Wikia

ნარუტოპედია

აკაცუკი

Talk0
99pages on
this wiki
აკაცუკის სიმბოლო.svg აკაცუკი
აკაცუკი.jpg
მარცხნიდან მარჯვნივ: წინა პლანზე - სასორი, დეიდარა, კონანი, ფეინი (ნაგატო), ტობი, იტაჩი უჩიჰა, კისამე ჰოშიგაკი; უკან - ზეცუ, კაკუზუ, ჰიდანი, ოროჩიმარუ
დებიუტი
მანგა 141-ე თავი
ანიმე ნარუტო, 81-ე სერია
მონაცემები
შემქმნელები იაჰიკო
ნაგატო
კონანი
ამჟამინდელი
ლიდერი
ტობი
ყოფილი
ლიდერი
იაჰიკო
ნაგატო
ბაზა ტობის აკაცუკი
მთების სასაფლაო
მოკავშირეები ფეინის აკაცუკი
ტაკა
ტობის აკაცუკი
კაბუტო იაკუში
მადარა უჩიჰა
ტაკა
მოწინააღმდეგეები იაჰიკოს აკაცუკი
ჰანზო
დანზო
ფეინის აკაცუკი
ჯინჩურიკები
კონოჰაგაკურეს სიმბოლო.svg კონოჰაგაკურე
ტობის აკაცუკი
შინობთა გაერთიანებული ძალების სიმბოლო.svg შინობთა გაერთიანებული ძალები
ამჟამინდელი წევრები

ტობი

აკაცუკი (暁, ქართ. "განთიადი") სერიების მთავარი ბოროტმოქმედებისგან შემდგარი კრიმინალური ორგანიზაციაა. მის მიზანს კუდიანი ურჩხულების ძალის მეშვეობით მსფოლიოს დაპყრობა წარმოადგენს. აკაცუკი ამეს ობლების მიერაა შექმნილი. მისი ამჟამინდელი ლიდერია ტობი. ანიმეს პირველ ნაწილში აკაცუკი ერთხელ გამოჩნდა, როდესაც იგი იტაჩი უჩიჰასა და კისამე ჰოშიგაკის მეშვეობით ცხრაკუდიანის დაჭერას შეეცადა[1], მეორე ნაწილში კი იგი საყოველთაო საშიშროებად იქცა.

სარჩევი

ისტორიაEdit

თავისი არსებობის განმავლობაში, ორგანიზაციამ სამი განსხვავებული ეტაპი განვლო.

იაჰიკოს აკაცუკიEdit

აკაცუკის თავდაპირველ მიზანს, ბედის ირონიით, მშვიდობისთვის ბრძოლა წარმოადგნდა. იგი იაჰიკოს, ნაგატოსა და კონანის მიერ, მესამე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და, სავარაუდოდ, ამეგაკურეს შინობებით იყო დაკომპლექტებული. ნაგატოს თქმით, ამ ომმა აკაცუკის უამრავი წევრის სიცოცხლე იმსხვერპლა. გუნდმა მალევე გაითქვა სახელი, რამაც ამეგაკურეს მმართველი ჰანზო შეაშფოთა, რადგან აკაცუკის შეხედულებები მისი ტირანული რეჟიმის წინააღმდეგ იყვნენ მიმართულნი. ჰანზო, კონოჰას ანბუს ლიდერი დანზოს დახმარებით, მათ განადგურებას გადაწყვეტს. თავდაპირველად აკაცუკის იგი თანამშრომლობას შესათავაზებს, მომდევნო დღეს კი კონანს გაიტაცებს და ნაგატოს იაჰიკოს მოკვლას უბრძანებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონანის მოკვლით დაიმუქრება. არჩევანის გაკეთებას იაჰიკო მეგობარს არ დააცდის და თავს მოიკლავს. აკაცუკის განადგურება ჰანზოს არ გამოუვა, რადგან გარეთა გზის დემონური ქანდაკების მეშვეობით ნაგატო მის და ანბუს მთელ არმიას ამოხოცავს, მოგვიანებით კი თავად ჰანზოსაც მოკლავს. იაჰიკოს სიკვდილი ნაგატოს პიროვნებას შეცვლის. იგი თავს ფეინს უწოდებს და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების სხვა გზას აირჩევს[2].

ფეინის აკაცუკიEdit

იაჰიკოს სიკვდილის შემდეგ, ნაგატო ფეინის ექვს გზას შექმნის და აკაცუკის გაქცეული ნინძებით დააკომპლექტებს. ერთ დროს მშვიდობისათვის მებრძოლი გუნდი ამგვარად კრიმინალთა დაჯგუფებად გადაიქცევა. ყველასგან მალულად, აკაცუკის თანამმართველი მისი ერთ-ერთი რიგითი წევრი, ტობი გახდება, რომელიც გუნდს სასორის სიკვდილის შემდეგ შეუერთდება და მის ადგილს დაიკავებს[3]. როგორც ირკვევა, ნაგატოსთან იგი მანამდეც აქტიურად თანამშრომლობდა[4][5]. ერთი შეხედვით ნაგატოს მრჩევლი ტობი მასზე სრულ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ფლობდა. მათი საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ აკაცუკიდან მხოლოდ ზეცუმ[6] და კონანმა იცოდნენ, რომელიც ფეინის მარჯვენა ხელს წარმოადგენდა. აკაცუკი კუდიანი ურჩხულების დაჭერას წამოიწყებს, რასაც მის წევრთა უმრავლესობა ემსხვერპლება. მათი ჩაკრა მეშვეობით ფეინს ძლევამოსილი იარაღის შექმნა სურდა, რაც მსოფლიოს დროებით მშვიდობას მოუტანდა[7]. მისგან მალულად, ჩრდილში მდგომი ტობი კი კუდიანი ურჩხულების გამოყენებით მსოფლიოს დაპყრობას გეგმავდა. მოგვიანებით, ცხრაკუდიანი ურჩხულის ხელში ჩაგდების მიზნით ფეინი მთელ კონოჰას მიწის პირისაგან აღგვის, თუმცა ნარუტო უზუმაკი მის ექვსივე გზას გაანადგურებს. ტკივილისა და სიძულვილისგან დაბრმავებულ ნაგატოს იგი გონს მოიყვანს და მიახვედრებს, რომ სწორ გზასაა ამცდარი. ღვთაებრივი სიცოცხლის სამსარას ტექნიკის გამოყენებით ნაგატო კონოჰას ყველა დაღუპულ მაცხოვრებელს გააცოცხლებს, თავად კი ჩაკრას გადამეტებულად მოხმარების გამო, მოკვდება[8]. მოგვიანებით გაირკვევა, რომ ნაგატოს ამ ძიუცუს გამოყენებით ტობი მადარა უჩიჰას გაცოცხლებას აპირებდა[9], რომელმაც რინეგანი ნაგატოს თავადვე უბოძა[10].

ფეინის აკაცუკის წევრების უმრავლესობა ეს რანგის შინობს წარმოადგენდა.წარსულში მათ შორის ოროჩიმარუც ირიცხებოდა, თუმცა იტაჩი უჩიჰასთან მომხდარი ინციდენტის გამო, იგი გუნდს დატოვებს[11][12].

მუდმივი შტაბი ორგანიზაციას, სავარაუდოდ, არ გააჩნდა. ფეინის რინეგანის წყალობით, მისი წევრები ერთმანეთს ასტრალური სხეულების მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ[13].

გუნდებიEdit

ფეინის აკაცუკი ორკაციან გუნდებად იყო დაყოფილი. ყოველ ასეთ გუნდს განსხვავებული მისია ჰქონდა დაკისრებული. ერთადერთი ზეცუ მოქმედებდა დამოუკიდებლად და მის მოვალეობას ჯაშუშობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, სასკეს ტაკაც აკაცუკისთან თანამშრომლობდა.

გუნდი წარმატებით შესრულებული მისიები მარცხით დასრულებული მისიები
ფეინი და კონანი ექვსკუდიანი ურჩხულის დაჭერა (ფეინი)[14] ცხრაკუდიანი ურჩხულის დაჭერა[8]
იტაჩი უჩიჰა და კისამე ჰოშიგაკი ოთხკუდიანი ურჩხულის დაჭერა (კისამე)[15] ცხრაკუდიანი ურჩხულის დაჭერა[1]
რვაკუდიანი ურჩხულის დაჭერა (კისამე)[16]
სასორი და დეიდარა ერთკუდიანი ურჩხულის დაჭერა (დეიდარა)[17] ცხრაკუდიანი ურჩხულის დაჭერა (დეიდარა)[18]
კაკუზუ და ჰიდანი ორკუდიანი ურჩხულის დაჭერა[19] ცხრაკუდიანი ურჩხულის დაჭერა[20]
დეიდარა და ტობი სამკუდიანი ურჩხულის დაჭერა[21]
ოროჩიმარუ და სასორი უცნობია უცნობია
ტაკა რვაკუდიანი ურჩხულის დაჭერა[22]

