Wikia

ნარუტოპედია

ბუნების გარდასახვა

Talk0
90pages on
this wiki

ბუნების გარდასახვა (性質変化, სეიშიცუ ჰენკა) ჩაკრას თვისებრიობის შეცვლას ჰქვია, რა დროსაც იგი ჩაკრას ბუნების რომელიმე თანდაყოლილ ტიპად გარდაიქმნება. ფორმის გარდასახვასთან ერთად ბუნების გარდასახვა ის აუცილებელი ტექნიკაა, რაც ძიუცუს შესასრულებლადაა საჭირო.[1][2]

სარჩევი

ძირითადი ტიპებიEdit

არსებობს ხუთი ძირითადი ტიპი, რადაც ჩაკრას ბუნების გარდასახვაა შესაძლებელი, რასაც ხუთი ელემენტის ბუნების გარდასახვა (五大性質変化, გოდაი სეიშიცუ ჰენკა) ჰქვია. ამ ტიპებს სხვაგვარად ელემენტები ეწოდება. მათგან ხუთი დიდებული ქვეყნის სახელებია წარმომდგარი და ისინი ელემენტზე დაფუძნებული ყოველი ნინძიუცუს საფუძველს წარმოადგენენ.[3] ეს ელემენტები ერთმანეთთან წრიულად არიან დაკავშირებულნი ისე, რომ ყოველი მათგანი ერთზე ძლიერი, მეორეზე კი სუსტია:

  • ცეცხლის (火, ჰი) ბუნების ჩაკრა ცეცხლის გამოშვებას წარმოქმნის, რაც ქარზე ძლიერი და წყალზე სუსტია.
  • ქარის (風, კაზე) ბუნების ჩაკრა ქარის გამოშვებას წარმოქმნის, რაც ელვაზე ძლიერი და ცეცხლზე სუსტია.
  • ელვის (雷, კამინარი) ბუნების ჩაკრა ელვის გამოშვებას წარმოქმნის, რაც მიწაზე ძლიერი და ქარზე სუსტია.
  • მიწის (土, ცუჩი) ბუნების ჩაკრა მიწის გამოშვებას წარმოქმნის, რაც წყალზე ძლიერი და ელვაზე სუსტია.
  • წყლის (水, მიზუ) ბუნების ჩაკრა წყლის გამოშვებას წარმოქმნის, რაც ცეცხლზე ძლიერი და მიწაზე სუსტია.

შინობთა უმრავლესობას ერთადერთი ელემენტის გამოყენება შეუძლია[3] მაშინ, როცა რინეგანის მფლობელს ხუთივეზე მიუწვდება ხელი[4]. ყოველი შინობი რომელიმე ელემენტისადმი ბუნებრივადაა მიდრეკილი. მაგალითად, უჩიჰას კლანის წარმომადგენელთათვის ესაა ცეცხლი.[3] ასეთი ელემენტის ამოსაცნობად სპეციალური ქაღალდი გამოიყენება, რაც ყველა ბუნებაზე განსხვავებულად რეაგირებს:

  • ცეცხლი: იგი აალდება;
  • ქარი: იგი შუაზე გაიხევა;
  • ელვა: იგი დაიჭმუჭნება;
  • მიწა: იგი მტვრად გადაიქცევა;
  • წყალი: იგი დანოტიოვდება.[5]

გაწონასწორებაEdit

გაწონასწორება (相殺, სოსაი) ისეთ მდგომარეობას ჰქვია, როდესაც ერთნაირ ბუნებაზე დაფუძნებული ტექნიკები ერთმანეთს ანეიტრალებენ, რადგან მათში ჩაკრას ერთი და იგივე რაოდენობაა გამოყენებული. მაგალითად, კაკუზუსთან ბრძოლისას კაკაშიმ მტრის ელვის გამოშვება: ყალბი სიბნელე თავისი ელვის მჭრელით გაანეიტრალა.[6]

თუ ერთი ტექნიკა მეორეზე ძლიერია, იგი მას არა მხოლოდ დაჯაბნის, არამედ შთანთქავს კიდეც და ამგვარად სუსტი ტექნიკის გამომყენებელს გაცილებით დიდ ზიანს მიაყენებს. მაგალითად, ორთაბრძოლისას სასკემ და იტაჩიმ ერთმანეთს დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკები დაუპირისპირეს. ზეცის დაწყევლილი ბეჭდის წყალობით სასკემ იტაჩის ტექნიკის დაძლევა შეძლო. რომ არა მისი ამატერასუ, იტაჩი სასკესა და თავისი ტექნიკების კომბინაციის მსხვერპლი გახდებოდა. ცეცხლის გამოშვების უმაღლეს საფეხურად მიჩნეული ამატერასუს წყალობით მან ამ ტექნიკების მიერ წარმოქმნილი ცეცხლი სრულად შთანთქა და შავი ალის დიდ გროვად აქცია.[7]

გაუმჯობესებული ტიპებიEdit

ძირითადი ტიპების კომბინაცია ბუნების გაუმჯობესებული ტიპებს წარმოქმნის. ასეთ კომბინაციას კეკკეი გენკაი, ან კეკკეი ტოტა ჰქვია. პირველი მათგანი ორი, უკანასკნელი კი სამი განსხვავებული ელემენტის ურთიერთქმედების შედეგია. სერიებში მხოლოდ თერთმეტი ასეთი გაუმჯობესებული ბუნება გამოჩნდა, აქედან ერთი მხოლოდ ანიმეში:

ინი და იანი, უცნობი ტიპებიEdit

ბუნების ხუთი ძირითადი ტიპის გარდა არსებობს მეექვსე ტიპი: ინი (陰, ინ), წარმოსახვისა და სულიერი ენერგიის საწყისი, რაც ინის გამოშვებას წარმოქმნის და იანი (陽, იო), ცხოველქმედობისა და ფიზიკური ენერგიის საწყისი, რაც იანის გამოშვებას წარმოქმნის. ერთად ისინი ინ-იანის გამოშვებას ქმნიან. იამატოს თქმით ისეთი ტექნიკები, როგორიცაა ჩრდილის მიბაძვის ტექნიკა, მულტი ზომის ტექნიკა, სამკურნალო ნინძიუცუ, გენძიუცუ და სხვები, სწორედ ინსა და იანს ეფუძნებიან.[8]

ზოგიერთი ტექნიკის წყარო ცნობილი არაა. მაგალითად, უცნობია, თუ რომელ ტიპს ეფუძნება კონანის ქაღალდის ნინძიუცუ.

წვრილმანებიEdit

სქოლიოEdit

  1. ნარუტო, 314-ე თავი, გვ. 11-12
  2. ნარუტო, 321-ე თავი, გვ. 4-5
  3. 3.0 3.1 3.2 ნარუტო, 315-ე თავი, გვ. 13
  4. ნარუტო, 375-ე თავი, გვ. 11
  5. ნარუტო, 315-ე თავი, გვ. 15
  6. ნარუტო, 334-ე თავი, გვ. 15
  7. მესამე მეგზური, 236-ე გვერდი
  8. ნარუტო, 316-ე თავი, მე-9 გვერდი

Photos

Add a Photo
212photos on this wiki
See all photos >

Recent Wiki Activity

See more >

Around Wikia's network

Random Wiki