გამოძახების ტექნიკა
Talk0this wiki
გამოძახების ტექნიკა დრო-სივრცის ნინძიუცუს წარმოადგენს, რომლის მეშვეობით ცხოველებისა და ადამიანების ერთი ადგილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე გადაცემა ხდება.
ტექნიკის შესასრულებლად რომელიმე ცხოველთან ხელშეკრულების დადებაა საჭირო, რაც უზარმაზარ გრაგნილს წარმოადგენს[2]. ხელმომწერმა პირმა მასზე თავისი სისხლიანი თითების ანაბეჭდი უნდა დასვას, რითიც ხელშეკრულება ძალაში შედის. იგი გამომძახებლის სიკვდილით არ წყდება და ძალაშია მანამ, სანამ ფიზიკურად არ განადგურდება[3][4].
გამოძახების ტექნიკა იმ ხელით სრულდება, რაც ხელშეკრულებაზე აღბეჭდილი. მის შესასრულებლად საჭიროა მცირეოდენი სისხლი, რისთვისაც, როგორც წესი, ცერა თითს კბენენ ხოლმე, ხელის ნიშნების განსაზღვრული კომბინაცია და ხელის გულის იმ ადგილზე დაბჯენა, სადაც ტექნიკის შემსრულებელს ცხოველის გამოძახება სურს[5].
აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არაა, გამომძახებელს თავად ჰქონდეს ხელშეკრულება დადებული. საჭიროა ხელმომწერი პირის სისხლი, გამოსაძახებელი ცხოველის ბეჭედი და ჩაკრას სათანადო რაოდენობა[6][7].
თუმცა გამომძახებელთა უმრავლესობას ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი ცხოველის გამოძახება შეუძლია, ფეინი, ცხოველის გზის მეშვეობით, ერთდროულად რამდენიმე ცხოველისა და ადამიანის გამოძახებას ახერხებდა ისე, რომ ტექნიკის შესასრულებლად მას სისხლი არ სჭირდებოდა. სასკე უჩიჰა გველებსა და გიგანტურ ფრინველებს იძახებს, თუმცა, ფეინისგან განსხვავებით, ერთ ჯერზე მას მხოლოდ ერთი სახეობის გამოძახება შეუძლია.
როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში, თუ პირი გამოძახების ტექნიკას ხელშეკრულების დადების გარეშე გამოიყენებს, იგი იმ ცხოველის მშობლიურ გარემოში აღმოჩნდება, ვისაც ყველაზე მეტად ჰგავს[8].
გამოძახების ტექნიკა ზოგჯერ სხვა, მასთან დაკავშირებული ტექნიკის შესასრულებლად გამოიყენება. მაგალითად, ასეთია ვიძახებ: საჭმლის საზიდრის გამანადგურებელს ტექნიკა. შებრუნებული გამოძახების ტექნიკის მეშვეობით ცხოველს თავისი გამომძახებლის გამოძახება შეუძლია.