ტობის აკაცუკიEdit

ნაგატოს სიკვდილის შემდეგ, კონანი აკაცუკის დატოვებს და ამეგაკურეს მმართველი გახდება. ორგანიზაციის ახალი ლიდერია ტობი, რომელიც საკუთარი გეგმის განხორციელებას უკვე დაუფარავად წამოიწყებს. აკაცუკის წევრების უმრავლესობა ფეინის ლიდერობის დროს დაიღუპება და ძველი წევრებიდან მხოლოდ ზეცუ და კისამე ჰოშიგაკი შემორჩებიან. მათ შეუერთდება კაბუტო იაკუშიც[23], რომელიც რეინკარნაციის ტექნიკით ყველა დროის უძლიერეს შინობებს გააცოცხლებს[24]. მანამდე კი ხუთ დიდებულ ქვეყანას ტობი ომს გამოუცხადებს[25]. მის მფლობელობაშია შვიდი ცალი კუდიანი ურჩხული, ამასთანავე, იგი გიუკისა[26] და კურამას[27] ჩაკრას ნაწილებსაც ფლობს. მას შემდეგ, რაც კისამე თავს მოიკლავს[28], აკაცუკის რიგებში მხოლოდ ტობი და ზეცუ შემორჩებიან. მის მხარეზე იბრძვის ტაკაც. გარეთა გზის დემონური ქანდაკებისა და ჰაშირამა სენჯუს ძალის მეშვეობით, აკაცუკი თეთრი ზეცუს 100,000 კლონს შექმნის, რასაც, ედო ტენსეით გაცოცხლებულ შინოებთან ერთად, შინობთა გაერთიანებულ ძალებს დაუპირისპირებს და მეოთხე მსოფლიო ომს წამოიწყებს[29]. მოგვიანებით, თეთრ ზეცუს სასკე უჩიჰა სუსანოსა და ამატერასუს მეშვეობით მოკლავს[30], შავ ზეცუს კი ჩოჯურო გაუმკლავდება[31]. რაც შეეხება კაბუტოს, იგი სასკესა და იტაჩი უჩიჰებთან ბრძოლის შედეგად ამ უკანასკნელის გენძიუცუს ზემოქმედების ქვეშ მოექცევა. იტაჩი ედო ტენსეის შეჩერებას შეძლებს[32] და, საბოლოოდ, ტობის გვერდში მხოლოდ მადარა უჩიჰა შემორჩება[33].

ჩაცმულობაEdit

აკაცუკის წითელი ღრუბელი
DevaMKAdded by DevaMK
აკაცუკის სიმბოლოს თავიდანვე გრძელი, შავი ფერის მოშვებული სამოსელი წარმოადგენდა, რომელსაც ნიკაპის სიმაღლის საყელო ჰქონდა, სახელო კი ხელს თითქმის მთლიანად ფარავდა. მარჯვენა თვალის გასწვრივ, ვერტიკალურად მას მთელ სიგრძეზე ერთი ცალი წითელი ზოლი დაჰყვებოდა. ფეინის აკაცუკის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იაჰიკოს აკაცუკის წევრებს წელზე ფართო ნაცრისფერი სარტყელი ეკეთათ და მასზე ვიწრო ქამარი ჰქონდათ შემორტყმული[34]. ფეინის აკაცუკის სამოსზე მკვეთრი წითელი ფერის რამდენიმე დიდი ზომის ღრუბელი იყო გამოსახული იმ ომის ნიშნად, რომელმაც ამეგაკურეს სისხლი აწვიმა. ფეინის აკაცუკის ყველა წევრს ხელისა და ფეხის ფრჩხილები წითელ ფრად ჰქონდა შეღებილი. ზოგიერთი მათგანის შუბლსაკრავზე მისი სოფლის სიმბოლო გადახაზული იყო. საზოგადო თავშეყრის ადგილებში აკაცუკის წევრები კონუსის ფორმის ჩალის ქუდებს ატარებდნენ, საიდანაც უამრავი თეთრი ზონარი ეშვებოდა. ასეთ დროს მათი სახე მაღალ საყელოში იყო ჩამალული ისე, რომ მათ მხოლოდ თვალები მოუჩანდათ, ქუდის ზონრები კი მათი თავის უკანა და გვერდითა ნაწილებს ფარავდნენ[35][36]. აღსანიშნავია, რომ ისინი ხალხმრავალ ადგილებშიც კი აკაცუკის სამოსს ატარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმთავითვე მათი კუთვნილების მიმანიშნებელი იყო[35]. ტობის აკაცუკის რაიმე დამახასიათებელი ჩაცმის სტილი არ გააჩნია.

