რეინკარნაცია შესაძლებელია მხოლოდ შინიგამის გაჭრით მისგან სულების გათავისუფლების შემდეგ.[1][2]

გასაცოცხლებელი პირის სხეულით უზრუნველყოფის მიზნით ცოცხალი მსხვერპლია საჭირო. მას შემდეგ, რაც სპეციალურ გრაგნილს მისი დეენემი წაეცხება, გააქტიურდება ბეჭედი და მის ცენტრში მოთავსებულ მსხვერპლს გარს ფერფლი შემოეხვევა, რაც მას გასაცოცხლებელი პირის გარეგნობას მისცემს. პირის რეინკარნაცია იმ გარეგნობითა და ფიზიკური მდგომარეობით ხდება, რაც მას სიკვდილის წინ ჰქონდა. ბოლოს, რეინკარნირებული პირი კუბოში ინახება, სანამ მისი გამოყენების დრო არ მოვა.

ტექნიკის გაუქმებარედაქტირება

არსებობს ედო თენსეის გაუქმების სამი გზა:
1. რეინკარნირებული პირის ჩაბეჭდვა;
2. მისი გაუქმება ტექნიკის გამომყენებლის მიერ, რისთვისაც ხელის ნიშნების შემდეგი კომბინაციაა საჭირო: ვირთხა → ხარი → მაიმუნი → ვეფხვი → დრაკონი → ტახი;
3. რეინკარნირებული პირის მიერ ძლიერი ემოციის განცდა, როგორც ეს სასორისა და შინის შემთხვევაში მოხდა.

სქოლიორედაქტირება

  1. ნარუტო, 618-ე თავი, გვ. 13-17
  2. ნარუტო, 520-ე თავი, გვ. 12

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი