ნარუტოპედია Wiki
Register
Advertisement
ელვის მჭრელი
ელვის მჭრელი
სახელი
კანძი 雷切
ქართული
ასოებით
რაიკირი
ქართულად ელვის მჭრელი
დებიუტი
მანგა 30-ე თავი
ანიმე ნარუტო, სერია 17
ფილმი ნარუტო, ფილმი: ნინძათა შეტაკება თოვლის მიწაზე
OVA როგორც იქნა, შერკინება! ჯონინი გენინის წინააღმდეგ!!
ვიდეო
თამაში
Naruto:Clash of Ninja
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში,ფილმი
მონაცემები
კლასიფიკაცია ნინძიუცუ
რანგი S-რანგი
დანიშნულება შეტევა
ხელის
ნიშნები
ხარი→კურდღელი→მაიმუნი
დაკავშირებული ტექნიკები
მშობელი ტექნიკა

ჩიდორი

წარმოებული ტექნიკები

კამუი ელვის მჭრელი
ელვის ტრანსმისია

გამომყენებლები
კაკაში ჰატაკე
ჰირუკო (მხოლოდ ანიმეში)

ელვის მჭრელი, იგივე რაიკირი ჩიდორის გაუმჯობესებული ვარიანტია, იგივე ეფექტებითა და დეფექტებით.

მიმოხილვა[]

როგორც ეს მაიტო გაიმ აღნიშნა, ძიუცუმ სახელი მას შემდეგ მიიღო, რაც კაკაშიმ მისი მეშვეობით ელვა გადაჭრა.[1] ელვის მჭრელი ჩიდორისთან შედარებით ჩაკრას უკეთ კონტროლს მოითხოვს, რაც მის გარეგნობაშიც ჩანს. გარეგნულად ჩიდორი თეთრი ფერის ელექტრული ჩაკრაა, რასაც გამომყენებელი ხელით წარმოქმნის, რაიკირის კი ანიმეში ლურჯი ფერიც ურევია და ის ჩიდორიზე უფრო ძლიერია. 1-ლ ნაწილში კაკაშის ელვის მჭრელის გამოყენება დღეში ოთხჯერ შეეძლო,[2] მე-2 ნაწილში კი მას ტექნიკის შესრულება დღეში სულ მცირე ექვსჯერ შეუძლია.

გამოყენება[]

კაკაშიმ ელვის მჭრელის ფორმირების და გამოყენების სხვადასხვა გზა გამოიგონა. ოროჩიმარუსთან ბრძოლისას მან ელვის მჭრელი ხელის ნიშნების გარეშე შექმნა,[3] კაკუზუსთან ბრძოლის დროს კი ის ორივე ხელით გამოიყენა, რათა კაკუზუს ელვის გამოშვება: ყალბი სიბნელე გაენეიტრალებინა.[4] კუნაის მეშვეობით კაკაშიმ ძიუცუს მოქმედების არე გაზარდა. რაიკირით დამუხტულ კუნაის კლდის გამტვრევა შეუძლია ტრაექტორიისა და იმპულსის დაკარგვის გარეშე.[5]

ობიტოორივე თვალისა და ექვსი გზის განდეგილის ძალის ნაწილის მიღების შემდეგ კაკაშიმ რაიკირი გააძლიერა და მისით თითქმის კაგუია ოცუცუკის მარჯვენა ხელი გადაჭრა.[6]

წვრილმანები[]

  • სახელი „რაიკირი“ ცნობილი სამურაის - ტაჩიბანა დოსეცუს (立花道雪, ტაჩიბანა დოსეცუ) შესახებ არსებული მითიდან მომდინარეობს. ტაჩიბანას ჰქონდა ხმალი, სახელად „ჩიდორი“. ერთ წვიმიან დღეს იგი ხის ქვეშ იყო შეფარებული. მოულოდნელად მას ელვა დაეცა. ჩიდორის გამოყენებით ტაჩიბანამ ელვაში მყოფი ელვის ღმერთი გადაჭრა და ამგვარად გადაირჩინა თავი. ამ ინციდენტის შემდეგ მან თავის ხმალს „რაიკირი“ ანუ „ელვის მჭრელი“ დაარქვა.
  • ფილმში ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, ფილმი: ცეცხლის ნებისყოფა ჰირუკომ კაკაშის რაიკირის მოქმედების არე გააფართოვა და ის ნარუტოს ჩრდილის კლონების წინააღმდეგ გამოიყენა.

სქოლიო[]

  1. ნარუტო, 114-ე თავი, გვ. 3
  2. ნარუტო, 128-ე თავი, გვ. 11
  3. ნარუტო, 70-ე თავი, გვ. 1
  4. ნარუტო, 334-ე თავი, გვ. 16
  5. ნარუტო, 595-ე თავი, გვ. 16-18
  6. ნარუტო, 689-ე თავი, გვ. 10
Advertisement