ბეჭდებიEdit

ფეინის აკაცუკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ბეჭდებს ენიჭებოდა. მის ყოველ წევრს ხელის შესაბამის თითზე ერთი ცალი ასეთი ბეჭედი ეკეთა. გარეთა გზის დემონური ქანდაკების თითებზე აკაცუკის წევრების განაწილება მათ თითებზე ბეჭდების განლაგების შესაბამისად ხდებოდა[37]. ეს ბეჭდები ერთმანეთისგან ფერითა და მათზე გამოსახული კანჯის სიმბოლოთი განსხვავდებოდნენ:

თითი კანჯი ფერი მფლობელი
მარჯვენა ხელის ცერა თითი 零 (რეი, "ნული") მოწითალო-მონაცრისფრო ფეინი
მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი 青 (აო, შო, "ლურჯი", "მწვანე") მოცისფრო-მომწვანო დეიდარა
მარჯვენა ხელის შუა თითი 白 (ბია, "თეთრი") თეთრი კონანი
მარჯვენა ხელის არა თითი 朱 (შუ, "სინგურისფერი", "ალისფერი") წითელი იტაჩი უჩიჰა
მარჯვენა ხელის ნეკა თითი 亥 (გაი, "ტახის ნიშანი") მწვანე ზეცუ
მარცხენა ხელის ნეკა თითი 空 (კუ, "სიცარიელე", "ზეცა") მოლურჯო-მონაცრისფრო ოროჩიმარუ
მარცხენა ხელის არა თითი 南 (ნან, "სამხრეთი") ყვითელი კისამე ჰოშიგაკი
მარცხენა ხელის შუა თითი 北 (ჰოკუ, "ჩრდილოეთი") მუქი მწვანე კაკუზუ
მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი 三 (სან, "სამი") სტაფილოსფერი ჰიდანი
მარცხენა ხელის ცერა თითი 玉 (გიოკუ, "ძვირფასი ქვა", "ბურთი", ასევე შავი მეფე იაპონურ შახმატში) მეწამული სასორი, ტობი

სქოლიოEdit

  1. 1.0 1.1 ნარუტო, 140 - 148-ე თავები
  2. ნარუტო, 446 - 447-ე თავები
  3. ნარუტო, 280-ე თავი, გვ. 19
  4. ნარუტო, 363-ე თავი, გვ. 16
  5. ნარუტო, 607-ე თავი, გვ. 5
  6. ნარუტო, 603-ე თავი
  7. ნარუტო, 436-ე თავი, გვ. 14-17
  8. 8.0 8.1 ნარუტო, 418 - 449-ე თავები
  9. ნარუტო, 601-ე თავი, გვ. 13
  10. ნარუტო, 606-ე თავი, გვ. 13
  11. ნარუტო, 140-ე თავი, გვ. 5
  12. ნარუტო, 345-ე თავი, გვ. 9-11
  13. ნარუტო, 255-ე თავი, გვ. 4
  14. ნარუტო: ქარიშხლის ქრონიკები, 151-ე სერია
  15. ნარუტო, 353-ე თავი, გვ. 2
  16. ნარუტო, 473-ე თავი, გვ. 6
  17. ნარუტო, 249-ე თავი, გვ. 18
  18. ნარუტო, 276 - 277-ე თავები
  19. ნარუტო, 313-ე თავი, გვ. 15
  20. ნარუტო, 338 - 341-ე თავები
  21. ნარუტო, 318-ე თავი, გვ. 5
  22. ნარუტო, 411 - 415-ე თავები
  23. ნარუტო, 489-ე თავი, გვ. 16
  24. ნარუტო, 515-ე თავი, გვ. 17-18
  25. ნარუტო, 467-ე თავი, გვ. 19
  26. ნარუტო, 419-ე თავი, გვ. 11
  27. ნარუტო, 537-ე თავი, გვ. 8-14
  28. ნარუტო, 508-ე თავი, გვ. 10
  29. ნარუტო, 515-ე თავი, გვ. 10-11,18
  30. ნარუტო, 553-ე თავი, გვ. 15
  31. ნარუტო, 562-ე თავი, გვ. 10
  32. ნარუტო, 589-ე თავი, გვ. 10
  33. ნარუტო, 600-ე თავი, გვ. 17
  34. ნარუტო, 446-ე თავი, გვ. 10
  35. 35.0 35.1 ნარუტო, 140-ე თავი, გვ. 14
  36. ნარუტო, 247-ე თავი, გვ. 14
  37. ნარუტო, 255-ე თავი, გვ. 5

Photos

Add a Photo
216photos on this wiki
See all photos >

Recent Wiki Activity

See more >

Around Wikia's network

Random Wiki