Fandom

ნარუტოპედია

ასურა ოცუცუკი

ამ ვიკიში
გვერდია
140
Add New Page
განხილვა0 Share

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

ასურა ოცუცუკი[1]
აშურა ოცუცუკი.jpg
დებიუტი
მანგა 462-ე თავი
ანიმე ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 203-ე სერია
ფილმი უკანასკნელი: ნარუტო, ფილმი
ვიდეო
თამაში
Naruto Shippūden: Ultimate Ninja Impact
გამოჩნდა მანგა, ანიმე, ვიდეო თამაში, ფილმი
მონაცემები
დაბადების
თარიღი
8 ივნისი
სქესი მარსის სიმბოლო.svg მამრობითი
ასაკი გარდაცვლილი
კლანი ოცუცუკის კლანი
ოჯახი

ჰაგორომო ოცუცუკი (მამა)
კაგუია ოცუცუკი (ბებია)
ჰამურა ოცუცუკი (ბიძა)
ინდრა ოცუცუკი (ძმა)

ბუნების ტიპი

ინის ბუნების სიმბოლო.svg ინის გამოშვება
იანის ბუნების სიმბოლო.svg იანის გამოშვება
ინ-იანის ბუნების სიმბოლო.svg ინ-იანის გამოშვება

ასურა ოცუცუკი (大筒木アシュラ, ოცუცუკი აშურა) ჰაგორომო ოცუცუკის უმცროსი ვაჟი იყო, რომლისგანაც სენჯუსა და უზუმაკის კლანები წარმოიშვა.

ისტორიარედაქტირება

მთელი ბავშვობა ასურამ თავისი გენიოსი ძმის - ინდრას ჩრდილში გაატარა, რადგან იგი არავითარ ნიჭს არ ამჟღავნებდა. თანდათანობით, დიდი გარჯითა და სხვათა თანადგომით ასურა გაძლიერდა[2] და მისი ძალა ინდრას ძლიერებას გაუტოლდა.

სიკვდილის წინ ჰაგორომომ თავისი ოცნება მსოფლიო მშვიდობაზე ასურას უანდერძა და ის ნინშუს ლიდერად დაასახელა. ინდრას მიაჩნდა, რომ მემკვიდრე თავად უნდა ყოფილიყო და ძმას დაუპირისპირდა. ნინშუს მემკვიდრის ტიტულისათვის ბრძოლა მათი სიკვდილით არ დასრულებულა - ის მათმა შთამომავლებმა გააგრძელეს. ინდრას მემკვიდრეები უჩიჰას კლანის წევრები იყვნენ, რომლებიც ასურას მემკვიდრეებს ანუ სენჯუს კლანის წევრებს ებრძოდნენ, თუმცა არავინ იცოდა, თუ საიდან გაჩნდა მათ შორის სიძულვილი.[3]

ხასიათირედაქტირება

ასურას სჯეროდა, რომ მშვიდობის გასაღებს სიყვარული წარმოადგენდა და მამა ძალიან უყვარდა.[3] მიუხედავად იმისა, რომ იგი განთქმული ექვსი გზის განდეგილის შვილი იყო, ასურას თანდაყოლილი ნიჭი არ ჰქონდა. საკუთარი ძალა მან დაუღალავი შრომით გააღვიძა მას შემდეგ, რაც ადამიანებზე ზრუნვა ისწავლა და გუნდური მუშაობის ფასი გაიგო, რის გამოც იგი ჰაგორომოს ნინშუს მემკვიდრე გახდა.

გარეგნობარედაქტირება

ასურას მოკლე, ყავისფერი თმა ჰქონდა. ის ატარებდა ღია ფერის კიმონოს, რომელიც საყელოს გარშემო მაგატამათი იყო მორთული, და შავ ქამარს. მისი დანარჩენი სამოსელიც შავი ფერისა იყო.

შესაძლებლობები რედაქტირება

ინდრასგან განსხვავებით, ასურა ბავშვობაში ძალიან უნიჭო იყო. იგი ინტენსიური ვარჯიშითა და მეგობრების მხარდაჭერით გაძლიერდა, რამაც მას დიდი სიცოცხლისუნარიანობა და ჩაკრას უზარმაზარი მარაგი შემატა. მოგვიანებით, ის თავისი ერთგული ამხანაგების ლიდერი გახდა, ჰაგორომოს ძალის მიღების შემდეგ კი მან ინ-იანის გამოშვება შეიძინა.

ავატარი.png

ასურას საბრძოლო ავტარი

ბრძოლაში ასურა სამთავა და ექვსხელა ავატარში იყო მოთავსებული, რომელსაც ხელებში რამდენიმე შავი სფერო ეჭირა და რომელიც ღირსეულ მეტოქეობას უწევდა ინდრას სრულყოფილ სუსანოოს.[4] ის ასევე იყენებდა ხმალსა და შაკუჯოს.

მემკვიდრეობარედაქტირება

ჰაგორომომ აღნიშნა, რომ ასურას სხეულის განადგურების მიუხედავად, მისმა ჩაკრამ რეინკარნაცია განიცადა იმ შინობებში, რომლებსაც მისი ნებისყოფა მემკვიდრობით გადაეცათ. ასურას ცნობილი რეინკარნაციებია ნარუტო უზუმაკი და ჰაშირამა სენჯუ.

ასურას იდეალმა ჰაგორომოს მსოფლიოსათვის ახალი პერსპექტივა დაანახა. ყოველი საგნის შექმნით მან ათკუდიანის ჩაკრასგან ცხრა კუდიანი ურჩხული შექმნა და მათ სახელები უბოძა იმ იმედით, რომ ერთ დღეს ისინი ერთ არსებად გაერთიანდებოდნენ და მათ ვიღაც ნამდვილი ძალის მნიშვნელობას უჩვენებდა. საუკუნეების შემდეგ კუდიანი ურჩხულები მიხვდნენ, რომ ჰაგორომო ნარუტოს გულისხმობდა.

შავი ზეცუს თქმით, ასურას და ინდრას რეინკარნაციები მხარდამხარ იშვიათად იბრძვიან. ამ მხრივ ნარუტო და სასკე გამონაკლისები არიან. ასურას რეინკარნაციამ - ნარუტომ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს მისმა წინამორბედებმა, კერძოდ, გადამწყვეტ ბრძოლაში ინდრას მემკვიდრის - სასკე უჩიჰას დამარცხებით მან ბოლო მოუღო შუღლს დაპირისპირებულ მხარეთა შორის.

წვრილმანები რედაქტირება

  • მტრობა ინდრასა და ასურას შორის ბუდისტურ და ინდუისტურ რელიგიებს ეფუძნება, სადაც ღმერთები, ინდრას მეთაურობით, გამუდმებით ებრძვიან ასურებს.
  • ასურას საბრძოლო ავატარი მისსავე სახელს ატარებს. ასურებს ანუ ექვსხელა და სამსახიან მებრძოლ არსებებს წააგავს აგრეთვე რინნეგანის ასურას გზა.
  • ჰაშირამა სენჯუს „ცეცხლის ნებისყოფა“, სავარაუდოდ, ასურას მრწამსისგან წარმოიშვა, რომლის თანახმად მშვიდობის გასაღები სიყვარულია. მისგან განსხვავებით, ინდრას შთამომავლებს მემკვიდრეობით „სიძულვილის წყევლა“ ერგოთ.
  • მამამისის მსგავსად, ასურა ბრძოლაში შაკუჯოს იყენებდა, ამიტომ ეს იარაღი შესაძლოა სიყვარულისა და მშვიდობის სიმბოლოდ იქნეს მიჩნეული, ინდრას მახვილი კი - ძალაუფლების წყურვილის სიმბოლოდ.
  • კუდიანი ურჩხულის რეჟიმში ყოფნისას ჩრდილის კლონებისა და ექვსი გზის განდეგილის ტექნიკის გამოყენებით ნარუტომ სამი ავატარის გაერთიანება მოახერხა, რითაც მან ასურას ავატარის მსგავსი სამთავა და ექვსხელა ავატარი შექმნა.

სქოლიორედაქტირება

  1. მეოთხე გზამკვლევი, გვ. 19
  2. ნარუტო, 670-ე თავი, გვ. 17-18
  3. 3.0 3.1 ნარუტო, 462-ე თავი, გვ.12-13
  4. ნარუტო, 670-ე თავი, გვ. 14-19

ვიკიას ქსელში

ნებისმიერი ვიკი