Wikia

ნარუტოპედია

ექვსი გზის ბრძენი

Talk0
89pages on
this wiki
ექვსი გზის ბრძენი
ექვსი გზის ბრძენი.PNG
სხვა
სახელები
ამ მსოფლიოს მხსნელი (この世の救世主, კონო იო ნო კიუსეიშუ);
შინობის ღმერთი (忍の神, შინობი ნო კამი)
დებიუტი
მანგა 373-ე თავი
ანიმე მე-2 ნაწილი, 128-ე სერია
ფილმი ნარუტო 5: სისხლის ციხე (ნახსენებია)
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 2
გამოჩნდა ანიმე, მანგა, ვიდეო თამაში
მონაცემები
სქესი მარსის სიმბოლო.svg მამრობითი
ასაკი გარდაცვლილი
წოდება ჯინჩურიკი
ჯინჩურიკი ათკუდიანი
დოძიუცუ რინეგანი.svg რინეგანი
ოჯახი

უჩიჰას კლანის წინაპარი (შვილი)
სენჯუ კლანის წინაპარი (შვილი)

ბუნების ტიპი

ცეცხლის ბუნების სიმბოლო.svg ცეცხლის გამოშვება
ელვის ბუნების სიმბოლო.svg ელვის გამოშვება
მიწის ბუნების სიმბოლო.svg მიწის გამოშვება
წყლის ბუნების სიმბოლო.svg წყლის გამოშვება
ქარის ბუნების სიმბოლო.svg ქარის გამოშვება
ინის ბუნების სიმბოლო.svg ინის გამოშვება
იანის ბუნების სიმბოლო.svg იანის გამოშვება
ინ-იანის ბუნების სიმბოლო.svg ინ-იანის გამოშვება

ექვსი გზის ბრძენი (六道仙人, რიკუდო სენინ) ნინძიუცუს ხელობისა და ნინძათა სამყაროს შემქმნელი ლეგენდარული ფიგურაა, რომელმაც ათკუდიანი დაამარცხა და, საკუთარ სხეულში მისი ჩაბეჭდვის გზით, პირველი ჯინჩურიკი გახდა.

ჯირაიას თქმით, ექვსი გზის ბრძენი განდეგილი იყო, რომელიც დაუსრულებელი ომიანობის პერიოდში, დიდი ხნის წინათ გამოჩნდა. მან პირველმა შეიტყო სიმართლე ჩაკრას შესახებ და მისი წყალობით მსოფლიოს ახალი, მშვიდობის ერა მოუტანა. იგი დამოგზაურობდა და ხალხს ნინშუს, იგივე ნინძიუცუს, ასწავლიდა. ყოველივე ამის გამო, ბრძენს "ამ მსოფლიოს მხსნელი" უწოდეს[1].

ნარუტოს სიუჟეტის დაწყებამდე საუკუნეებით ადრე ექვსი გზის ბრძენმა მსოფლიოს უძლიერესი დემონი, ათკუდიანი დაამარცხა. მან იგი თავის სხეულში ჩაბეჭდა და პირველი ჯინჩურიკი გახდა. იგი აცნობიერებდა, რომ ეს პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტა იყო, რადგან მისი სიკვდილის შემდეგ დემონი გათავისუფლდებოდა[2]. ამიტომ, სიკვდილის წინ, ყოველი საგნის შექმნის გამოყენებით, ბრძენმა ათკუდიანი ცხრა ნაწილად დაყო და მისი ჩაკრასგან ცხრა არსება შექმნა, რომლებსაც კუდიანი ურჩხულები ეწოდათ. ჩიბაკუ ტენსეის მეშვეობით, ექვსი გზის ბრძენმა ათკუდიანის სხეული ქვის უზარმაზარ სფეროში გამოამწყვდია. ამგვარად შეიქმნა მთვარე[3][4]. ექვსი გზის ბრძენმა ყველა ურჩხულს სახელი უწოდა და მათ იმ დროზე ესაუბრა, როდესაც ისინი "ერთ არსებად გაერთიანდებიან" და მათ "სწორ გზაზე წაუძღვებიან"[5]. გარდა ამისა, თავის შთამომავლობას მან ქვის დაფაზე ამოტვიფრული საიდუმლო ტექსტი დაუტოვა იმის შესახებ, თუ როგორ დაამარცხა ურჩხული. ტექსტის სრულყოფილად გარჩევა მხოლოდ რინეგანითაა შესაძლებელი, შარინგანის მფლობელები კი მას მხოლოდ ნაწილობრივ კითხულობენ[6].

