Wikia

ნარუტოპედია

დოძიუცუ

Talk0
90pages on
this wiki
იტაჩი უჩიჰას მანგეკიო შარინგანი
DevaMKAdded by DevaMK

დოძიუცუ (瞳術; ქართ. "თვალის ტექნიკა") ისეთ თვალს ჰქვია, რაც მფლობელს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ანიჭებს. ასეთი თვალებით შესრულებულ ტექნიკასაც "დოძიუცუ" ეწოდება. ბიაკუგანის, შარინგანისა და რინეგანის ერთობა სამ დიდებულ დოძიუცუდ (三大瞳術, სან დაიდოჯუცუ) იწოდება. ამგვარი თვალები პირს ან გენეტიკურად დაჰყვება, ან მას გადანერგვის შედეგად იძენს.

დოძიუცუ ძიუცუს ძირითად ტიპად არ მიიჩნევა. ყველა ცნობილი დოძიუცუ მფლობელს ერთ, ან რამდენიმე უნიკალურ შესაძლებლობას ანიჭებს, როგორიცაა გამჭოლი მხედველობა, თუ წინათგრძნობის უნარი. დოძიუცუს, როგორც თვალის, გამოყენება ხელის ნიშნებს არ საჭიროებს და, როგორც წესი, დიდი რაოდენობით ჩაკრას მოიხმარს.

გარდა სამი დიდებული დოძიუცუსი, სერიებში თვალის სხვა ტექნიკებიც გამოჩნდა. რანმარუს დოძიუცუ, რაც წითელ ფრად ანათებდა, მას გამჭოლ მხედველობასა და ბიაკუგანისგან დამალვის უნარს ანიჭებდა. შიონს, ფილმიდან ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, ფილმი, სიკვდილის წინასწარმეტყველება შეეძლო, რა დროსაც მისი თვალების გარეგნობა იცვლებოდა.

შესაძლო დოძიუცუEdit

სქოლიოEdit

  1. ნარუტო, 255-ე თავი, გვ. 10
  2. ნარუტო, 396-ე თავი, გვ. 7
  3. ნარუტო, 487-ე თავი, გვ. 13
  4. ნარუტო, 196-ე თავი, გვ. 4-5
  5. ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 237-ე სერია

Photos

Add a Photo
212photos on this wiki
See all photos >

Recent Wiki Activity

See more >

Around Wikia's network

Random Wiki