ექვსი გზის ბრძენის მიზანს მსოფლიოში მშვიდობის დასადგურება წარმოადგენდა, რისთვისაც მხოლოდ მისი სიცოცხლე საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ თავისი ძალა და ოცნება მან თავის ორ შვილს დაუტოვა. უფროსი ვაჟი, რომელსაც ბრძენის "თვალები", ანუ მისი ჩაკრა და სულიერი ენერგია ხვდა წილად, მიიჩნევდა, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზას ძალაუფლება წარმოადგენს, ხოლო უმცროს ვაჟს, რომელსაც ბრძენის "სხეული", ანუ მისი ნება და ფიზიკური ძალა ერგო, სწამდა, რომ მშვიდობის მოპოვება მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი. სიკვდილის წინ, საკუთარ მემკვიდრედ ექვსი გზის ბრძენმა თავისი უმცროსი ვაჟი აღიარა. წყენითა და შურით აღვსილმა უფროსმა ვაჟმა თავისი ძმის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ეს შუღლი თაობებს გადაჰყვა და, ამგარად, უჩიჰასა და სენჯუს კლანები ერთმანეთის მოქიშპეები გახდნენ[7].

მემკვიდრეობაEdit

თანდათანობით ექვსი გზის ბრძენი ლეგენდად იქცევა. მისი არსებობის მოწმეებად მხოლოდ კუდიანი ურჩხულები შემორჩებიან. სიკვდილის წინ, ექვსი გზის ბრძენი ახალგაზრდა ურჩხულებს ეტყვის, რომ თავის დროზე მათ სწორ გზაზე დააყენებენ. გავა დრო და ისინი მიხვდებიან, რომ იგი ნარუტო უზუმაკის გულისხმობდა[8].

ექვსი გზის ბრძენის შთამომავლობა ორ ნაწილად დაიყოფა - სენჯუსა და უჩიჰას კლანებად. მათგან პირველი უზუმაკის კლანის შორეულ მონათესავედ ითვლება. მას შემდეგ, რაც მადარა უჩიჰა ჰაშირამა სენჯუს დეენემს მოიპოვებს და მას საკუთარს შეურევს, იგი რინეგანს გაიაქტიურებს. მისი თქმით, ეს მოგვიანებით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოხდება[9]. ახალი დოძიუცუს წყალობით, მადარა ექვსი გზის ბრძენის მიერ მთვარეში ჩაბეჭდილ ათკუდიანის ნაჭუჭის გამოძახებას შეძლებს და მსოფლიოს დაპყრობის მიზნით მთვარის თვალის გეგმას შეიმუშავებს.

ნაგატოს რინეგანის შემხედვარე ჯირაიას მიაჩნდა, რომ იგი ექვსი გზის ბრძენის რეინკარნაცია იყო[10]. სინამდვილეში, თავისი რინეგანი მას მადარამ ჯერ კიდევ ბავშვობაში და მისგან მალულად გადაუნერგა. უზუმაკისა და სენჯუს კლანის შთამომავალ ნაგატოს გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახება ბუნებრივად შეეძლო. მისი თქმით, ექვსი გზის ბრძენის ჩიბაკუ ტენსეისთან შედარებით მისი იგივე ტექნიკა არაფერი იყო[11].

სქოლიოEdit

  1. ნარუტო, 373-ე თავი, გვ. 3
  2. ნარუტო, 467-ე თავი, გვ. 14-15
  3. ნარუტო, 467-ე თავი, გვ. 15-16
  4. ნარუტო, 510-ე თავი, გვ. 11-12
  5. ნარუტო, 572-ე თავი, გვ. 12-13
  6. ნარუტო, 467-ე თავი, გვ. 12
  7. ნარუტო, 462-ე თავი, გვ. 12-13
  8. ნარუტო, 572-ე თავი, გვ. 12-15
  9. ნარუტო, 606-ე თავი, გვ. 13
  10. ნარუტო, 446-ე თავი, გვ. 10
  11. ნარუტო, 439-ე თავი, გვ. 8

Photos

Add a Photo
212photos on this wiki
See all photos >

Recent Wiki Activity

See more >

Around Wikia's network

Random Wiki